ზრენჯანინში ბექა პეტრიაშვილმა - ვერცხლის, თენგიზ ჩოჩიშვილმა და თედო ებანოიძემ კი ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს
სერბულ ზრენჯანინში გუშინ, 21 ივნისს დაწყებულ ახალგაზრდა მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატში სტარტზე გასული ოთხი ქართველიდან სამმა მედალი მოიპოვა - ერთი ვერცხლი, ორი - ბრინჯაო. კონტინენტის ვიცე-ჩემპიონი ბექა პეტრიაშვილი (74) გახდა, რომელმაც ფინალი თურქ აბდულკადირ ოზმენთან დათმო.

ბრინჯაოს მედლები თენგიზ ჩოჩიშვილმა (60) და თედო ებანოიძემ (96) მოიპოვეს, უმედლოდ მხოლოდ ლაშა ტალახაძე (50) დარჩა, თუმცა ბრინჯაოსთვის მაინც იბრძოლა.

სამწუხაროდ, ჩემპიონატის ოფიციალური საიტი იმდენად გაუმართავად მუშაობს, რომ ბევრს ვერაფერს გეტყვით. მხოლოდ ფორუმებიდან დავადგინეთ, რომ ებანოიძე ნახევარფინალში რუს ბატრაზ გაზაევთან დამარცხებულა, ოღონდ ჩვენებურს კარგი ჭიდაობისთვის რუსებიც კი აქებდნენ. ბრინჯაოსთვის ბრძოლაში მან იტალიელ სტეფანო ტრაპანის აჯობა.

ახალგაზრდებში ევროპის შარშანდელმა ვიცე-ჩემპიონმა და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორმა ჩოჩიშვილმა მოლდოველ მაქსიმ პეპელიტასთან მოგების შემდეგ, აზერბაიჯანელ, მომავალ ფინალისტ გაჯი ალიევთან წააგო, ბრინჯაო კი ნახევარფინალში სწორედ ალიევთან დამარცხებულ რუს აბდურახმან ბოგომაევს აართვა.

ახალგაზრდებში მსოფლიოს შარშანდელმა ვიცე-ჩემპიონმა და ევროპის ბრინჯაოს მედალოსანმა ტალახაძემ პირველ შეხვედრაში დამატებითში სომეხ არტაკ ჰოვანესიანს მოუგო, მერე თურქ მუამარ სანძაკსაც აჯობა, ნახევარფინალში მოლდოველ გერგე კოსტინთან წააგო, ბრინჯაოსთვის შეხვედრა კი გერმანელ მარკ ლუიტლესთან დათმო.

დღეს, 22 ივნისს ჩემპიონატში მორიგი ქართული და მთავარი ოთხეული ჩაებმება. სწორედ აქ არიან გუნდის ლიდერები, უფროსებში ევროპის წლევანდელი ვიცე-ჩემპიონები ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55) და დავით მარსაგიშვილი (84). მათ გარდა, დავით ტლაშაძე (66) და ახალი თაობის ერთ-ერთი ყველაზე რეკლამირებული წარმომადგენელი გენო პეტრიაშვილი (120).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა