თბილისის ჭადრაკის სასახლეში დღეს დამთავრდება 8 და 12 წლის მოჭადარკეთა საქართველოს პირველობა, რომელშიც სხვადასხვა რეგიონის 150-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს
თბილისის ჭადრაკის სასახლეში დღეს დამთავრდება 8 და 12 წლის მოჭადარკეთა საქართველოს პირველობა (ტურნირის დირექტორი ზურაბ მიქაძე, მთავარი მსაჯი მარგალიტა თანდაშვილი), რომელშიც სხვადასხვა რეგიონის 150-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს.

8-წლიან გოგონებში ვადამდე გაინაღდა ჩემპიონობა ქუთაისელმა თამარ ესაძემ, რომელმაც 8 შესაძლებლიდან 8 ქულა მოაგროვა. ლიდერს ორ-ორი ქულით ქუთაისელი ნია დოღვანი და გორელი ნინო დარჩიაშვილი ჩამორჩებიან. ამავე ასაკის ბიჭებში 7,5 ქულით თბილისელი ნიკოლოზ კაჭარავა მეწინავეობს. 7 ქულით მას კვალში თანაქალაქელი საბა ლომსაძე მიჰყვება. მესამე ადგილზე მყოფ ნიკა კევლიშვილს (საგარეჯო) 6 ქულა აქვს.

12-წლიან გოგონებში ქუთაისელი ნინო ჯალაღონია 7,5 ქულით უდგას სათავეში გათამაშების ცხრილს. ოქროს მედლის მოსაპოვებლად მას თეა ჭოლაძესთან ყაიმიც ჰყოფნის. 7 ქულით მეორეა ასევე ქუთაისელი ნინო დახუნდარიძე, რომელსაც ვერცხლი და ევროპის პირველობის საგზური, ფაქტობრივად, განაღდებული აქვს. ვინ იქნება პირველი და ვინ-მეორე, ამას დღევანდელი ბოლო ტური გადაწყვეტს. ვაჟებშიც მსგავსი სიტუაციაა, რადგან ერთპიროვნულ ლიდერ ირაკლი ახვლედიანს (ბათუმი) 7 ქულა აქვს, მის უახლოეს მდევარ გიორგი ინანეიშვილს (ქუთაისი) - 6,5 ქულა. დღეს სწორედ ისინი ხვდებიან ერთმანეთს. ახვლედიანის წარმატების შემთხვევაში 6 ქულიან ლუკა ლიჩელს (გორი) მეორე ადგილზე გასვლის შანსი უჩნდება.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონები თანატოლთა შორის მსოფლიოს, ვერცხლის მედალოსნები კი ევროპის პირველობაზე იასპარეზებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა