ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, B ჯგუფში, რუსეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ფინეთი 1:0 დაამარცხა.

ბელგიასთან დამარცხებული რუსეთი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, სატურნირო თვალაზრისითაც არასახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდა და დანიელების მძლეველ ფინეთთან აუცილებლად გამარჯვება ესაჭიროებოდა. მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს, გოლი კი საკუთარ კარში მიიღეს, მაგრამ პოჰიანლაპოს გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს. რუსეთი სრულ უპირატესობას ფლობდა, ხოლო „სუომი“ სწრაფი და სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა.

თითქოს პირველი ტაიმი ფრედ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ კომპენსირებულ დროში მირანჩუკმა მცველი ჩამოიცილა და ლამაზი გოლით ანგარიში გახსნა. ეს 2019 წლის შემდეგ ნაკრებში მისი პირველი გოლია. პირველ ტაიმში ტრავმა მიიღო რუსეთის ნაკრების მცველმა ფერნანდესმა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც იუწყებიან, მას ხერხემლის პრობლემა აქვს.

მეორე ტაიმში რუსეთმა ტემპი დააგდო, ბურთს ცენტრში ათამაშებდა, მოწინააღმდეგის შეცდომის მოლოდინში იყო და შეცვლაზე შესულმა ჟამალეტდინოვმა კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, მერე კუზიაევს გატანა მიმდინარე ტურნირის პირველი წრის საუკეთესო მეკარედ აღიარებულმა ჰრადეცკიმ არ დაანება. ფინეთს კი შეტევაში არაფერი გამოსდიოდა, მათ შემტევებს თამაშის გასამწვავებლად ელემენტარულად კლასი არ ჰყოფნიდათ და საშუალოზე დაბალი დონის ორი გუნდის შეხვედრაში ჩერჩესოვის შეგირდებმა იმარჯვეს.

სანკტ-პეტერბურგი. „სანკტ-პეტერბურგი“

რუსეთი - ფინეთი 1:0

გოლი: მირანჩუკი (45+2)

ამავე ჯგუფში ხვალ ერთმანეთს ბელგია და დანია შეხვდებიან. 21 ივნისს კი დანია რუსეთს უმასპინძლებს, ხოლო ფინეთი ბელგიას დაუპირისპირდება.

გიორგი-ს!
ბ-ნო გიორგი, ამერიკელების გუნდი გაცილებით ძლიერია რუსეთისაზე, როგორც ტრადიციულად, ასევე დღეს და ამიტომ შეადარა ფინეთს. რუსეთი იშლება და ფინეთი არა, თან "ტელეგრეიკები" აცვიათ. ხო, დამავიწყდა, არაყს სვამენ კიდევ. ფინელებს კი მშრალი კანონი აქვთ და რუსეთში დადიან გამოსათრობად. ყოველ შემთხვევაში ასე იყო 70-ათიან 90-იან წლებში.
გიორგი
"საშუალოზე დაბალი დონის ორი გუნდის შეხვედრაში ჩერჩესოვის შეგირდებმა იმარჯვეს" - გასაგებია,რომ მაღალი კლასის ნაკრები არც ერთია და არც მეორე,მაგრამ ჟურნალისტის მხრიდან სტატიაში მათი ასე მოხსენიება არ მიმაჩნია კორექტულად,მითუმეტეს ჩვენი ნაკრების ფონზე! ჩვენ რომ მათზე ძლიერი გუნდი გვყავდეს და ევროპაზე ვთამაშობდეთ კიდევ ხო მესმის,მაგრამ საშუალოზე დაბალი დონე პირველ რიგში ჩვენ ვართ,რადგან არც რუსეთზე და არც ფინეთზე ძლიერი ნაკრები არ გვყავს..ყველამ მის მკვდარს მიხედოსო როგორაა გამოთქმა. არც რუსეთის გულშემატკივარი ვარ და არც ფინეთის,ობიექტურად არაა ლამაზი უბრალოდ სტატიაში ასე წერა.
ჯუჯი
სპორტი სპორტია,მუშტების ბრახუნს სჯობს ყველამ მის მკვდარს მიხედოს.
Zangi.
ფანტაზიები გაგეფურჩქნათ . არავის არაფერი გამოსაღები არა აქვს ღრუსეთის გარდა
ROMEL_LUKAKU.
ფინეთთან ისიც საცოდავი 1:0 მოგება რომ ასე გაგაბლატავებს და ფრთებს შეგასხამს, თან ვიღაცის გამოღებაზე რომ დაგაწყებინებს ლაპარაკს ... ძალიან სერიოზულად არის იმენა საქმე.
გოჩა
მერე ქართველებმაც მიართვან ძღვენი. ფული თუ არა აქვთ, ჯონჯოლი მიუტანონ. გიჟდება და ჭკუას კარგავს თურმე ჩეფერინი ჯონჯოლზე.
ლევანი
რუსეთი ყოველთვის ადვილ ჯგუფში კი არ ხვდება, არამედ ამხანაგი კოლოსკოვი ახვედრებს. ტყუილად როდი განაახლა უეფამ გაზპრომთან კონტრაქტი.
გიორგი
რუსეთმა ხო დაგლიჯა,ვის მოუგო?ფინეთს და რა ანგარიშით 1-0
მეგრელი
გეშველა იმენნა ხო? )))))
პროგრესული ქართველი
ყოჩაღ რუსეთის ნაკრებს, დამაგვირვინებელ ფაზაში სცოდავდნენ თორემ მეტი გოლს გაუტანდა
სანდრო
თურმე, რამდენი გულანთებული რუსეთუმე ქომაგია საქართველოში. მეხუთე კოლონა ცოცხალია.
rotori
ეხლა დასცინოს უკრაინამ რუსეთის ნაკრებს და გამოიღოს ეს მოგება თუ უნდა,ყველაზე ცუდი გუნდი უკრაინაა რომელიც თამაშს ვერ მოიგებს,სად ხართ ეხლა ნაცებო? იგრძენით ხომ ,,
რუსეთის ევრო 2032-ის თანამასპინძლობა სურს - იტალიაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია
პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას შეეცდება
ქართული ფეხბურთის საწადელი და თავის ახლებურად გაცნობა - რა უნდა ვისწავლოთ ესპანელთა ტრიუმფისგან? - ევროს შეჯამება...
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
ედინსონ კავანიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
[VIDEO] მამუკელაშვილის 22 წუთი და ბარნსის საოცარი მატჩი - "ტორონტომ" "გოლდენ სტეიტი" ოვერტაიმში დაამარცხა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" ადვილად გაიმარჯვა
"ინშალა". გოლი ყოველ 5 წუთში "რეალის" კარში - ლაპორტამ თქვა, რა არის სამოთხე
Globe Soccer Awards. საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა - კვარაცხელია თავდამსხმელებში ნომინანტებს შორის იყო
ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო
"გაზაევი ულვაშა ჰომოსექსუალია" - კიევის "დინამოს ყოფილი" ფეხბურთელი
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - მზადაა "რეალის" 18 წლის შემტევი 50 მილიონად შეიძინოს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"მომატებული 5 კილოგრამი ასე დავიკელი" - პეპ გვარდიოლა
"გუნდი არ ვიყავით, ყველა თავისთვის თამაშობდა" - ვიტინიამ მესი-ნეიმართან ერთად თამაშის პერიოდი გაიხსენა
"დაკარგული ჯერ არაფერია. "ლივერპულმა" "მანჩესტერ სიტის მსგავსად უნდა იმოქმედოს" - ჯეიმი კარაგერმა მერსისაიდელებს რჩევა მისცა
[VIDEO] პსჟ-ს ფეხბურთელებმა დემბელეს დასცინეს
საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 2025 წელი შეაჯამა
GFF Awards 2025 - საუკეთესო ფეხბურთელად კვარაცხელია დაასახელეს
[VIDEO] ემერიმ "სტემფორდ ბრიჯზეც" მოიგო - "ასტონ ვილას" ბრწყინვალე სერია და უოტკინსის უნიკალური რეკორდი!
რუსეთის ნაკრების ფეხბურთელი ხერხემლის უმძიმესი ტრავმით საავადმყოფოში გადაიყვანეს
რუსებმა გაიხარეს და უკრაინელებს ნიშნის მოგებით მიმართეს
"საქართველო კვარაცხელიასთან ერთად მოსკოვში გაგვარღვევს" - რუსი ექსპერტი
"საფონოვი ჩასვრილ შევალიეზე უკეთესია - ვის სჭირდება ბუზების დამჭერი ჩიტი მატვეი" - რუსებს პსჟ-ში თანამემამულის მდგომარეობაზე განსხვავებული მოსაზრება გააჩნიათ
ომი კოპენჰაგენში - დანიამ რუსეთი წალეკა და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]
პორტუგალიამ ფინეთს რონალდოს გარეშე სძლია [VIDEO]
ანზორი ვერ ისვენებს - თბილისში საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მატჩის ჩატარება უნდა
ტრამპის იმედი აქვთ - დააბრუნებენ რუსეთის ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებზე?
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
რუსეთის ნაკრების იზოლაცია გრძელდება, თუმცა შეიძლება ევრო 2028-ის შესარჩევ ტურნირზე დაუშვან
უკრაინის გასაოცარი ქამბექი - პლეი-ოფის ყველა ფინალისტი გაირკვა
მსოფლიოს ჩემპიონატის 12 მონაწილე და ევროპიდან პლეი-ოფში ყველა გასული გაირკვა [VIDEO]