ლევანი მიუნხენში მიმდინარე მსოფლიოს თასის სეზონის დასკვნით, მეოთხე ეტაპზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში 82-ე იყო
სამწუხაროდ, ლევან ქადაგიძე მიუნხენში მიმდინარე მსოფლიოს თასის სეზონის დასკვნით, მეოთხე ეტაპზე არც ისე კარგად გამოვიდა. დღეს მან პნევმატური პისტოლეტიდან ისროლა, 568 ქულა დააგროვა და 140-მდე მონაწილეს შორის 82-ე ადგილი დაიკავა.

ეს შედეგი ბევრად არ ჩამორჩება მის პირად რეკორდს - 572 ქულას, მაგრამ საერთაშორისო მაჩვენებლებთან ახლოსაც რომ ვერ მიდის, ესეც ფაქტია. ქადაგიძეს პლიუსად ის თუ ჩაეთვლება, რომ ცალკეულს ერიებში 90-ქულიან მიჯნაზე დაბლა არ ჩამოსულა ანუ მეტ-ნაკლებად სტაბილურად ისროლა. მან უფრო ძლიერად პირველი სამი სერია ჩაატარა, თუმცა მის გამოსვლაში დაღმავალი დინამიკა აშკარაა - პირველ სერიაში 97 ქუყლა დააგროვა, მეორეში - 96, მესამეში - 95, მომდევნოებში კი 94, 92 და კვლავ 94 გაარტყა.

მან და ნინო სალუქვაძემ ამ ტურნირის წინ შეკრება გერმანიაში გაიარეს, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ეს ფიზმომზადებისთვის განკუთვნილი შეკრება არ იყო. არადა, სავარაუდოდ, ქადაგიძემ სწორედ ფიზიკურად ვერ გაუძლო, ამ მხრივ კი ჩვენებს ვარჯიში ნამდვილად აკლიათ.

ტურნირი აქამდე უტიტულო თურქმა იუსუფ დიკეცმა მოიგო. სერბი ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ორგზის ვერცხლის მედალოსანი ანდრია ზლატიჩი ამჯერადაც ვერცხლს დასჯერდა, მესამეზე კი კორეელი დაემუნ ლეე გავიდა.

ხვალ ასევე პნევმატური პისტოლეტიდან ჩვენი ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი სალუქვაძეც ისვრის.

ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა