ლეგენდარული ლაშა შავდათუაშვილი პარიზის ოლიმპიადას სათანადო ფორმაში ვერ შეხვდა და ეს ტურნირი მაქსიმალურად სწრაფად უნდა დაივიწყოს, მის დიდებას არაფერი აკლდება - სამივე ხარისხის მედალი ოლიმპიადაზე!..

ძიუდოს საერთაშორისო ორგანიზაციამ (IJF) 3 წლის წინ, ტოკიოს ოლიმპიადამდე, ლაშა შავდათუაშვილთან საინტერესო ინტერვიუ შემოგვთავაზა:

"მას შემდეგ, რაც ლაშა შავდათუაშვილმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ბუდაპეშტში მოიპოვა, მასთან საუბრის საშუალება რამდენჯერმე უკვე გვქონდა. უნდა ითქვას, რომ მას ყველა მნიშვნელოვანი საპრიზო ტიტული აქვს: ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონობა, ბრინჯაოს (უკვე ვერცხლიც) ოლიმპიური მედალი. მიუხედავად ამისა, მას მეტი სურს და არ დაიღალა უმაღლეს დონეზე ასპარეზობით" - წერენ ისინი ინტერვიუს შესავალ ნაწილში.

IJF: როდის დაიწყეთ ძიუდო და რატომ?

ლაშა შავდათუაშვილი: 11 წლის ვიყავი, როდესაც მშობლებმა ძიუდოზე წამიყვანეს. იმ დროს დიდი ენერგია მქონდა, როგორც ეს ჩვენს სოფელში ყველა პატარა ბიჭს. მაშინვე მომეწონა ძიუდო. ის ძალიან ჰგავს ჩვენს ტრადიციულ ქართულ ჭიდაობას.

მახსოვს, რომ ჩვენს სოფელში მცირეწლოვან ბავშვებს შორის გვქონდა შეჯიბრებები, მხოლოდ გასართობად და მე საკმაოდ ძლიერი ვიყავი იმ ჭიდაობებში. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ჩემმა მშობლებმა ძიუდოზე მივეყვანე. ეს დღე ძალიან კარგად მახსოვს: განსაკუთრებული იყო!

IJF: ვინ იყო თქვენი მისაბაძი სპორტსმენი?

ლაშა: როდესაც ძიუდო დავიწყე, ყველა წარმატებული ქართველი სპორტსმენი ჩემთვის მისაბაძი იყო და ვოცნებობდი იმ დღეზე, როდესაც ყველაზე მაღალ შედეგებსა და ტიტულებს თავად მოვიპოვებდი.

IJF: თქვენ შეხვდით ლონდონის ოლიმპიურ თამაშებს კონტინენტური კვოტით და მოიგეთ...

- ლონდონის ოლიმპიური კვალიფიკაცია ჩელიაბინსკში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მოვიპოვე. ეს იყო უდიდესი მოტივაცია და დიდი შანსი ჩემს ცხოვრებაში, ასეთ პატარა ასაკში ჩემპიონი გავმხდარიყავი. ყოველთვის მჯეროდა, რომ გამარჯვებისთვის ბოლომდე ბრძოლა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტში, რომ მთელი ენერგია, ყველა ძალისხმევა და ყველა შესაძლებლობა გქონდა შენი მიზნის მისაღწევად. იმდენად მნიშვნელოვანია, რომ გამოიჩინო მოგების სურვილი და შრომისმოყვარე, 100 პროცენტით საკუთარ თავზე დამოკიდებული იყო.

IJF: ლონდონის შემდეგ თქვენ შეცვალეთ კატეგორია მსოფლიო ტიტული ამ ახალ წონით კატეგორიაში მპიგეთ. ვიცით, რომ ძალიან რთული დრო გქონდათ რამდენიმე ტრავმის გამო, რა იყო თქვენი მოტივაცია?

ლაშა: დიახ, წონის კატეგორიის შეცვლა ჩემთვის ძალიან რთული იყო. ყველაფერი თავიდან დავიწყე, ჩემ წინ ახალი ცარიელი ფურცელი გადაიშალა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ახლა მსოფლიოს ახალი ჩემპიონი ვარ და ძიუდოში ყველა მთავარი ტიტული მოპოვებული მაქვს. ყოველთვის მჯეროდა, რომ ეს დღე დადგებოდა და მძიმე ვარჯიში არასდროს შემიწყვეტია. ყოველთვის ვცდილობდი ჩემი ოცნებების განხორციელებას. გადავლახე ყველა სირთულე და მძიმე პერიოდი. ეს ყოველთვის არის დიდი სიამოვნება და ფანტასტიკური განცდა, როდესაც შეგიძლია მაქსიმუმი აჩვენო და პოდიუმზე ჩემპიონად დადგე.

IJF: მუშაობა - გამძლეობა; ეს არის შენი ყოველდღიური დევიზი და ფოკუსირება?

ლაშა: მე უბრალოდ მიყვარს ძიუდო. მან მომცა ყველაფერი, რაც ცხოვრებაში მაქვს. ძიუდო ჩემთვის ყველაფერია; ეს არის საუკეთესო მეგობარი, რომელმაც ძალიან ბევრი ბედნიერება და დასამახსოვრებელი მომენტი მაჩუქა. ასე რომ, შემიძლია ვთქვა, რომ ძიუდოს ვალდებული ვარ, ამიტომ ბოლომდე ბევრს ვმუშაობ და ამას სიყვარულით და პატივისცემით ვაკეთებ.

IJF: ძიუდოს გარდა, რისი გაკეთება გიყვარს?

ლაშა: მე მიყვარს თავისუფალი დრო ჩემს ოჯახთან ერთად, შვილებთან და მეგობრებთან ერთად. ვთქვათ, რომ მომწონს აქტიური ცხოვრების წესი.

IJF: ჩვენ ვიცით, რომ თქვენ მამა ხართ. რამდენად მნიშვნელოვანია ძიუდოს ღირებულებების შვილებისთვის გადაცემა?

ლაშა: ძიუდოს ღირებულებები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ვასწავლო და გავუზიარო ეს ღირებულებები და ტრადიციები ჩემს შვილებს. რა თქმა უნდა, ეს მათი პირადი არჩევანი იქნება, მაგრამ მოხარული ვიქნები, თუ ჩემი შვილები ამ ფანტასტიკურ სპორტს აირჩევენ.

IJF: გაქვთ რაიმე რჩევა ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის, რომლებიც კარიერას ახლა იწყებენ?

ლაშა: პირველ რიგში, მათ უნდა უყვარდეთ ძიუდო და ყოველთვის უნდა მუშაობდნენ საკუთარი თავის გასაუმჯობესებლად, იმუშაონ ბოლომდე. მათ მთელი ცხოვრება ძიუდოს უნდა მიუძღვნან. ყოველთვის ენდობოდნენ საკუთარ თავს და დაისახონ მიზნები. ამის შემდეგ შეუძლებელი არაფერია.

ჯაბა
"ლეგენდარული" ძაან ხშირად ხმარობთ ამ სიტყვას
იხვი
სულ ორიოდე თვის წინ მსოფლიო ჩემპიონი გახდა, უბრალოდ შეცდომაა სამწვრთნელო შტაბის, რომ მსოფლიოსთვის გაიყვანეს პიკზე ფორმის და არა ოლიმპიადისთვის. შემდეგ ოლიმპიადას ვეღარ გაქაჩავს რა თქმა უნდა, 36 წლის იქნება. მაგრამ დაუთმოსო არაა სწორი, სპორტსმენმა არავის არაფერი არ უნდა დაუთმოს, თუ არის ვინმე უკეთესი, დაამტკიცოს და მოიპოვოს საგზური.
მწვრთნელი
ყველაფერს აქვს თავის დასაწყისიც და დასასრულიც! დროა ახალგაზრდებს ლაშამ გზა გაუკვალოს და შეასწავლოს ის რაც იცის, რომ მერე ადგილი დაუთმოს ნაკრებში! ვარლამ ლიპარტენიანმაც ვერ იჭიდავა ტოკიოში და ადგილი რომ დაეთმო სულამანიძისთვის ილო მინიმუმ ბრინჯაოს აიღებდა! ლაშას დიდი მადლობა ლეგენდაა მთელი მსოფლიოსთვის!
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ძიუდო. "გოლდენ გორმა" ჩემპიონთა ლიგაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
იაპონიაში 13 ძიუდოისტით - ტოკიოს გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
აბუ-დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების ძიუდოისტთა შემადგენლობა ცნობილია
უძლიერესი შემადგენლობით - ავსტრიის გრან პრიზე ბევრი მედლის მოლოდინში...
ლიპარტელიანი ფინალშია, შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე