საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ საკლუბო მომავალი გადაწყვიტა. SPORTALL.GE-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, 26 წლის ფეხბურთელი კარიერას პორტუგალიურ "ჟილ ვისენტეში" განაგრძობს. 2-წლიანი ხელშეკრულება უახლოეს მომავალში გაფორმდება.

ესპანური "კარტახენადან" წამოსვლის შემდეგ აბურჯანიას მეორე ბუნდესლიგის მონაწილე დიუსელდორფის "ფორტუნა" ეპატიჟებოდა, მაგრამ არჩევანი პორტუგალიელებზე გაკეთდა. "ჟილ ვისენტე" ქართველებისთვის ნაცნობი გუნდია, აქ 2013-17 წლებში ავთო ებრალიძე გამოდიოდა.

აბურჯანიას ახალმა კლუბმა გასული სეზონი მე-11 ადგილზე დაასრულა. მათ 46 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი რიკარდუ სუარეში წვრთნის.

გიორგის "კარტახენამდე" "ოვიედოს", "ტვენტეს", "ლუგოს", "ხიმნასტიკის", "ანორთოსისისა" და გორის "დილას" ღირსება დაუცავს. აბურჯანიამ საქართველოს ნაკრებში სადებიუტო გოლი რუმინეთთან მოგებულ ამხანაგურ შეხვედრაში (2:1) გაიტანა.

კახა ქ.
წარმატებები.ნორმალური ლიგას და ნორმალური გუნდია

კარტახენას ჯობია, მაინც უმაღლესი ლიგაა, თუმცა უკეთესი გვინდოდა, წარმატებები
სოსო
ჰჰჰ-ს.9 ქულაზე მეტით უსწრებს უეფას კოეფიციენტებში პორტუგალია, ჰოლანდიას.
master
ეს ბიჭი ძალიან ჭკვიანურად წარმართავს თავის კარიერას,ეტყობა რომ ფულსაც არ აქცევს დიდ ყურადღებას.გერმანიის მეორე ბუნდესლიგას ალბათ სჯობს პორტუგალიის მთავარი ლიგა.ძირითადშიც აქ უფრო იოლად მოიპოვებს ადგილს.წარმატებები აბუ.ყოველთვის ნორმალურ ლიგაში და ნორმალურ კლუბში მიდის ეს ფეხბურთელი.ძალიან ბევრისგან განსხვავებით.
hhh
რეიტინგში 6? როდის მერეა პორტუგალიის ჩემპიონატი ჰოლანდიაზე წინ?D
გიორგი
პლაჟზე, დასვენება და გართობაზე რომ ფიქრობენ ჩვენები, იმიტომაც არიან ტოპ ლიგებში.
გიგა
ნორმალური ტრანფერია, ცუდს ვერ ვიტყვი ყოველშემთხვევაში.
გულშემატკივარი
მაგარია!პორტუგალია მე 6 -ე რეიტინგში,ტოპ-5 ის მერე,აქიდან შეუძლია დიდ გუნდში წასვლა!ნაკრებს გამოადგება,ასეთ ლიგაში ფეხბურთელი არ გვყავს!
გიონატ
არაა ცუდი ვარიანტი, წამრატებები აბურჯანიას
Levani
გერმანიაში ხალხი(ფეხბურთელებიც) მთელი წელი მუშაობენ და 2 კვირით ახერხებენ იქ წასვლას სადაც ზღვა და მზეა.ჟილ ვისენტე ქალაქ ბარსელოს გუნდია და რამდენიმე წუთის გზაა პორტუგალიის პრაია დე ოფირი და პრაია დე აქუირას პლაჟებამდე..ანუ როცა შეგიძლია ფეხბურთი ითამაშო და თან 8-9თვე ზღვაზე მზის ქვეშ გაატარო,გერმანიაში რა გინდა თუ ჭკუაზე ხარ..ნუ ახლა პირველი ბუნდესლიგა რო იყოს ასარჩევად მაშინ ხო
შესანიშნავი ამბავი. სპალეტი ალისონის გადაბირებას ცდილობს - მამარდაშვილი ბრაზილიელის შესაცვლელად მზადაა
[VIDEO] გოლი 90+8-ე წუთზე - მიქაუტაძის "ვილიარეალი" "ალავესთან" წაგებას გადაურჩა
მიქაუტაძე მწყობრში ჩადგა და "ალავესთან" მატჩში სასტარტოშია
მიქაუტაძე მწყობრში ჩადგა და "ალავესთან" მატჩში სასტარტოშია
"არსენალი" რაისს კონტრაქტის გაგრძელების სანაცვლოდ ანაზღაურების გაზრდას სთავაზობს
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
გაშვების ვარიანტს განიხილავენ - "რეალი" კამავინგას ტრანსფერზე დააყენებს
ფეხბურთს დაუბრუნდა - დავიდ ვილია "ატლეტიკოში" დასაქმდა
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ჩვენებურების გარეშე - კონფერენს ლიგაზე "შახტარმა" გაიმარჯვა, "რიეკა" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0:1 მეშახტე. ყოჩაღი დებიუტანტის ისტორიული გამარჯვება
კარში კურტუა, შეტევაში კვარაცხელია ალვარესთან და ოლისესთან ერთად - უეფას სიმბოლური
VIDEO | ეროვნული ლიგა| სამგურალი 1:1 დინამო ბთ. ფრეებს დაეჩვივნენ...
დონარუმას ნაკვალევზე - პსჟ-დან "სიტიში" შეიძლება კიდევ ერთი ფეხბურთელი გადავიდეს
ვალვერდე კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს - ნომინაციაში კვარაცხელია იყო წარდგენილი
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგაზე სუპერმატჩი ჩაატარა
შმეიხელი: ვისიამოვნე - კვარაცხელიამ 28 წუთში პსჟ გარდასახა და მასთან ერთად განსხვავებული გუნდია
მიქაუტაძემ შეიძლება "ალავესთან" ვერ ითამაშოს
რიოლო კვარაცხელიას არ ეშვება - ის ქართველის სათადარიგოობას ლოგიკურად მიიჩნევს
ტუდორის აღარავის სჯერა - "ტოტენჰემში" მძიმე სიტუაციაა
მბაპეს შედეგი გაიმეორა - კვარაცხელიას ბრწყინვალე მაჩვენებლები რიცხვებში
დამატებით სანქციებს დაუწესებენ? - კიმიხსა და ოლვიეს ყვითელი ბარათები შესაძლოა, ძვირად დაუჯდეთ
კიდევ 1 სეზონი "ლივერპულში" - ფაბრიციო რომანომ ალისონის მომავალზე ისაუბრა
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
აბურჯანია ლობჟანიძის გუნდში გადავა
არჩევანიც გვაქვს, თან - რამდენიმე - ავთო ებრალიძე "რიუ ავეს" უახლოვდება
"საქართველოს ნაკრებში მაშინ დავბრუნდები, როცა "ჟილ ვისენტეზე" უკეთეს კლუბში ვიქნები"
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგმა" ქულები დაკარგა
შოთას გუნდი "ჰათაისპორთან" დამარცხდა
სენსაცია "დრაგაოზე" - აბურჯანიას გუნდმა "პორტუ" დაამარცხა
პორტუგალია, კვიპროსი, აზია... ავთო ებრალიძე მომავალ კვირაში გადაწყვეტს
აბურჯანია გველესიანის ყოფილ კლუბში? - ქართველს მსურველები არ აკლია
გიორგი აბურჯანია პორტუგალიაში დაბრუნდა
"ნაპოლი"-"ჰათაისპორი" - კვარაცხელია, აბურჯანია და ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში არიან
ხვიჩა ახალ როლში, მისი საგოლე პასი და ოსიმენისა და სიმეონეს დუბლი [VIDEO]