ამერიკული ჩოგბურთის ლეგენდას ანდრე აგასის 9 ივლისს, ამერიკის ქალაქ ნიუპორტში საერთაშორისო დიდების დარბაზში შეიყვანენ
ქალთა შორის მსოფლიოს პირველი ჩოგანის კაროლინ ვოზნიაცკის მამა - პეტრ ვოზნიაცკი ჩოგბურთის მობილური აკადემიის გასხნას აპირებს და ამ მიზნით ერთ-ერთ ინვესტორად რუსი მილიარდერის რომან აბრამოვიჩის მიწვევას აპირებს.

"იდეა იმაში მდგომარეობს, რომ 2012 წლისთვის გვინდა გავხსნათ ჩოგბურთის საერთაშორისო მობილური აკადემია. მოვიწვევთ სხვადასხვა ქვეყნის 24 ყველაზე ნიჭიერ სპორტსმენს, რომლებიც რიო დე ჟანეიროში 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებში გამოსვლაზე ოცნებობენ", - განაცხადა პეტრ ვოზნიაცკიმ.

დანიელი მწვრთნელი უკვე დაუკავშირდა პოტენციურ ინვესტორებს, რომელთა შორის არის ლონდონის "ჩელსის" მფლობელი რომან აბრამოვიჩი. "აბრამოვიჩს იდეა მოეწონა და თანამშრომლობის დიდი ინტერესიც გამოთქვა", - ამტკიცებს უფროსი ვოზნიაცკი.

მისი კონცეპციის თანახმად, ჩოგბურთის მობილური აკადემია ყოველ ოთხ თვეში ახალ კონტინენტზე განთავსდება. "სხვადასხვა ეროვნების, კულტურისა და რელიგიის ახალგაზრდა ადამიანებს შევკრებთ, თუნდაც პოლიტიკური პრობლემების მქონე ქვეყნებიდან, - ამბობს დანიელი. - ვაჩვენებთ ყველას, რომ ბავშვებს შეუძლიათ ერთ მაგიდასთან ჯდომა, ერთად თამაში და ერთი ოცნების გაზიარება. შევქმნით გუნდს კარგი მწვრთნელებისგან, პედაგოგებისგან და ექიმებისგან და ყველა ხარჯს საკუთარ თავზე ავიღებთ".

ლეგენდარულმა ამერიკელმა ჩოგბურთელმა, "დიდი სლემის" ტურნირების რვაგზის ჩემპიონმა ჯიმი კონორსმა კონტრაქტი გააფორმა გამომცემლობა HarperCollins-თან მემუარების გამოშვებაზე.

Tennis.com-ის ინფორმაციით, კონორსი დაწვრილებით აღწერს თავის წიგნში გასული საუკუნის 70-იან წლებში ცხოვრების პერიოდს - კრის ევერტთან რომანით დაწყებული და ჯონ მაკინროისთან ლეგენდარული დაპირისპირებით დამთავრებული.

წიგნი გამოსვლა (2012 წლის ივნისი) დაემთხვევა კონორსის 60 წლისთავსა და უიმბლდონზე მისი ბოლო გამარჯვების 30 წლისთავს.

ამერიკული ჩოგბურთის კიდევ ერთ ლეგენდას ანდრე აგასის 9 ივლისს, ამერიკის ქალაქ ნიუპორტში საერთაშორისო დიდების დარბაზში შეიყვანენ. მომდევნო დღეს კი მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი და ასევე "დიდი სლემის" ტურნირების რვაგზის ჩემპიონი საჩვენებელ მატჩს გამართავს თავის თანამემამულე ტოდ მარტინთან.

უიმბლდონზე პირველ წრეში წაგების შემდეგ (მონიკა ნიკულესკუსთან - 1:6, 1:6) ავსტრიელმა ჩოგბურთელმა სიბილ ბამერმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

31 წლის სპორტსმენმა 14-წლიანი კარიერის განმავლობაში WTA-ის ორი ტიტული მოიპოვა. მსოფლიო რეიტინგში მისი უმაღლესი მიღწევა იყო - მე-19 ადგილი (2007 წლის 17 დეკემბერი), "დიდი სლემის" ტურნირებზე საუკეთესო შედეგი - 2008 წლის აშშ-ის ღია პირველობის მეოთხედფინალი.

კარიერის განმავლობაში ბამერმა 2 087 375 დოლარი გამოიმუშავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა