წარმატებით, მაგრამ ცოტა უცნაურადაც დაიწყო გამოსვლა ჩვენმა `თავისუფლად~ მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა სარაევოში გუშინ დაწყებულ ევროპის ჩემპიონატში - ხუთიდან ოთხი ფალავანი ნახევარფინალში გავიდა, მაგრამ...

წარმატებით, მაგრამ ცოტა უცნაურადაც დაიწყო გამოსვლა ჩვენმა `თავისუფლად~ მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა სარაევოში გუშინ დაწყებულ ევროპის ჩემპიონატში - ხუთიდან ოთხი ფალავანი ნახევარფინალში გავიდა, მაგრამ იქ ოთხივე დამარცხდა და დამამშვიდებლის ფინალში გადავიდნენ. საბოლოოდ თემურ ბენდიანიშვილის შეგირდთა მონაგარი სამი ბრინჯაო, რომელიც დავით ბუზიაშვილმა (58), ლაშა გიგაშვილმა (69) და ლევან გოგრიჭიანმა (85) მოიპოვეს. მეოთხე ბრინჯაოს მოპოვების შანსი ლევან ცალქალამანიძემ (50) - მეხუთეზე დარჩა.

ამ კვარტეტიდან ნახევარფინალამდე უფრო გრძელი გზის გავლა ბუზიაშვილს და გიგაშვილს მოუწიათ - სამ-სამი შეხვედრა მოიგეს. მათ მიერ ნახევარფინალამდე განვლილი გზა ბევრი რაღაცით ჰგავს ერთმანეთს და ნიშანდობლივია, მედალი ორივემ რომ მოიპოვა. რაც მთავარია, მათ საკმაოდ დამაჯერებლად იჭიდავეს და ჩემპიონატი ხმაურიანი განაცხადით დაიწყეს - პირველ წრეში ორივემ ორივე პერიოდი ქულებით წმინდად მოიგო. ახალგაზრდა ფალავნებისგან ასეთი ტექნიკური გამოსვლა, შემტევ სტილსა და ფანდებზე აგებული ჭიდაობა განსაკუთრებით სასიხარულოა, რადგან იმედია, მომავალშიც ასე გააგრძელებენ.

პირველ შეხვედრაში ბუზიაშვილმა მაკედონიელი ლიმანი საბანი ორ პერიოდში ჯამში 13:0 დაჯაბნა, გიგაშვილმა კი ლატვიელ ედგარს სუპრინსს 12:0 მოუგო! მომდევნო ბრძოლაში ბუზიაშვილმა ებრაელი გარდაშ გარდაშოვი კიდევ უფრო იოლად გადათელა - 14:0 ორი პერიოდის ჯამში, გიგაშვილს კი უკრაინელ ალან აბდულაევთან დამატებითი დრო დასჭირდა - თავიდან 0:1 წააგო, მერე კი 3:1; 3:1 იმარჯვა. მესამე წრეში ორივემ ძირითად დროში იმარჯვა, თუმცა, სავარაუდოდ, ბუზიაშვილს ბევრად ძლიერი მეტოქე ეყოლებოდა რუსი ალან ბაგამაევის სახით, ვიდრე გიგაშვილს - ბელარუსი იჰარ ზალიზკასი. ბუზიაშვილმა რუსს 3:2; 2:1 აჯობა. ამით ჩვენებურები ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც მათი მარცხის დროც დადგა. ბუზიაშვილმა მომავალ ჩემპიონთან, თურქ სელაჰატინ კილიქსალაიანთან პირველი პერიოდი სუფთად წააგო - 0:6. მეორეში კი სცადა მდგომარეობის გამოსწორება, 4 ქულაც მიითვალა, მაგრამ არც თურქს დაუყრია ფარ-ხმალი, სანაცვლოდ 6 მიითვალა და ფინალშიც გავიდა. ასევე ძირითად დროში დამარცხდა გიგაშვილიც რუს დანიელ მალიკოვთან - 3:0; 3:1 და ისიც დამამშვიდებლის ფინალში გადავიდა. იქ ბუზიაშვილს მედლის მოსაპოვებლად დამატებითი დრო და უფრო მეტი შრომა დასჭირდა ბულგარელ ლეონ სუჰოვთან, გიგაშვილმა კი ძირითად დროში მოუგო უნგრელ ნოე ჟაბოს.

85-ში შედარებით ცოტა მონაწილე გამოდიოდა და შეჯიბრებები პირდაპირ მერვედფინალიდან დაიწყო. გოგრიჭიანს პოლონელ კრისტიან

პიეკარასა და სომეხ ედიკ მქოინათან მოსაგებად ორი პერიოდიც ეყო. ნახევარფინალშიც თავიდან უგებდა თურქ ალი ბონცეოღლუს - 1:0, მაგრამ თურქმა მომდევნო ორი პერიოდი ძლიერად იჭიდავა და ფინალშიც გავიდა. მისი უპირატესობა განსაკუთრებით საგრძნობი დამატებით დროში იყო, რომელშიც 5:0 იმარჯვა. დამაშვიდებლის ფინალში ქართველი ორ პერიოდში იოლად გაუსწორდა უკრაინელ იაროსლავ კნიგინს.

ჩემპიონატი საუცხოოდ დაიწყო საჭიდაო გვარის გამგრძელებელმა, სახელოვანი ოლიმპიური ჩემპიონის მოგვარე ცალქალამანიძემაც - პირველივე შეხვედრაში ებრაელი ანდრეი პრივალოვი 7:0; 7:0 გაანადგურა. მოლდოველ ევგენი სავინსაც ძირითადში აჯობა, ნახევარფინალში კი ბულგარელ მეჰმედ ფერაიმთან დამატებითში წააგო. შევნიშნავთ, რომ აქ სამივე პერიოდი 1:0 დამთავრდა. სამწუხაროდ, ცალქალამანიძემ მობილიზება ვერც ბრინჯაოსთვის შეხვედრაში შეძლო უკრაინელ ფედირ კარაბიბერთან და მინიმალური სხვაობით დამარცხდა - 0:1; 1:2.

გუშინ ჩვენებურთაგან მხოლოდ ბესიკ ბოლქვაძე (42) დამარცხდა - თურქ ბურჰან საიგილისთან და რაკიღა ფინალში ვერც ეს გავიდა, ბოლქვაძემაც დაასრულა ტურნირი.

დღეს სარაევოს ოლიმპიურ სპორტკომპლექს `ზეტრაში~ ბექა ბუჯიაშვილი (46), ლაშა ბითარაშვილი (54), ირაკლი მოსიძე (63), იაკობ პეტრიაშვილი (76) და გენო პეტრიაშვილი (100) იჭიდავებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა