ტირასპოლის "შერიფის" კაპიტანმა ვაჟა თარხნიშვილმა "დაჩიასა" და "მილსამის" მეტოქეებზე, "ზესტაფონსა" და "დინამოზე" აზრი გამოთქვა
ტირასპოლის "შერიფის" კაპიტანმა ვაჟა თარხნიშვილმა ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის წილისყრაზე გააკეთა კომენტარი და "დაჩიასა" და "მილსამის" მეტოქეებზე, "ზესტაფონსა" და "დინამოზე" გამოთქვა აზრი.

"ვერ ვიტყვი, რომ მოლდოვურ კლუბებს გაუმართლა. "ზესტაფონის" პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კლუბს იდეალური გარემო შეუქმნას. "ზესტაფონს" აქვს კარგი პირობები, საწვრთნელი ბაზა და, რაც მთავარია, კვალიფიციური მწვრთნელი და ძლიერი შემადგენლობა. "ზესტაფონი" ჩემპიონთა ლიგაში დებიუტისთვის ავსტრიაში ემზადება. წყვილის ფავორიტის დასახელება გამიჭირდება.

"დინამოც" ძალიან სერიოზული გუნდია, რომელიც ახალი მწვრთნელის მისვლით უდავოდ გაძლიერდება. "დინამოს" "ბარსელონაში" ნამუშევარი სპეციალისტი დაუნიშნეს, რომელსაც არაერთი ვარსკვლავი აღუზრდია. ვფიქრობ, ამ წყვილში შანსები 60/40-ზეა "დინამოს" სასარგებლოდ", - თქვა ვეტერანმა ქართველმა მცველმა.

თარხნიშვილმა, რომელიც 25 ივლისს 40 წლისა ხდება, ისიც თქვა, იმის მიუხედავად, რომ "დაჩიაში" ლევან კორღალიძე და დავით გამეზარდაშვილი თამაშობენ და ამ ბიჭებთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაინც ქართულ კლუბებს ვუქომაგებო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა