კოპა ამერიკა არგენტინის ნაკრების მონატრებული ტრიუმფით დასრულდა - 1993 წლის შემდეგ პირველად, "ალბისელესტე" ტიტულს დაეუფლა, მათმა ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ კი სანუკვარ სურვილს - სამშობლოსთან ერთად მნიშვნელოვან ტურნირზე გამარჯვებას მიაღწია. 2022 წელს მსოფლიო ჩემპიონატია. ვნახოთ, გაგრძელდება თუ არა არგენტინელთა სიხარული...

ტურნირის ოფიციალურმა გვერდმა 2021 წლის კოპა ამერიკის სიმბოლური ნაკრები (4-3-3) გამოაქვეყნა:

ემილიანო მარტინესი (არგენტინა) - არგენტინის ნაკრები ბოლო წლებში სტაბილური მეკარეებით ნაკლებად გამოირჩეოდა და ამან გუნდს დიდ ტურნირებზე არაერთი პრობლემა შეუქმნა. "ასტონ ვილას" 28 წლის კიპერი კი ძალიან დამაჯერებელი იყო. ემილიანომ განსაკუთრებით ნახევარფინალში, კოლუმბიის წინააღმდეგ პენალტების სერიაში ბრწყინვალედ ითამაშა და გამარჯვება ემოციურადაც აღნიშნა. მარტინესმა ტურნირზე კარი მშრალად 4-ჯერ შეინახა.

მაურისიო ისლა (ჩილე) - ამჟამად "ფლამენგოში" მოთამაშე ვეტერანი ისევ გამორჩეული იყო. მართალია, ჩილეს ნაკრებს წარმატებული კოპა არ ჰქონია, მაგრამ ისლამ ყველა შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა და ტრადიციულად, აქტიური იყო.

კრისტიან გაბრიელ რომერო (არგენტინა) - "ატალანტას" ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატზეც გამოირჩეოდნენ, რომერო კი კოპა ამერიკის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ის მხოლოდ სამ (მათ შორის, ორ გადამწყვეტ) მატჩში მონაწილეობდა, სადაც მისმა გუნდმა კარი მშრალად შეინახა.

მარკინიოსი (ბრაზილია) - ბრაზილიის ნაკრები დაცვაში კარგი თამაშით გამოირჩეოდა და ჩემპიონატზე სულ სამი გოლი გაუშვა, მარკინიოსი კი დაცვის ნამდვილი ლიდერია. პსჟ-ის მცველს გოლების გატანაც ეხერხება, თუმცა ეს მხოლოდ პირველ ტურში, ვენესუელის ნაკრების წინააღმდეგ შეძლო.

პერვის ესტუპინანი (ეკვადორი) - "ვილიარეალის" 23 წლის ფეხბურთელმა ყველა შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა, აქტიური იყო და საკუთარ ნაკრებს ჯგუფიდან გასვლაში დაეხმარა, ეკვადორელებმა ხომ ბრაზილიის ნაკრების ხანგრძლივი მოგებათა სერია შეწყვიტეს.

კაზემირო (ბრაზილია) - მადრიდის "რეალის" 29 წლის ნახევარმცველი ყოველთვის დიდი მოცულობის სამუშაოს ასრულებს, კოლუმბიის ნაკრების წინააღმდეგ კი, შეხვედრის კომპენსირებულ დროში, გამარჯვების გოლიც გაიტანა. კაზემირომ კოპა ამერიკა გაფრთხილებების გარეშე ჩაატარა.

როდრიგო დე პაული (არგენტინა) - 27 წლის ნახევარმცველი უკვე "ატლეტიკოს" მოთამაშეა. მისმა თამაშმა გულშემატკივრების მოწონება დაიმსახურა, ფინალურ შეხვედრაში კი ანხელ დი მარიას ჩინებული საგოლე პასი გაუკეთა. ეკვადორის ნაკრებთან მეოთხედფინალში როდრიგომ მესის ზღაპრული გადაცემა გოლად აქცია.

იოშიმარ იოტუნი (პერუ) - "კრუს ასულის" 31 წლის ფეხბურთელმა პერუს ნაკრების რიგებში ორი გოლი გაიტანა, მათ შორის, პარაგვაისთან ძალიან დაძაბულ შეხვედრაში. მან ნაკრები პლეი-ოფში კოლუმბიასთანაც დააწინაურა, მაგრამ ეს მისი გუნდისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

ლუის დიასი (კოლუმბია) - "პორტუს" 24 წლის შემტევს კარგი კოპა ამერიკა ჰქონდა და 4 გოლი გაიტანა. ის ვენესუელასთან შეხვედრაში გააძევეს კიდეც. კოლუმბიის ნაკრებმა ნახევარფინალამდე გააღწია და იქ მომავალ ჩემპიონ არგენტინასთან დამარცხდა.

ნეიმარი (ბრაზილია) - ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ტურნირზე მხოლოდ ორი გოლის გატანა შეძლო და ამდენივე საგოლე გადაცემა შეარულა - ნახევარფინალში პაკეტას გამარჯვების გოლი სწორედ მან გაატანინა. ნეიმარი, ტრადიციულად, ტექნიკის დემონსტრირებას ცდილობდა.

ლიონელ მესი (არგენტინა) - არგენტინელი ვარსკვლავი, უბრალოდ, შეუდარებელი იყო. სანაკრებო ტურნირებზე მესი ასეთი სრულყოფილი იშვიათად გვინახავს - ლეომ 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა, თუმცა სტატისტიკა გადამწყვეტი არაა, ის იყო ნამდვილი ლიდერი, რომელსაც ყველაფერი ბრწყინვალედ გამოსდიოდა და მისი თამაშის ცქერა ერთი სიამოვნება იყო. მესი ტურნირს აშკარად კარგ ხასიათსა და იდეალურ ფორმაში შეხვდა.

mamuka
ავტორო, მესისთან მიმართებაში, ყველაფერში გეთანხმებით. ნამდვილად ასეთი შემართებით და მონდომებით, ლეო კარგა ხანია არ გვინახავს, თანაც მაგრად გახარებული! ლეო ღირსი ხარ 7-ე ოქროს ბურთის, რომელიც დარწმუნებულები ვართ შენსკენ მოგორავს.
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
"ის, რაც მბაპესა და ვინისიუსის თავს ხდება, მესის ბრალია" - ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა "ლა პულგა" გააკრიტიკა
ის ერთფეროვანი აღარ არის - ის საუკეთესოა! [VIDEO]
არგენტინა-კოლუმბიაში გასამართი კოპა ამერიკა გადაიდო
ბრაზილიის ნაკრები კოპა ამერიკაზე თამაშზე უარს აცხადებს
რონალდო: ლეო, შენი მემკვიდრეობა საუკუნეების მანძილზე დარჩება - გეხვევი
[VIDEO] სიტყვები უბრალოდ ზედმეტია - მესის ორი გენიალური გოლი 4 წუთში
არგენტინა დამაჯერებლად ლიდერობს, მესი მშვენიერ ფორმაშია [VIDEO]
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
"ჩემი ფეხბურთელები თითქოს ხულიგნები იყვნენ" - ბენინის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი არგენტინელების მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა
"მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება" - კასანომ მესიზე ისაუბრა
ბრაზილიამ 2019 წლის შემდეგ პირველად ვერ გაიმარჯვა [VIDEO]
დრამატული მატჩი მესამე ადგილისთვის! კოლუმბიამ კომპენსირებულ დროში იმარჯვა[VIDEO]