ყველგან სისხლი იყო, აბსოლუტურად ყველგან, მათ შორის, ლუის ენრიკეს ესპანეთის ნაკრების თეთრ მაისურზეც. ეს ის სცენა იყო, როდესაც "ფურია როხა" იტალიის ნაკრებთან 1994 წლის მსოფლიოს თასზე 2:1 დამარცხდა. ეს სურათი "ლა როხას" არც ერთ გულშემატკივარს არ დაავიწყდება.

დღეს "ფურია როხასა" და "სკუადრა აძურას" ეროვნული ნაკრებები ევრო 2020-ის ნახევარფინალში ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან. მას შემდეგ ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე იტალიას არც ფეხბურთელის და არც მოქმედი მწვრთნელის რანგში არ შეხვედრია. მისთვის ეს თამაში ორმაგი მოტივაციაა, რადგან 1994 წლის მსოფლიოს პირველობაზე მაურო ტასოტიმ იდაყვი პირდაპირ სახეში მოარტყა, რის შემდეგაც ცხვირი გაუტყდა.

ამ ცნობილი შემთხვევიდან 27 წელი გავიდა და ლუისი "აძურას" წინააღმდეგ გამოვა. დიახ, ის "ფურია როხას" მოედანზე ომისთვის გამოიყვანს, თუმცა იტალიელები გასაოცარ ფორმაში იმყოფებიან...

ლუის ენრიკე და ტასოტი დაზავდნენ

ამ დროს ლუის ენრიკე გაცეცხლებული იყო, ის არაადამიანს ჰგავდა. როგორც ხავიერ კლემენტი (მწვრთნელი) ამბობს, მსაჯს იტალიის გულშემატკივრების შეეშინდა და სწორედ ამიტომ არ დანიშნა არაფერი.

"ლუის ენრიკეს ტასოტისა და მსაჯის მოკვლა უნდოდა" - განაცხადა ესპანეთის ნაკრების ფსიქოლოგმა სენენ კორტეგოსომ.

წლების გასვლის შემდეგ ეს ორი მთავარი პერსონაჟი ერთმანეთს შეხვდა. მაშინ ლუის ენრიკე "რომას" თავკაცი გახლდათ, ტასოტი კი - "მილანის" მწვრთნელის ასისტენტი. ექსფეხბურთელები და სავარაუდოდ, ექსმტრები ერთმანეთს ღიმილით შეხვდნენ და ხელიც ჩამოართვეს; მეტიც, იტალიელმა ბოდიში მოიხადა. ის წუხდა იმისთვის, რომ ზედმეტად იუხეშა, იმაზე მეტაც კი, ვიდრე დასაშვები იყო.

"ამის შემდეგ 17 წელი გავიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ 17 წლით გავიზარდეთ" - განაცხადა ტასოტიმ.

"მე მასთან პრობლემები არ მაქვს. ის, რაც ხიდის ქვეშ ხდება, იქვე რჩება; ის, რაც მოედანზე ხდება, ხაზს იქით არ გადადის".

მათი გზები 2016 წელს კიდევ ერთხელ გადაიკვეთა, მაშინ, როდესაც ესპანეთისა და უკრაინის ნაკრებები ერთა ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში დაუპირისპირდნენ. მაშინ მაურო უკრაინის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა.

იტალიისა და ესპანეთის კლასიკური მეტოქეობა

მიუხედავად იმისა, რომ ლუის ენრიკეს პირადად არ მიუღია მონაწილეობა იტალიისა და ესპანეთის დაპირისპირებაში, 1994 წლის შემდეგ პირველად, "ლა როხას" ამჟამინდელ მწვრთნელს შეუძლია უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში პირადად დაამარცხოს "აძურის" ეროვნული გუნდი.

ბოლო 27 წელში ეს ნაკრებები ერთმანეთს 14-ჯერ შეხვდნენ, ესპანეთმა 5-ჯერ იმარჯვა, 2-ჯერ - იტალიელებმა, ხოლო 7 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

ბოლოს ისინი 2018 წლის მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, სადაც "ფურია როხამ" 3:0 იმარჯვა, ისკომ კი "ბერნაბეუს" მოედანზე სპექტაკლი დადგა, სადაც ის არა მხოლოდ თამაშობდა, არამედ ცეკვავდა.

იტალიელებმა ბოლოს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე შეძლეს და ესპანეთის ნაკრები 2:0 დაამარცხეს. აღსანიშნავია, რომ მაშინ "ლა როხას" შემადგენლობაში სერხიო ბუსკეტსი, ხორდი ალბა და ალვარო მორატა ირიცხებოდნენ. ამრიგად, ფეხბურთელებმა დღეს საკუთარი ქვეყნისთვისა და მწვრთნელისთვის უნდა იმარჯვონ.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
რუსეთის ევრო 2032-ის თანამასპინძლობა სურს - იტალიაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო