ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, F ჯგუფში, პირთამდე სავსე „პუშკაშ არენაზე“ პორტუგალიამ უნგრეთი 3:0 დაამარცხა.

სტუმრებმა თავიდანვე შეუტიეს და ჟოტამ ორი მომენტი გაანიავა. პორტუგალია თანდათან ზეწოლას ზრდიდა, ცალკარა თამაში მიდიოდა და მასპინძლები კონტრიერიშების მიტანასაც კი ვერ ახერხებდნენ. ტაიმის დასასრულს ჯერ ჟოტას კიდევ ერთი შანსი მიეცა, მაგრამ მეკარემ გატანა არ დაანება, შემდეგ კი რონალდომ რამდენიმე მეტრიდან ვერ უწია მიზანს და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

შესვენების შემდეგ მადიარები თავს კიდევ უფრო უკეთ იცავდნენ, კონტრშეტევებით პასუხობდნენ და შეცვლაზე შესულმა შიონმა გოლიც გაიტანა, მაგრამ ლაინსმენმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. ეს, ალბათ, შეხვედრაში გადამწყვეტი ეპიზოდი გამოდგა. ცოტა ხანში რაფაელ გერეირომ პორტუგალია დააწინაურა, მერე რონალდომ რაფა სილვას მოპოვებული პენალტი გამოიყენა, კომპენსირებულ დროში დუბლი შეასრულა და ლუზიტანებმა გაიმარჯვეს.

ბუდაპეშტი. “პუშკაშ არენა“. 61 000 მაყურებელი

უნგრეთი - პორტუგალია 0:3

გოლები: 0:1 რაფაელ გერეირო (84), 0:2 რონალდო (87, პენ), 0:3 რონალდო (90+2)

დღეს ამავე ჯგუფში საფრანგეთი და გერმანია დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

. რონალდო პირველი ფეხბურთელია, რომელმაც კონტინენტის 5 პირველობაზე ითამაშა.

. კრიშტიანომ ტურნირზე მე-11 გოლი გაიტანა და პლატინის რეკორდი დაამხო.

. მან ეროვნულ გუნდში 106 გოლი გაიტანა და მსოფლიოს რეკორდამდე 3 გოლი უკლია.

. რონალდო ტურნირზე დუბლის შემსრულებელი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია - 36 წლის და 130 დღის. აქამდე რეკორდი შევჩენკოს ეკუთვნოდა.

Nick
უნგრეთის გოლი თამაშგარე იყო და ის პენატიც დასადები იყო. რონალდუს ეპიზოდზე ვინც ლაპარაკობს დააკვირდეს გამეორებას, მცველი ჩარჩენილი იყო და მერე ცდილობდა გასვლას. იგივე თამაშში მესი ყოფილიყო აქეთ მსაჯს დაადანაშაულებდა ზოგი უნგრელს ხელზე რომ მოვდა პენალტი რატომ არ დადესო
Musenbezi
პორტუგალია რამხელაა იცი?
გიო
თერთმეტმეტრიანი ნამდილად არ იყო. ყოველ შემთხვევაში, უნგრელების მაგივრად რომ ყოფილიყვნენ გერმანელები, ფრანგები, იტალიელები, ინგლისელები, ნიდერლანდები ამ პენალტს თურქი არ დადებდა არავითარ შემთხვევაში და ვერ დადებდა. თან რა დროს! წერტილი დაასმევინა მოგებაზე პორტუგალიას!
ასეა ეს
ზოგიერთი ჭკუისკოლოფის აზრით ვარზე უკეთესად ხედავენ აფსაიდებს,პენალტებს და სხვა.მაგრამ იმდენად გაღიზიანებთ ფეხბურთის მსოფლიო რეკორდსმენის წარმატებები გამწარებულებმა აღარ იცით რა თქვათ.დაიმახსოვრეთ და შეეგუეთ რომ მფრინავი უდიდესი მოვლენაა არა მარტო ფეხბურთში არამედ სპორტში და საერთოდ ყველაზე პოპულარული პერსონაა.
rr
პენალტი იქ თუ არ იყო აბა სად იყო 100 პროცენტიანი იყო მსაჯი.. და თამაშგარეს ბრმა ნახავდა იმხელა სხვაობა იყო უბრალოდ მსაჯმა დაგვიანა თამაშგარეს დაფიქსირება ეს იყო მსაჯის შეცდომა. შენ თუ უნგრეთს ბალიშიკობდი ეგ სხვა საკითხია
gios
თვალები მიხატული გაქვს? რა თამაშგარე არ იყო
Las
და პორტუგალია შენ რა გგონია? სანამ რამეს დაწერ რუკას მაინც გადახედე . საქარტველოზე ცოტატი დიდია პორტუგალია
gio
უნგრეთს თამაში მსაჯმა წააგებინა, სად იყო უნგრეთის მიერ გატანილი გოლის დროს თამაშგარე. ან ის პენალტი დასადები იყო? უბრალოთ უნგრეთი ფსიქოლოგიურად გატყდა და ამიტომ წააგო.პატარა ერებს ერჩიან და არ ახარებენ, ეს არის დღევანდელი ფეხბურთის დაუწერელი კანონი.მსაჯები ყოველთვის ძლიერის მხარეს არიან.
Milani
Ramdeni rekordi ramdeni. Sagol roni sagol
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
რუსეთის ევრო 2032-ის თანამასპინძლობა სურს - იტალიაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
პორტუგალიას ახალი "7-იანი" ჰყავს - რონალდოს უკან მისაბრუნებლად აეროპორტში მწვრთნელი და პრეზიდენტი მივიდნენ
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
მოურინიო: რონალდომ თავისი ეგოს კონტროლი უნდა ისწავლოს
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
პორტუგალიამ დანიას რონალდოს გარეშე მოუგო და ერთპიროვნული ლიდერია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] მეტოქისგან უფრო დაფასდა - ჰოილუნმა გოლი რონალდოს სტილში აღნიშნა, შემდეგ პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელს ხელი ჰკრა