არგენტინის გულშემატკივრები ნაკრებში მოთამაშე ლიონელ მესის საუკეთესო ვერსიას ხედავენ. ეს სულაც არ არის გასაკვირი, მისი "ალბისელესტეს" რიგებში დებიუტის შემდეგ 16 წელი გავიდა, შეგახსნებეთ, ლეომ ნაკრების მაისურით პირველად 2005 წლის 17 აგვისტოს უნგრეთის წინააღმდეგ ითამაშა.

რატომაა ის საუკეთესო? ჩვენ სხვადასხვა საკითხს შევეხებით, რომელიც ყველამ უნდა ირწმუნოს. პირველ რიგში ეს მის სტატისტიკაში აისახება. მიმდინარე კოპა ამერიკის 6 შეხვედრაში "ბარსელონასა" და არგენტინის კაპიტანმა გასაოცარი ციფრები დააფიქსირა, ლეომ თავი 4 გოლით, 5 ასისტითა და 4 მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოთი გამოიჩინა.

სიმართლე ვთქვათ, მესისთვის ეს ნორმალური ციფრებია, სხვა სპორტსმენებისთვის კი გასაოცარი. ლეო ის ფეხბურთელი გახლავთ, რომელსაც ზედიზედ რამდენიმე თამაშში ჰეთრიკის შესრულებაც კი შეუძლია. ეს მისთვის ღმერთის ნაბოძარი ნიჭი გახლავთ, ახლა კი მესის, როგორც ლიდერის ამპლუაში ვხედავთ. ის თავჩახრილი აღარ დადის და ფონზე გასვლას მხოლოდ თავისი პროფესიონალიზმით არ ცდილობს, მესი ახლა ოპტიმისტია, მისი ლიდერობა კი ახალგაზრდებს გაათმაგებულ ძალას აძლევს, სკალონის კი შესანიშნავ ნაკრებს.

ლეო მოწოდებით კაპიტანია, ზეციდან კი მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარი მარადონა გახლავთ. ის ყვირის, საუბრობს, რჩევა-დარიგებებს იძლევა, მთელი მისი ქარიზმა კი გუნდზე მოქმედებს.

პანდემიის გამო შეზღუდვებმა ლეოზე რაღაც მხრივ კარგად იმოქმედა, მას პრესასთან არ უწევს კონტაქტი, ამრიგად, არგენტინელ ფეხბურთელს მხოლოდ ორი საქმე აქვს: იყოს ლიდერი მოედანსა და მის გარეთ, რათა შეძლოს და თანაგუნდელებს რწმენა აუმაღლოს.

მის იქით სხვა ვარსკვლავებიც არიან, უფრო ხანში შესულები? არა უფრო ნაკლებად კაშკაშები, მაგრამ ვარსკვლავები, ესენი ანხელ დი მარია და სერხიო აგუერო გახლავთ, ასევე შეხვდებით ცნობილ ფეხბურთელებსაც, როგორებიც არიან პარედესი, ტალიაფიკო, ნიკო გონსალესი და ლაუტარო მარტინესი. სწორედ მათ უნდა შეძლონ ის, რომ "ალბისელესტეს" ნაკრებმა 1993 წლის შემდეგ პირველი ტიტული მოიგოს.

11 ივლისს, ლეო მე-5 სანაკრებო ფინალს ითამაშებს, წინა 4 მისი მარცხით დასრულდა: 3 კოპა ამერიკა (2007, 2015 და 2016) და ყველაზე მეტად დასანანი 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი...

შეხვედრა თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება

მომზადებულია marca-ს მიხედვით

ccc
maradonam msoflio moigo magram mtlian kariera unda shevadarot mas mesis naxevari ar gauketebia. realoba esaa da idzaxet argentinis fanebma mesi ubralod kargi motamasheao. sxvatashoris maradonas droindeli argentina bevrad sjobda mesisas. gamaxsenet maradonam ramdeni weli itamasha maghal doneze. pasuxi martivia. mesi 17 welia maghal doneze tamashobs da arcert wels ar yofila ubralod kargi fexburteli...
რეზო
მარადონა მთელ საფეხბურთო იერარქიას დაუპირისპირდა, როდესაც თამაშის დათმობა სთხოვეს და საპასუხოდ, არათუ მხოლოდ ის თამაში, ჩემპიონობა მოიგო ქვეყნისთვის... სწორედ ამის გამო დაეწყო პრობლემები, სწორედ ამის მერე იყო კოკაინი და არა თამაშის დროს.... ერთი მომენტი გაიხსენეთ, როდესაც მარადონა გუნდისგან განცალკევებით დამდგარიყოს მესისავით, თითქოსდა გუნდი იყო დამნაშავე.... მარადონა იდეალური იყო სპორტსმენისთვის, ფეხბურთელისთვის როგორც ფიზიკური აგებულებით, ასევე ჟინით, აზარტით.... მასთან ვერცერთი აუტისტი ახლოს ვერ მივა....
კაკო
მარადონამ ყველაფერი გააკეთა ეროვნული ნაკრებისთვის, გააკეთა იმაზე მეტიც კი, რაც შეეძლო...... ვისაც ეჭვი ეპარება, დაჯდეს, ჯერ მთელი მისი ბიოგრაფია შეისწავლოს, მერე მისი ყველა თამაში ნახოს და მერე სხვანაირად შეხედავენ საკითხს.........
ყველაზე ობიექტურ გულშემატკივარს, სოსოს.
სოსო, როგორც ყოველთვის მაგარი ხარ, კარგი კომენტარები იცი.
ბოსკამპის უკვდავი ფრაზა.
რაა ბიჯო დასანამი? 2014 წელს არგენტინა უფრო მეტად იმსახუებდა ჩემპიონობას, თუ გერმანია?! ეგ თუ "მარკა"-ს სიტყვებია, მთლად დაუკარგიათ რეალობის შეგრძნება. იმ მუნდიალზე, გერმანიას რომ არ მოეგო,ის იქნებოდა უსამართლობა. რაც შეეხება მესის, სწორად დაწერეს აქ-ნაკრებში არაფერი განსაკუთრებული მას არ გაუკეთებია. ბარსაში მართლა ყველა დროის საუკეთესო იყო. უსამართლობა 2014 ში რომ ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მისცეს, ის იყო. 1/8 ფინალის შემდეგ, არც საგოლე მიუცია, არც გოლი გაუტანია. ჯგუფში ირანი-ბოსნია-ნიგერია "დააწიოკა".
სოსო
ხომ ვნახეთ კოლუმბიასთან მისი თამაში?მისი სისხლით გაჟღენთილი გეტრიც შეამჩნიე ალბათ და სტატისტიკაშიც ნახავდი,რომ 6 კაცმა მიიღო მასზე,ყვითელი ბარათი.ამდენი ჩეხვის შემდეგ,მატჩის შემდგომი პენალტი მაინც დაარტყა და გაიტანა.გოლები და საგოლე პასებიც ხომ იცი,რამდენი დააქუჩა და რამდენი ნაღდი პასი გაუფუჭეს თანაგუნდელებმა.მთელი ნაკრები მისი ტვინით თამაშობს და კიდევ მეტს,რას აკეთებდა მარადონა?უბრალოდ, თანაგუნდელები ჰყავდა,უფრო მაღალი კლასის და კოკაინი ეხმარებოდა, ტკივილის ატანაში.
Ზაზა
ლეო მესი ,,ბარსელონას" ვარსკვლავია, მას სამწუხაროდ ეროვნულ ნაკრებთან ერთად არაფერი მოუგია! მარადონა ეროვნული გმირია! ლეო მხოლოდ - ვარსკვლავი.
ზორბეგ, რახან შენ იტყვი, არა?.
არგენტინის ნაკრების მოთამაშეები, თვითონ აღიარებენ ლეოს, როგორც საუკეთესო კაპიტანს და ლიდერს მოედანზე! და რა ვქნათ არ დავუჯეროთ? თუ შენ, ზ ო რ ბ ე გ ო ვ ი ჩ ს, დაგიჯეროთ? ხი ხი ხი, ნუ გვაცინებ რა?!
asea es!
ის მაინც სულ სხვა იყო! აი, მასზე ითქმოდა - ნამდვილი კაპიტანიაო! მსოფლიო ფეხბურთის ისტორიამ არ იცის მარადონაზე ღვთაებრივი ინდივიდუალისტი და ამავე დროს, ის ერთ-ერთი ყველაზე გუნდური მოთამაშე იყო ყველა დროის ყველა ვარსკვლავს შორის! ეს გასაოცარი რეალობაა, თუმცა რა გვიკვირს, ის ხომ ფეხბურთის ღმერთია, ღმერთისთვის კი - არაფერია შეუძლებელი!
ზორბეგი
ერთ ერთი საუკეთესო ფეხბურთელია მაგრამ მაგის ლიდერობა არ გაიშვას გინდ მოედანზე და გინდ გარეთ, კოპა ამერიკა საზომად ვერ გამოდგება, მსოფლიოზე უნდა იყოჩაღოს
rezi
სადაც სამართალია არგენტინის ნაკრებმმა, ლეო მესის მეთაურობით უნდა მოიგოს!!!
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
16-წლამდე ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
პსჟ-სთან მატჩამდე - მიქაუტაძის და "ვილიარეალის" გამოუყენებელი შანსები და მარცხი "ესპანიოლთან"
ქართული ხელბურთის 70 წლის იუბილე და საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
[VIDEO] "მასზე ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა" - მამარდაშვილის ხუმრობა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, რასაც დიდი მხიარულება მოჰყვა
კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"ყაზახეთის ლიგა საქართველოზე ძლიერი სწორედ ამიტომაა" - იონსენმა "ორდაბასიში" სასწაული მოახდინა და ჩვენს ჩემპიონატზე ისაუბრა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოთი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს
"ის, რაც მბაპესა და ვინისიუსის თავს ხდება, მესის ბრალია" - ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა "ლა პულგა" გააკრიტიკა
არგენტინა-კოლუმბიაში გასამართი კოპა ამერიკა გადაიდო
ბრაზილიის ნაკრები კოპა ამერიკაზე თამაშზე უარს აცხადებს
რონალდო: ლეო, შენი მემკვიდრეობა საუკუნეების მანძილზე დარჩება - გეხვევი
[VIDEO] სიტყვები უბრალოდ ზედმეტია - მესის ორი გენიალური გოლი 4 წუთში
არგენტინა დამაჯერებლად ლიდერობს, მესი მშვენიერ ფორმაშია [VIDEO]
კოპას სიმბოლური ნაკრები - როცა მესის ყველაფერი ბრწყინვალედ გამოსდის
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
"ჩემი ფეხბურთელები თითქოს ხულიგნები იყვნენ" - ბენინის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი არგენტინელების მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა
"მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება" - კასანომ მესიზე ისაუბრა
ბრაზილიამ 2019 წლის შემდეგ პირველად ვერ გაიმარჯვა [VIDEO]
დრამატული მატჩი მესამე ადგილისთვის! კოლუმბიამ კომპენსირებულ დროში იმარჯვა[VIDEO]