გთავაზობთ 6 ივლისის სატრანსფერო სიახლეებს:

Daily Express-ისა და Sky Sports-ის ცნობით, პიანიჩი სულ მალე ლონდონის "ტოტენჰემის" ფეხბურთელი გახდება.

დავიდ დე ხეას მანჩესტერული კარიერა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. დე ხეამ "ფურია როხას" ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. დიდი ალბათობით, საკლუბო დონეზეც იმავეს მოელის. გამოიკვეთა 3 გუნდი, რომლებმაც შესაძლოა ერთ დროს "იუნაიტედის" ლიდერი საკუთარ რიგებში გადაიყვანონ. ესენი გახლავთ: "დორტმუნდი" (ბურკი ტრავმირებულია), "მილანი" (დონარუმამ "როსონერი" დატოვა) და "ინტერი" ("ნერაძური" სამირ ჰანდანოვიჩის შემცვლელს ეძებს).

ჟორჟინიო ვეინალდუმის "ლივერპულიდან" წასვლის შემდეგ იურგენ კლოპი ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავს. გერმანელმა სპეციალისტმა თვალი პელეგრინის, რენატო სანჩესსა და საულ ნიგესს დაადგა, თუმცა, ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მერსისაიდულმა გუნდმა შესაძლოა "ინტერიდან" ნიკოლო ბარელა გადაიყვანოს, თანაც აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელი ხელფასის მომატება ითხოვს, რაზედაც "ნერაძურის" ხელმძღვანელობა უარზეა.

L'Equipe-ის ცნობით, მადრიდის "რეალის" ყოფილი კაპიტანი მომდევნო 2 სეზონს პსჟ-ში გაატარებს. სერხიო სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის.

ფილიპე ანდერსონმა "ლაციო" 2018 წელს დატოვა და "ვესტ ჰემში" გადავიდა, თუმცა ის უკან ბრუნდება. ბრაზილიელმა რომაულ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე დადო. რაც შეეხებათ ინგლისელებს, მათ სურთ, რომ რაც შეიძლება მეტი თანხა მიიღონ. ამ მომენტისთვის "ჩაქუჩები" 38 მილიონ ევროს ითხოვს.

38 წლის ფრანკ რიბერის ფეხბურთის დიდებული კარიერის დასრულება არ სურს. ფრანგს "ფიორენტინასთან" კონტრაქტი ამოეწურა. Bild-ის ცნობით, რიბერი, სავარაუდოდ, სამშობლოში დაბრუნდება და ასპარეზობას "მონაკოში" განაგრძობს.

Sky Sports-ის ცნობით, დენი ინგსმა "საუთჰემპტონისგან" შემოთავაზებულ 4-წლიან კონტრაქტზე უარი განაცხადა. ამრიგად, ინგსს კლუბთან კოტრაქტი მომავალ წლამდე აკავშირებს. მისი სამსახურით "მანჩესტერ სიტია" დაინტერესებული.

ხუან კუადრადოს კლუბთან არსებული კონტრაქტი 2022 წელს ეწურება, თუმცა, როგორც Corriere dello Sport-ი წერს, მხარეები სულ მალე ახალ ხელშეკრულებას გააფორმებენ. "იუვენტუსს" სურს, რომ კოლუმბიელი ფეხბურთელი "ბიანკონერის" რიგებში 2023 წლამდე დარჩეს.

დიდი ალბათობით, ლონდონის "არსენალი" ვილიანს აღარ დაიტოვებს და გაყიდის, თანაც ბრაზილიელ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს. თუ "მეთოფეები" შემტევს ამ ზაფხულს არ გაასხვისებს, შემდეგ მისი გაყიდვა დაბალ ფასად მოუწევს. ვილიანის ტრანსფერით მაიამის "ინტერია" დაინტერესებული.

"არსენალს" დიდი ხანია "ბრაიტონის" მცველის, ბენ უაითის ყიდვა სურს, თუმცა "მეთოფეებს" კონკურენციას "ჩელსი" გაუწევს; მეტიც, "არისტოკრატებმა" "ბრაიტონს" 60-მილიონიანი შეთავაზებით უკვე მიმართეს, The Sun-ის ცნობით კი, უაითის გადაბირებით ასევე "მანჩესტერ სიტი" და "ევერტონიც" დაინტერესდნენ.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, ედუარდო კამავინგა "მანჩესტერ იუნაიტედის" მომდევნო დახურული ტრანსფერი იქნება. "რენი" მასში 30 მილიონ ევროს ითხოვს. ეს თანხა ნაკლებია, ვიდრე რეალურად ეს ფეხბურთელი ღირს, რადგან ფრანგულ კლუბს არ სურს ახალგაზრდა ტალანტმა მომდევნო სეზონში კლუბი უფასოდ დატოვოს.

"ბარსელონას" ფინანსური კრიზისი აქვს. ამიტომ გუნდიდან ფეხბურთელების გაშვებას იწყებს. ამ სიაში ფილიპე კოუტინიოც მოხვდა. ბრაზილიელ შემტევს "ბლაუგრანა" 25 მილიონ ევროდ შეელევა. შეგახსენებთ, კატალონიელებმა ფილიპე 120 მილიონი ევროს სანაცვლოდ იყიდეს.

"ლივერპულს" პორტუგალიის ნაკრებისა და "ლილის" ნახევარმცველის, რენატო სანჩესის შეძენა სურს. "მერსისაიდელებს" კონკურენციას "არსენალი" გაუწევს.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

შაკო
კაი მუშა ფეხბურთელია კამავინგა, პესში მყავს და ყველგან ვაყენებ ხან დაცვაში ხან ნახევარდაცვაში და დარბის ჯორივით.
dato
მართლა მოთხრობაა ამზაცებად მაინც გამოყავით
giggs
მსგავსი ნიუსების ამ ფორმატით დაწერა არის ძალაინ ცუდი, ბულეთებად მაინც გამოყავით სიახლეები, მოთხობასავით რომ წერია
ალვარესი "ბარსელონაში"? არგენტინელს ლევანდოვსკის შემცვლელად განიხილავენ
AS: 2024 წლის ზაფხულში "რეალი" ალფონსო დევისის შესაძენად ყველაფერს გააკეთებს
"ბარსელონა" და "რეალი" სანეს დამატებით დაინტერესდნენ - ფეხბურთელი გადაწყვეტილებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარამდე მიიღებს
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა