ევროპის ჩემპიონატზე უკრაინა მესამე ადგილით 1/8-ფინალში გავიდა, რუსეთი კი ჯგუფში ჩარჩა და თავს იმითღა იმშვიდებენ, რომ მეოთხეადგილოსნებს შორის საუკეთესონი არიან.

თავად უკრაინელები ავსტრიასთან წაგების შემდეგ პროგნოზებისგან თავს იკავებენ. მხოლოდ მეკარე ანდრეი პიატოვმა თქვა, რომ შეუძლიათ და უნდა სძლიონ შვედეთს. ამ ქვეყნის ეროვნული გუნდის ყოფილი მწვრთნელის, იოჟეფ საბოს აზრით, ასეთი თამაშით უშანსოდ არიან. უფრო კატეგორიული იყო მათი ფეხბურთის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი სერგეი კუნიცინი.

"ჩვენს ნაკრებს 40 მილიონი ადამიანი გულშემატკივრობს. დიახ, იმედგაცრუებული ვართ. ბიჭები დონბასში ომობენ... ბიჭები სანგრებში უჭერდნენ მხარს გუნდს. ისინი ათიათასობით არიან. შესაძლოა, მოთამაშეები დონბასში წაგვეყვანა. ეს პატრიოტიზმს შემატებს", - განაცხადა ავსტრიასთან ნამატჩევს კუნიცინმა.

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ნაკრების შემდეგ ეტაპზე გასვლას სოციალური ქსელით შეეხმიანა:

"როგორც ჩანს, საფეხბურთო ფორტუნამ ყველაფრისთვის ვალი დაგვიბრუნა, როდესაც ჩვენ მიმართ უსამართლო იყო. გავიხსენოთ თუნდაც ევრო 2012-ზე ინგლისის კარში ჩაუთვლელი გოლი. ამიტომ დღეს შემდეგ ეტაპზე გამართლებით, მაგრამ ნამდვილად სამართლიანად გავდივართ.

ჩვენს ბიჭებს შანსი გაუჩნდათ დაამტკიცონ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ უბრალოდ მოთელვას გავდიოდით და დარწმუნებული ვარ, მერვედფინალში აჩვენებთ თქვენს ჭეშმარიტ ფეხბურთს, მაგარ ფეხბურთს, რომელსაც ყველა მივეჩვიეთ.

გვჯერა თქვენი. გვჯერა უკრაინის".

რაც შეეხება რუსებს, იხტიბარს არ იტეხენ და ამბობენ, რომ მეზობლებს მათზე უკეთესი გუნდი არ ჰყავთ. აი, რა ბრძანა ფიფას ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ვიაჩესლავ კოლოსკოვმა:

"უკრაინა ახლა ჩვენზე ძლიერი არაა. ამის დადგენა მხოლოდ პირად შეხვედრაში შეიძლება. ვინც საპირისპიროს ამტკიცებს, სისულელეს ლაპარაკობს. ყველა ეს საერთაშორისო რეიტინგი არაფერს ნიშნავს".

სახელმწიფო სათათბიროს ფიზიკური კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა დმიტრი სვიშევმა წინადადება წამოაყენა, რუსეთსა და უკრაინას შორის უძლიერესის გამოსავლენად ამხანაგური მატჩი ჩაატარონ.

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა რლდპ-ის პარტიიდან, იგორ ლებედევმა, უფრო შორს შეტოპა:

"მიმიფურთხებია უკრაინის ნაკრებისთვის. ფეხებზე მკიდია, რაც მათ ფორმაზეა გამოსახული. არ მაინტერესებს, გავიდნენ თუ არა პლეი-ოფში. რუსეთის გუნდს უკრაინას იდიოტები ადარებენ. რაში მაინტერესებს უკრაინა? ბოლო მატჩში ავსტრიელებმა მოედანზე ათრიეს. რა არის მათში განსაკუთრებული? დიადი რუსეთი და გაურკვეველი ოკრაინა".

სანკტ-პეტერბურგში პოლონეთის ნაკრებთან დუბლის შემსრულებელმა, შვედმა ემილ ფორსბერგმა განაცხადა, რომ საჭიროა ამ სტადიონს სახელი გადაარქვან და "ფორსბერგ არენა" დაარქვან; ძალიან გაუმართლათ, რომ 1/8-ფინალში მეტოქედ ხორვატია და ბელგია კი არა, არამედ უკრაინა შეხვდათ და შემდეგ ეტაპზე გასვლა მართებთ.

გაგა
ისე სწორად თქვა მაგათმა პრეზიდენტმა"გაგვიმართლა,მაგრამ სამართლიანად".არ იმსახურებდა,მაგრამ ვფიქრობ ვისაც გაასწრო,იმათ ნამდვილად სჯობს.
თხა და გიგო
რუსულ ტექსტს წერ ინგლისური ასოებით და თანაც უკრაინელებზე.... აი ძაან სამარცხვინოა
ჩრ. მაკედონია და უკრაინაც
უკრაინას რა თქმა უნდა ვგულშემატკივრობდი, მაგრამ რას აკეთებდნენ მოედანზე, განძრევა ეზარებოდათ, ბოლო წუთებში გოლი სჭირდებოდათ და კაცი არ მოძრაობდა რომ ბურთის მისაღებად გახსნილიყო
გიორგი 50
Slava Ukraine, Geroiam Slava! გამარჯვება ვუსურვოთ ძმებს შვედებთან
vvvvv
დვა ბრატა ოდინ .უი დრუგოი ლოპატა ))))))
შაკო
რუსეთი და თურქეთი იყო 2 ყველაზე ფარჩაკი გუნდი ამ ევროზე
ვოოტ
ეჰ, მარტო დასვენება რომ შველოდეს საქმეს, ჩვენ უცვლელი ჩემპიონები უნდა ვიყოთ, ჩემო ძმაო...
გიორგი
არ იმსახურებდნენ, გაძვრნენ...უსუსური ნაკრებია, სუსტი
Milani
Dumis deputatis komentari rogor mogeconat? Da aset xalxtan kavshiri agvashenebs chveno. Chvens rainds achvenet am rusi raindis komentari, mainteresebs misi azri
dato
ჯერ ერთი რუსების ფეხბურთი არ გაიშვა და უკრაინაც ეშვება ქვევით უკვე ისე ეტყობა თუმცა უკრაინამ კაი დასვენებულზე შეიძლება კი გაგორდეს მეოთხედ ფინალში .
ვოოტ
მეოთხეადგილოსნებს შორის საუკეთესო გუნდის სტატუსზე თუ აქვთ პრეტენზია (დიდებული დამამშვიდებელი კი გამოუჩხრეკავთ), მაშინ უკრაინას კი არა, უნგრეთს, პოლონეთს, შოტლანდიას, თურქეთსა და მაკედონიას გაეჯიბრონ ამხანაგურად და თუ რომელიმეს მოუგეს, ეგებ, ვინმემ დაუჯეროს... თუ არადა, საუკეთესო ოცდამეოთხეადგილოსნობას ვინ შეეცილება?!...
ბაქიების ბანდა
დაატრიალეთ 88-93წლებში, 2008 წელს.
სიმართლეს გაუმარჯოს!
გავიდნენ თორე მაგათაც დაგლიჯეს ყველაფერი.. რომ იტყვიან გაათრიეს! ყოფნა არ ყოფნა,მაგათზეა ზუსტად ნათქვამი.
las
საქართველოს ნაკრებს აქვს იმის პოტენციალი რომ რუსებსაც მოუგოს და ურკაინასაც. არცერთს არ ყავს ჩაკვეტაძის, კვარაცხელიას დონის შემოქმედებითი და ტექნიკური მოთამაშე. მიქაუტაძეს უმაღლესი კლასის თავდამსხმელი დადგება, აი ვნახოთ წიტაიშვილი რა ფეხბურთს თამაშობს. მოკლედ გვაქვს შანსი თუ სწორი მიდგომა იქნება კარგი ნაკრები დავდგეთ :)
123
ისე უკრაინელებს ჟილკა აკლიათ რაა. 40 მილიონიანი ქვეყანაა ძაან მარტივად თმობენ ყველაფერს. წარმომიდგენია ჩვენრო ამდენი ვიყოთ რეებს დავატრიალებდით
ქართველი
უკრაინელებს რო ესე შეაზიზღებ თავს რაცუდი ქვეყანახარ ხოხვდებით
გიო
მაგრა გადარჩა ევროპა რუსებმა რო ლუკაკუს ნატურალიზება ვერ მოასწრეს თორე რა გააჩერებდა რუსეთს)))
sddd
უკრაინის კი არა მაგათი ადგილი არაა პლეყოფფში. ალბათ შეეცოდათ.
Levan1
შური ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი თვისებაა !
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
რუსეთის ევრო 2032-ის თანამასპინძლობა სურს - იტალიაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია
"ყველა სამართლიანად გვაკრიტიკებს" - გიულერი აშშ-სთან გამარჯვების შემდეგ
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"საქართველო კვარაცხელიასთან ერთად მოსკოვში გაგვარღვევს" - რუსი ექსპერტი
"საფონოვი ჩასვრილ შევალიეზე უკეთესია - ვის სჭირდება ბუზების დამჭერი ჩიტი მატვეი" - რუსებს პსჟ-ში თანამემამულის მდგომარეობაზე განსხვავებული მოსაზრება გააჩნიათ
"ჯვაროსნების" მეტოქეს იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში
[VIDEO] კინაღამ ტრაგედია დატრილდა - ერიკსენი ისევ დაეცა მოედანზე
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
ტრამპის იმედი აქვთ - დააბრუნებენ რუსეთის ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებზე?
ua-football: უკრაინის ნაკრების მწვრთნელის ხელფასი გამაოგნებელია - ბევრს არც დაესიზმრება
[PHOTO] უკრაინის ნაკრების ახალი მწვრთნელი მეუღლესთან ერთად ლვოვში იცხოვრებს
უკრაინის ნაკრების მწვრთნელს წინამორბედებზე ნაკლებ ხელფასს გადაუხდიან
ინფანტინომ განაცხადა, რომ რუსეთი საერთაშორისო ტურნირებზე უნდა დაბრუნდეს