სამხრეთ აფრიკის მთავარმა მწვრთნელმა ჟაკ ნიენაბერმა, 2 ივლისს პრეტორიაში, "ბორჯღალოსნებთან" გასამართი პირველი ტესტ-მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. მასში 18 მსოფლიოს ჩემპიონია!

ამ 18 მოთამაშიდან 12-მა, 2019 წლის 2 ნოემბერს ინგლისის წინააღმდეგ ფინალში ითამაშა (ინგლისთან 32:12). ესენი არიან "ბოკეს" კაპიტანი სია კოლისი, პიტერ-სტეფ დუ ტოი, ებენ ეთცებეთი, ბონგი მბონამბი, ვილი ლე რუ, ანდრე პოლარდი, ფრანს შტეინი, ფრანკო მოსტერტი, მალკოლმ მარქსი, სტივენ კისტჰოფი, ფრანს მალერბე და ჰერშელ იანტისი.

შემადგენლობაში სამი დებიუტანტია – ფრთებზე როსკო სპეკმანი და აჰელელე ფასი იწყებენ, ხოლო იასპერ ვისე მარქაფაშია. სპეკმანი 2013 წელს სამხრეთ აფრიკის „ა“ ნაკრებთან ერთად საქართველოში იმყოფებოდა და ბორჯღალოსნების წინააღმდეგ „თბილისის თასზე“ ითამაშა. 2014 წლიდან ის 7-კაცა რაგბში გადავიდა და მსოფლიო დონის ვარსკვლავად იქცა. სპეკმანი ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, ასევე გახდა რამდენიმე ტურნირის გამარჯვებული. როსკოს ანგარიშზე 7-კაცა რაგბში 150 მატჩი და 380 ქულაა.

„საუკეთესო შემადგენლობა შევარჩიეთ. დაცული გვაქვს ბალანსი გამოცდილი და ახალგაზრდა მოთამაშეების, რომლებმაც ამ სეზონში თავი კარგად წარმოაჩინეს. გუნდის უდიდესი ნაწილი მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია და მათი გამოცდილება ფასდაუდებელი იქნება საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც გამოირჩევა თავდადებული თამაშით“ – განაცხადა ნიენაბერმა, რომელიც სამხრეთ აფრიკის თავკაცად მსოფლიო თასის შემდეგ დაინიშნა, მაგრამ სადებიუტო შეხვედრას მხოლოდ 19 თვის შემდეგ გამართავს.

ის მიიჩნევს, რომ ფიზიკურად ძლიერ საქართველოსთან თამაში სწორედ ისაა, რაც მის გუნდს ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების სერიისთვის მოსამზადებლად ჭირდება:

„ველით, რომ საქართველო დიდი მონდომებით დაგვიპირისპირდება და ფიზიკურ რაგბის შემოგვთავაზებს. ამიტომ, რაც შეიძლება მალე უნდა ვიპოვოთ ჩვენი სათამაშო რიტმი. ვიცით, რომ რთული იქნება, თუმცა ეს უმნიშვნელოვანესია, რადგან ამ ორ ტესტში უნდა მივეჩვიოთ წნეხის ქვეშ მუშაობას“.

სამხრეთ აფრიკა "ბორჯღალოსნების" წინააღმდეგ

ხაზი: 15. ვილი ლე რუ, 14. როსკო სპეკმანი, 13. ჯესე კრილი, 12. ფრანკო შტეინი, 11. აპელელე ფასი, 10. ანდრე პოლარდი, 9. კობუს რეინახი

შერკინება: 1. ოქს ნჩე, 2. ბონგი მბონამბი, 3. ტრევორ ნიაკანე, 4. ებენ ეთცებეთი, 5. ფრანკო მოსტერტი, 6. სია კოლისი, 7. პიტერ-სტეფ დუ ტოი, 8. კვაგა სმიტი

მარქაფა: 16. მალკოლმ მარქსი, 17. სტივენ კისტჰოფი, 18. ფრანს მალერბე, 19. მარვინ ორი, 20. იასპერ ვისე, 21. ჰერშელ იანტისი, 22. ელტონ იანტისი, 23. დამიან ვილემსე

rugby.ge

გიორგი 50
მეგობრებო, თქვენს ყველა კომენტარსა და შენიშვნებს ვეთანხმები, დეტალებზე აღარ შეგაწუხებთ... ნეტავ ვცდებოდეთ და U20 ნაკრებივით შერცხვენილები არ ჩამოვიდეთ აფრიკიდან.... რადიკალური ცვლილების დროა... ერთ ადგილს ვტკეპნით...
ტყეშელაანთ გიჟი
რამდენი დისლაიქიც გინდათ იმდენი დამიწერეთ, მაგრამ მაინც სიმართლეს ვიტყვი: დიდად მადლობელი ვიქნები, თუ ამ თამაშს 30-35 ქულაზე მეტით არ წავაგებთ - მაისაშვილის ხელში ჩვენი მაქსიმუმი "რაგბი ევროპა"-ს ჩემპიონობაა
მთ
ცუდს მიგრძნობს გული
გიორგი
მწვრთნელი გვჭირდება, მწვრთნელი! მაისაშვილს მადლობა და გაცილება უნდა მოვუწყოთ.
gg
ფაქტია რაგბში რეგრესი გვაქვს, იმ დიდ იმედებს რომელსაც განვიტარებაზე ვამყარებდით არ მართლდება, დღეს უკვე შრკინებაშიდაც, რომელიც ჩვენი კოზირი იყო ბელგიას და ესპანეთსაც ვეღარ უდგავართ ისე რომ არ ვინერვიულოთ, რაგბში ცვლილებებია საჭირო, მაისაშვილი წასასვლელია რადგან ბევრ კარგ მოთამაშეს დაუკეტა გზა
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი მსოფლიო ჩემპიონთან
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
შარიქაძე: რაღაც ასპექტებში მეტოქეს ვაჯობეთ
მაისაშვილი: რომ არა უდისციპლინობა, ტაიმს მოვიგებდით
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი და რეიტინგ-ლიდერი სამხრეთ აფრიკა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ბორჯღალოსნები" - "ბოკესთან" მეორე ტესტის გამართვა კითხვის ნიშნის ქვეშაა
"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
როდესაც ძალა აღმართს ხნავს - საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონთან ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]