ფინეთის პირველი ლიგის "კოპევეში" ნიკა კილაძის უმცროსმა ძმამ, ერეკლემ, კლუბში ჩარიცხვის ნებართვა ორთვიანი ლოდინის შემდეგ მიიღო
ფინეთის პირველი ლიგის "კოპევეში" გასული წლიდან თამაშობენ ირაკლი სირბილაძე და ნიკა კილაძე. წლეულს, აპრილში მათ კილაძის უმცროსი ძმა, ერეკლე კილაძეც დაემატათ, რომელიც მანამდე ცხინვალის "სპარტაკში" თამაშობდა.

იანვარში ის უკრაინულ კლუბში ისინჯებოდა, მაგრამ არ დატოვეს და ძმასთან გაეშურა.

ერეკლე "კოპევეს" მწვრთნელებს მოეწონათ, დატოვეს, მაგრამ იურიდიული მხარე ვერა და ვერ მოაგვარეს.

"ფინეთში სატრანსფერო სეზონი 1 მაისს დასრულდა, გუნდმა კი განაცხადი 2-ში შეიტანა. ერეკლე ამის მერე ჩარიცხვის ნებართვას ელოდა, რადგან თავისუფალი აგენტი იყო და კლუბში ჩარიცხვის უფლება ჰქონდა. ფიფაში საქმე გაიწელა, ხან რა საბუთს სთხოვდნენ, ხან - რას. არადა, თავიდან მხოლოდ განთავისუფლების ფურცელი უნდოდათ. მერე მოითხოვეს ცნობა ბოლო კლუბიდან, მერე - როდის ითამაშა ბოლო მატჩიო, ყოველ კვირას ახალ საბუთს ითხოვდნენ და ასე გავიდა დრო.

როგორც იქნა, მოთხოვნები ამოწურეს და თამაშის უფლება მხოლოდ 2 თვის შემდეგ მიიღო. ასე რომ, ერეკლე შემდეგ ტურში დაგვეხმარება" - გვითხრა ნიკა კილაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა