24 წლის შემტევ გიორგი ბერიძეს ნაყოფიერი სეზონი გამოუვიდა - მისი გოლით "უიპეშტმა" უნგრეთის თასი მოიპოვა და ევროტურნირებზე გავიდა, ვილი სანიოლმა კი ფეხბურთელს ეროვნული ნაკრების კარი გაუღო.

ბერიძე ახლახან დაუბრუნდა კლუბს და მომავალი სეზონისთვის მზადება დაიწყო.

SPORTALL.GE ფეხბურთელს საკლუბო და სანაკრებო თემებზე სასაუბროდ უნგრეთში დაუკავშირდა.

- საქართველოს ჩემპიონატიდან "გენტში" გადაბარგების შემდეგ, ფაქტობრივად, ბელგიურ კლუბში თავის დამკვიდრების საშუალება არ მოგცემიათ. ამას მაინც რა ფაქტორებს უკავშირებთ?

- როცა ბელგიაში გადავედი, 18 წლის ვიყავი. ერთი წელი 21-წლამდელთა გუნდში ვიასპარეზე. ისე მოხდა, იმ სეზონში "გენტმა" ჟიუპერლიგაში გაიმარჯვა და მომავალ წელს მეორე გუნდიდან მოთამაშეების დამატებაზე არავის უფიქრია - კლუბში ვერდამკვიდრებას, ძირითადად, მაინც ამას ვუკავშირებ. "გენტმა" სლოვაკურ "ტრენჩინში" გამანათხოვრა, მოგვიანებით კი, ორმხრივი შეთანხმებით, კლუბთან კონტრაქტი საერთოდ გავწყვიტე.

- როდესაც ბელგიაში წახვედით, სხვა ვარიანტები ხომ არ განიხილებოდა, კონკრეტული შეთავაზებები თუ არსებობდა და "გენტის" სასარგებლოდ არჩევანი რამ განაპირობა?

- გარკვეული უკრაინული ვარიანტები არსებობდა, თუმცა გადავწყვიტე, რომ ჩემი კარიერისთვის ასე აჯობებდა, ბელგიაში მეთამაშა.

- ამ ქვეყნის "ლოკერენშიც" გამოდიოდით. ამბობენ, რომ ჟიუპერლიგა ქართველებისთვის ნაკლებად წარმატებული და იღბლიანი ჩემპიონატია და ამის დასამტკიცებლად, გიორგი ჩაკვეტაძის მაგალითიც მოჰყავთ, რომელსაც საკმაოდ ბევრი გაუცდა. რამდენად არის ბელგია ტრამპლინი ტოპ-ჩემპიონატებში მოხვედრისთვის?

- ჩემი აზრით, ძალიან კარგი ჩემპიონატია და ზუსტად ერთი ნაბიჯია იქამდე, რომ ევროპის რჩეულ ხუთ ჩემპიონატში ითამაშო. ჩაკვეტაძეს რაც შეეხება, მძიმე ტრავმა შესაძლოა, ნებისმიერ ჩემპიონატში მიიღო. მთავარია, გიორგი დაბრუნდა და მჯერა, ტოპ-კლუბში ითამაშებს.

- "ტრენჩინი", "ლოკერენი", ახლა "უიპეშტი"... რამდენად ფიქრობთ, რომ სწორად დაგეგმეთ თქვენი კარიერა და შესაძლებელი იყო თუ არა უკეთეს ლიგებში გეასპარეზათ ან არის თუ არა ახლა ამის შანსი?

- განვლილმა კარიერამ მართლაც დიდი გამოცდილება მომცა. როცა კლუბის საკუთრება ხარ და განათხოვრებს, ყველაფერს საკუთარი სურვილით ვერ დაგეგმავ. წინ მთელი სატრანსფერო სეზონია და თუკი უფრო მაღალი დონის ჩემპიონატისა და კლუბისგან მივიღებ კონკრეტულ წინადადებას, რა თქმა უნდა, დავთანხმდები.

- საკმაოდ კარგი შედეგები გაქვთ - გასულ სეზონში უნგრეთის ჩემპიონატში 10 გოლი გაიტანეთ, "ლოკერენში" 6 შედეგიანი დარტყმა გქონდათ. განსაკუთრებით რომელ შეხვედრასა და გოლს გაიხსენებდით?

- თასის ფინალში მშვენიერი გოლი გამომივიდა, გავიმარჯვეთ და ევროტურნირზე გასვლის მიზანიც შევასრულეთ - ეს ჯერჯერობით, ჩემს კარიერაში ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდია.

- სხვადასხვა პოზიციაზე გითამაშიათ. რომელი მიგაჩნიათ თქვენთვის საუკეთესოდ და მწვრთნელები გიორგი ბერიძეს უფრო მეტად სად ხედავენ?

- კარიერის დიდი ნაწილი მარცხენა ფლანგზე გავატარე. გასულ სეზონში "უიპეშტი" 3-5-2 სისტემით თამაშობდა და მე ორი თავდამსხმელიდან ერთ-ერთი ვიყავი. ეს პოზიცია ძალიან მომეწონა, რადგანაც მოწინააღმდეგის კართან ახლოს ვმოქმედებდი და თავს ასე უკეთ ვგრძნობ.

- თქვენი დებიუტი ვლადიმირ ვაისის დროს შედგა, თუმცა სათანადოდ არ მოგეცათ საშუალება, ნაკრების ღირსება დაგეცვათ. შვედეთთან საკმაოდ კარგად ჩაერთეთ. ივნისის შეკრების წინ ვილი სანიოლმა განაცხადა, რომ თქვენი შესაძლებლობები უკვე შეაფასა, ახლა სხვების გამოცდა სურდა და ამის გამო აღარ მიგიწვიათ. საბოლოოდ ნაკრებში მაინც იყავით, თუმცა არ გითამაშიათ... ფრანგი სპეციალისტის სადებიუტო შეხვედრებს როგორ შეაფასებდით?

- საქართველოს ნაკრები სწორ გზაზე დგას. განვლილ მატჩებში მეტ ქულას ვიმსახურებდით, მაგრამ დროთა განმავლობაში უკეთესი შედეგებიც მოვა.

სამწუხაროდ, ივნისის შეკრებაზე მონაწილეობა ვერ მივიღე, თუმცა სანიოლთან კარგი კომუნიკაცია გვაქვს და ვიცი, თუკი დავიმსახურებ, შემოდგომაზე აუცილებლად მომცემს შანსს, ნაკრების მაისური ისევ მოვირგო.

- ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ქალაქი ბუდაპეშტია. რას ელოდებით უნგრეთის ნაკრებისგან? თქვენ ბელგიელებს კარგად იცნობთ. ევროპის ჩემპიონატისგან რა მოლოდინი გაქვთ?

- უნგრეთს ძალიან კარგი გუნდი ჰყავს და ეს საფრანგეთის ნაკრებთან ფრითაც დაამტკიცეს. ბელგიის ნაკრებს რაც შეეხება, ისეთი მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს, მათგან ყველა ბევრს, მათ შორის, ჩემპიონობასაც ელის. ფავორიტად მაინც საფრანგეთის ნაკრებს მივიჩნევ, მე კი იტალიის გულშემატკივარი ვარ.

aburjga
ახალგაზრდაა, ჯერ სულელია!
"კვარამ" ბარკოლა მარჯვნივ გააჩოჩა - როგორი იქნება "ატლეტიკთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
[VIDEO] "ლივერპულმა" "ინტერს" სადავო პენალტით მოუგო
ჩაკვეტაძემ ითამაშა - "უოტფორდის" ქომაგები ამას არ ელოდნენ
"კვარამ" ბარკოლა მარჯვნივ გააჩოჩა - როგორი იქნება "ატლეტიკთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
ფინალის დღე | საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი | ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება...
ქართველი მსაჯების საერთაშორისო დანიშვნები
რჩება თუ მიდის - მაიამის "ინტერის" დირექტომა სუარესის მომავალზე ისაუბრა
"ბრიუგემ" ჰეიენი გაათავისუფლა და მთავარ მწვრთნელად კლუბის ყოფილი დამრიგებელი დანიშნა
თუ "სიტისთან" წააგებენ - "რეალში" ალონსო შესაძლოა, მადრიდული გუნდის კიდევ ერთმა ყოფილმა ფეხბურთელმა ჩაანაცვლოს
სესკს გრანდები აქტიურად აკვირდებიან - ფაბრეგასმა შესაძლოა, ყოფილი გუნდი ჩაიბაროს
სტუმარ-მასპინძლის როქი პირეოსში ქართველი მსაჯ-კომისრის გარეშე არ ჩაივლის
[საქართველოს ჩემპიონატი 2025] პლეი ოფების დროა!
"გალათასარაი" აღარ ხუმრობს - ოსიმენი თანამემამულესთან ერთად შეუტევს?
ჩელენჯ თასი | 140 წლის "ქონოთთან" გალვეიში
[VIDEO] კვერნაძის დუბლი იტალიაში - "ფროზინონე" სერია A-სკენ მიიწევს
"კვარაცხელია ბრენდი "K" - ბრწყინვალე ქართველი კოშმარი მეტოქისთვის" - ფრანგული მედია ხვიჩაზე
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] დამაჯერებელი და სრულიად კანონზომიერი...
[VIDEO] 39 წლის ჰალკის საოცარი გოლი ბრაზილიის ჩემპიონატში
ჩაბი ალონსო: ჯერ დაკარგული არაფერი არ არის
"ის კაცი კი არა გველი და ეშმაკია" - იაია ტურემ პეპ გვარდიოლას შესახებ ისტორია გაიხსენა
სუპერლიგის მე-7 ტური "ბათუმმა" "რუსთავის" ძლევით დახურა
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
ლიდერებმა სალაჰის მხარი დაიჭირეს - "ლივერპულის" ფეხბურთელები სლოტის გათავისუფლებას ითხოვენ
ბერიძემ თურქეთში კვლავ გაიტანა
გიორგი ბერიძე "კოჯაელისპორში" გადავიდა
[VIDEO] ბერიძემ უნგრეთის ჩემპიონატში საოცარი გოლი გაიტანა
კობოური "უიპეშტის" ფეხბურთელი გახდა
ზივზივაძე სკანდალში გაეხვია - ქართველის ქმედებებმა "ფეჰევარის" ფანებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია
ბერიძის გოლმა "უიპეშტი" მარცხისგან ვერ იხსნა
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
გიორგი ბერიძის მორიგი გოლი თურქეთის სუპერლიგაში [VIDEO]
ბერიძეს "უიპეშტში" ისევ გააქვს [VIDEO]
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
გიორგი ბერიძე "უიპეშტში" დაბრუნდა
სხირტლაძემ მეტოქეს სახეში დაარტყა და გააძევეს - ქართველების ჩხუბი თურქეთის ჩემპიონატში [VIDEO]
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია