ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

იტალიამ ესპანეთს დიდი მატჩი მოუგო და ფინალში მეტოქეს ელის [VIDEO]

იტალიამ ესპანეთს დიდი მატჩი მოუგო და ფინალში მეტოქეს ელის [VIDEO]

ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იტალიამ ესპანეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ფინალში მეოთხედ გავიდა - გადამწყვეტი შეხვედრა მხოლოდ ერთხელ აქვს მოგებული.

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა მანჩინიმ იძულებითი ცვლილება განახორციელა - ტრავმირებული სპინაცოლა ემერსონით შეცვალა, ხოლო ესპანელთა თავკაცმა ლუის ენრიკემ ტურნირზე პირველად არ დააყენა სასტარტოში მორატა. მის მაგივრად ძირითადში პირველად ვიხილეთ ოიარსაბალი, რომელიც აქამდე მხოლოდ შეცვლებზე შედიოდა.

მატჩი ორმხრივი შეტევებით დაიწყო, რის შემდეგაც ინიციატივა ხელთ „ფურია როხამ“ იგდო. პედრიმ ოიარსაბალი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ მან ბურთი ვერ დაიმორჩილა და ჩინებული მომენტი ვერ გამოიყენა. მე-20 წუთზე ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა ხელიდან იტალიელებმა გაუშვეს, როდესაც უნაი სიმონი კარიდან გაუთვლელად გამოვიდა, მაგრამ იმობილეს გოლის გატანა მცველებმა არ დაანებეს. მერე უკვე ოლმოს მართებდა გატანა, თუმცა მისი დარტყმული დონარუმამ ფეხით მოიგერია. შესვენების წინ ემერსონმა ბურთი ძელს გაარტყა და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმი გუნდებმა გაცილებით აგრესიულად დაიწყეს, თამაში უფრო ლამაზი საყურებელი გახდა და მე-60 წუთზე კიეზამ „სკუადრა აძურა“ დააწინაურა. ესპანეთი საპასუხოდ შტურმზე გადავიდა და ოიარსაბალმა კვლავ შესანიშნავი შანსი გაანიავა. იტალია სწრაფი კონტრშეტევებით პასუხობდა და ერთი-ერთზე გასულ ბერარდის გოლკიპერმა არ გაატანინა. მე-80 წუთზე კი მორატამ ანგარიში გაათანაბრა, 1:1 და დამატებითი დრო დაინიშნა.

ექსტრა ტაიმში ანგარიში არ შეიცვალა, ხოლო პენალტების სერიაში იტალიამ იმარჯვა.

ლონდონი. „უემბლი“

იტალია - ესპანეთი 1:1(დ.დ. 1:1, პენ 4:2)

გოლები: 1:0 კიეზა (60), 1:1 მორატა (80)

. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კიეზა დაასახელეს.

. მორატამ ევროპირველობებზე მე-6 გოლი გაიტანა და ესპანელთა შორის ფ. ტორესის რეკორდი დაამხო.

. იტალიამ მიმდინარე ტურნირზე 12 გოლი გაიტანა და დიდ ტურნირებზე თავისი რეკორდი გაიმეორა.

. პედრიმ 90 წუთში 55-დან 55 ზუსტი გადაცემა გააკეთა, რაც ევროპის ჩემპიონატის რეკორდია.

. ბონუჩიმ ევროპირველობებზე მე-17 მატჩი ჩაატარა და იტალიელთა შორის ბუფონის რეკორდი გაიმეორა.

. ალბამ კონტინენტის პირველობაზე მე-16 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ამ მაჩვენებლით ესპანელთა შორის ინიესტას და ფაბრეგასს დაეწია.

. იტალია 33 მატჩის განმავლობაში დაუმარცხებელია და მსოფლიო რეკორდამდე 2 მატჩიღა უკლია.

• სოსო

ჩემთვის დასმული დისლაიქები არაფერს ნიშნავს,მეგობრებო.წესი ასეა და მას ვერსად წაუხვალ.სანამ მიწას დაეყრდნობოდა ხელით,მანამდე რომ მოხვედროდა,ბურთი,აუცილებლად პენალტი დაიდებოდა.

• სოსო

ყურადღება მიაქციეთ?მთელი თამაშის განმავლობაში,სიმულაციის,ან ბინძური თამაშის მცდელობაც კი არ ყოფილა.ნაღდი ფეხბურთი ითამაშა ორივე გუნდმა.იტალია ნამდვილად საჩემპიონო ნაკრებია,მაგრამ მიუხედავად პირველ ტაიმში შედარებით დაბალი ტემპისა,მეორე დამატებით ტაიმში,დაღლა მაინც აშკარად დაეტყოთ.სპინაცოლას ტრავმამაც,შეტევით პოტენციალს,აშკარად ავნო და ძალიან მეშინია,რომ ფინალში ძალები ,ბოლომდე არ ეყოფათ.არც ინგლისს და არც დანიას,ფინალამდე გზაზე,ამდენი ძალები არ დაუხარჯიათ და შესაძლოა ეს აღმოჩნდეს გადამწყვეტი.1978 წლის მსოფლიო პირველობის შემდეგ,იტალიის ნაკრები ასე არასდროს მომწონებია და მთელი გულით ვუსურვებ, ჩემპიონობას.ესპანეთსაც მადლობა,ნაღდი ფეხბურთის თამაშისათვის.მათ ძალიან ცოტა იღბალი და გამტანი თავდამსხმელი არ ეყოთ,ფინალში გასასვლელად

• სოსო

კიელინი იმ მომენტში,იმ ხელს ეყრდნობოდა,რომელზეც ბურთი მოხვდა.ამ შემთხვევაში,ეს ხელით თამაშად არ ითვლება.

• გიორგი-97

ვინც არ უნდა გავიდეს ინგლისი-დანიის წყვილიდან ვფიქრობ,რომ იტალია მათთან მაინც ფავორიტი იქნება. ინგლისს თავისი პრაგმატული და სწორხაზოვანი ფეხბურთით გაუჭირდება იტალიასთან,დანია კი რომც გავიდეს კლასის ხარჯზე გატეხავს იტალია.ასე რომ ვფიქრობ 90%ით იტალია მოიგებს ამ ევროს

• გიორგი- 97

ვინც არ უნდა გავიდეს ინგლისი-დანიის წყვილიდან ვფიქრობ,რომ იტალია მათთან მაინც ფავორიტი იქნება.ინგლისს თავისი პრაგმატული და სწორხაზოვანი ფეხბურთით გაუჭირდება იტალიასთან,დანია კი რომც გავიდეს კლასის ხარჯზე გატეხავს იტალია.ასე რომ ვფიქრობ 9O %-ით იტალია მოიგებს ამ ევროს.

• შაკო

ეხ, სპინა, სპინა რა დროს დაგვაკლდი!

• ავჭალიდან

როგორ გამიხარდაააა

• შოთა

იტალია ჩემპიოოონ!!!

• 912

არა ხელი არ იყო ისემც თქვენი...

• შაკო

Forza Italia!

რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა

ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს

რუსეთის ევრო 2032-ის თანამასპინძლობა სურს - იტალიაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“

დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან

ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!

სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად

მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია

[VIDEO] ოლისეს და დუეს შოუ. საფრანგეთმა ბელგიას საოცარი თამაში შემოუტრიალა - იტალიამ თურქეთს მოუგო

[VIDEO] იტალიის საშველი არ არის - ბელგიამ მოუგო და გოდტსმაც გაიტანა

საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა

[VIDEO] იამალმა გაიბრწყინა, ესპანეთმა ხორვატიას სძლია - ინგლისმა ჩეხეთი დაამარცხა

"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ

[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა

[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია

ესპანეთმა ხორვატიას თამაში შემოუტრიალა - ინგლისმა ჩეხეთს მოუგო

ესპანეთმა "უემბლიზე" ინგლისს მოუგო - ხორვატიამ ჩეხეთს სძლია

ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო

[VIDEOS] ოლისემ საფრანგეთს ბელგიასთან მოაგებინა - იტალიამ თურქეთი გაანადგურა