ზაალ კვაჭატაძემ, ჯაბა ხოსიტაშვილმა და მიხეილ ბახტიძემ, ნახევარფინალში გასვლით, სულ მცირე, ბრინჯაოს მედლები გაინაღდეს

გუშინ, 21 ივნისს საღამოს სასიხარულო ცნობა მივიღეთ ანკარიდან - მოკრივეთა ევროპის 39-ე ჩემპიონატის ნახევარფინალში სამი ქართველი გავიდა: ზაალ კვაჭატაძემ, ჯაბა ხოსიტაშვილმა და მიხეილ ბახტიძემ, სულ მცირე, ბრინჯაოს მედლები გაინაღდეს.

- ისე ვარ აღელვებული, სიხარულის გამოსახატავად სიტყვები არ მყოფნის - ევროპის ჩემპიონატებზე ქართულ კრივს ამგვარი წარმატება კარგა ხანია, არ ჰქონია, - გვითხრა კონტინენტის პირველობაზე ტექნიკური დელეგატის მოადგილედ მიწვეულმა საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ვლადიმერ ახალკაცმა, რომელსაც თურქეთის დედაქალაქში შევეხმიანეთ, - ჩვენებურებმა შესანიშნავად იასპარეზეს და ღირსეულად მოიპოვეს ნახევარფინალის საგზურები. ბიჭებს დახმარებას და თანადგომას არ აკლებენ მწვრთნელები - რამაზ ფალიანი და თემურ ოჩიგავა, AIBA-ს არბიტრი ზურაბ ტიბუა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა ამ ჩემპიონატზე, და თანაგუნდელები, მედლებისთვის ბრძოლას რომ ნაადრევად ჩამოშორდნენ. ერთობის ძალამ, როგორც ხედავთ, შედეგი გამოიღო.

ანკარის რინგზე 69 კილოში ზაალ კვაჭატაძემ იყოჩაღა - ირლანდიელ უილიამ მაკლოჰინს შვიდქულიანი უპირატესობით (28:21) აჯობა. კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურისკენ მიმავალ გზაზე მას უელსელი ფრედ ევანსის წინააღმდეგობის დაძლევა მოუწევს. ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადისთვის ბრიტანელებს კადეტებში 2007 წლის ევროპის ჩემპიონის დიდად ეიმედებათ, ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ ანკარაში ზაალი დაასწრებს ფრედის!

75 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჯაბა ხოსიტაშვილმა, რომელსაც მერვედფინალში უნგრელი ზოლტან ჰარსკა არ გამოუცხადდა, გუშინ სომეხი არტურ ხაჩატურიანი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. აქ მეტოქედ ეყოლება მასპინძელთა იმედი, 2004 წლის საუნივერსიტეტო მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი, ჩიკაგოში 2007 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, 2009 წელს პესკარაში (იტალია) ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების ჩემპიონატის ფინალისტი ადემ ქილიჩი, რომელმაც მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ რაჰიბ ბაილაროვს სძლია.

მძიმე წონაში მიხეილ ბახტიძემ გვასახელა. ქართველმა მოკრივემ ჯერ პოლონელი მარჩინ რეკოვსკი დაჯაბნა (29:15), გუშინ კი სლოვენიელ როკ ურბანცის მოუგო. ნახევარფინალში სერბი მილიუტინ სტანკოვიჩის მძლეველ მაგომედ ომაროვს (რუსეთი) დაუპირისპირდება. მართალია, ამ 21 წლის დაღესტნელ მოკრივეს საერთაშორისო სარბიელზე ჯერ თავი დიდად არ გამოუჩენია, მაგრამ შარშან და შარშანწინ რუსეთის ჩემპიონატებში ზედიზედ ორჯერ ბრინჯაოს მედლის მოპოვება უკვე საგულისხმო ფაქტია.

შეჯიბრების მონაწილენი დღეს, 22 ივნისს დაისვენებენ, ხვალ კი ნახევარფინალური ორთაბრძოლები გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა