ევროპის ჩემპიონატის 1/8-ფინალში ესპანეთმა საოცარ მატჩში ხორვატია დამატებით დროში 5:3 დაამარცხა.

ესპანეთი თავიდანვე დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას დაეუფლა, მეტოქის ნახევარზე დაბანაკდა და მე-15 წუთზე პედრის პასის შემდეგ კოკეს მართებდა გატანა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მეკარე ლივაკოვიჩმა ფეხით მოიგერია. შემდეგი იერიშისას საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ხელზე ხორვატთა მცველ ვიდას მოხვდა, მაგრამ მსაჯმა ჩაქირმა პენალტი არ დანიშნა. მე-20 წუთზე კი უნაი სიმონმა კურიოზული გოლი გაუშვა და სლავები დაწინაურდნენ. „ფურია როხამ“ ანგარიში 38-ე წუთზე გაათანაბრა, როდესაც შტურმი სარაბიამ დააგვირგვინა და პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა.

მეორე ტაიმში „ფურია როხამ“ შეტევები გააძლიერა და 56-ე წუთზე ასპილიკუეტამ თავურით დალაშქრა მოწინააღმდეგის კარი. ხორვატია უკვე მდევრის როლში აღმოჩნდა და იძულებული შეიქნა, მეტოქის კარზე იერიშები მიეტანა - გვარდიოლის გატანა გოლკიპერმა არ დაანება. 76-ე წუთზე კი ფ. ტორესმა დაამწუხრა ლივაკოვიჩი და ესპანეთი 2 ბურთით გაიჭრა წინ. თითქოს ყველაფერი დასრულდა, თუმცა, ხორვატია არ დანებდა და ჯერ ორშიჩმა ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა, ხოლო კომპენსირებულ დროში პაშალიჩმა გაათანაბრა და დამატებითი დრო დაინიშნა.

მესამე ტაიმის დასაწყისში ორშიჩმა ოდნავ ააცილა მიზანს, კრამარიჩის 3 მეტრიდან დარტყმული ბურთი უნაი სიმონმა მოიგერია, საპასუხო იერიშისას მორატამ გაიტანა და ლუის ენრიკეს გუნდი ისევ წინ გავიდა. 103-ზე ოიარსაბალმაც უწია მიზანს და ანგარიში 3:5 გახდა. დასკვნით მეოთხედში ბუდიმირმა ვერ გამოიყენა შანსი, ხორვატიას ეტყობა ძალაც გამოელია, ესპანეთმა თამაში დააწყნარა და ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

ესპანეთი მეოთხედფინალში საფრანგეთსა და შვეიცარიას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

კოპენჰაგენი. „პარკენი“

ხორვატია - ესპანეთი 3:5

გოლები: 1:0 პედრი (20, საკ. კარში), 1:1 სარაბია (38), 1:2 ასპილიკუეტა (56), 1:3 ფ. ტორესი (76), 2:3 ორშიჩი (85), 3:3 პაშალიჩი (90+3), 3:4 მორატა (100), 3:5 ოიარსაბალი (103)

. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ბუსკეტსი დაასახელეს.

. ესპანეთი დიდი ტურნირის მეოთხედფინალში 2012 წლის შემდეგ პირველად გავიდა.

. მიმდინარე ტურნირზე 9 ავტოგოლი გავიდა - იმდენივე, რამდენიც ევროს ისტორიაში.

. 18 წლისა და 215 დღის პედრი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროს პლეი-ოფის სასტარტოში ითამაშა. მან რუნის რეკორდი დაამხო.

. ესპანეთმა ბოლო 3 მატჩში ხორვატიას 13 გოლი გაუტანა.

. ესპანეთმა ევროპირველობაზე ზედიზედ 2 მატჩში გაიტანა 5 გოლი, რაც პირველად მოხდა.

ბოღმოვიჩ ქუთაისელს./ დდდ
გეტყობა შენ ამ თამაშსს კი არ უყურებდი, არამედ შენთან ეზოში, ცოლიანების და უცოლოების თამაშსს, სადაც შენც იღებ ხოლმე მონაწილეობას. შენი დონე რა ვთქვით რა?
ქუთაისელი
ეს იყო მაგარი თამაში? ეს იყო ეზოს ფეხბურთი ცოლიანები რომ უცოლოებს ეთამაშებიან, იმ დონის! :დ
barsa
აუ, რა მაგარი თამაში იყო? ყოჩაღთ ესპანეთს და ხორვტიასაც, საოცარი ფეხბურთისთვის!
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
რუსეთის ევრო 2032-ის თანამასპინძლობა სურს - იტალიაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
შვილის ფეხზე დასაყენებლად დედა "ბეტისში" დამლაგებლად მუშაობდა - ფაბიან რუისმა დედის როლზე ისაუბრა
[VIDEO] იამალმა გაიბრწყინა, ესპანეთმა ხორვატიას სძლია - ინგლისმა ჩეხეთი დაამარცხა
"VAR-ი აღარ არის საჭირო, ის ფეხბურთს ანადგურებს" - ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
ესპანეთმა ხორვატიას თამაში შემოუტრიალა - ინგლისმა ჩეხეთს მოუგო
ესპანეთმა "უემბლიზე" ინგლისს მოუგო - ხორვატიამ ჩეხეთს სძლია
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა