სოციალურ ქსელებში თბილისის "დინამოსა" და ბაქოს "ნეფთჩის" (1:2) შეხვედრის დროს გულშემატკივართა მხრიდან თბილისური კლუბის ხელმძღვანელობის მიმართ გამოთქმულ პროტესტსა და მოწოდებას - "ფიფია დინამოს გარეშე" დიდი გამოხმაურება მოჰყვა. აქციის ორგანიზატორი "მიმინო 1925" იყო.

SPORTALL.GE გულშემატკივართა გაერთიანების ერთ-ერთ წევრს ესაუბრა, რომელმაც თავიანთი დამოკიდებულებები და პროტესტის მიზეზები გაგვაცნო.

თავდაპირველად დავინტერესდით, რა ფორმით გამოხატავდნენ უკმაყოფილებას და ადგილი რა ინციდენტს ჰქონდა:

"ცალკეული ინდივიდები და ჯგუფები წლებია, კლუბის მენეჯმენტის არასწორ პოლიტიკას ვაპროტესტებთ. გადაწყვეტილებები ერთპიროვნულად მიიღება და შედეგიდან გამომდინარე ვხვდებით, რომ მათი უმეტესობა არასწორია.

რაც შეეხება ბანერს - "დინამო ფიფიას გარეშე" - ჩვენ ის "დინამოს" ბათუმურ შეხვედრაშიც გადმოვფინეთ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დელეგატმა ამის უფლება მოგვცა, რადგან აკრძალული ვერაფერი დაინახეს. სტუმარი გუნდის, თბილისის "დინამოს" წარმომადგენლებმა კი მისი ჩამოხსნა მოგვთხოვეს.

კლუბის ხელმძღვანელობა ლოგიკურად ელოდა, რომ ეს ბანერი "ნეფტჩისთან" მატჩის დროსაც გამოჩნდებოდა და ამიტომ, გარკვეული პრევენციული ზომები მიიღეს. კრიმინალური პოლიცია ფიზიკურ დაპირისპირებაში შემოვიდა ჩვენთან, რათა ეს წარწერა სტადიონზე აღარ ყოფილიყო და წაგვართვეს კიდეც.

კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენელმა პირად საუბრებში გვითხრა, რომ ეს ყველაფერი ადმინისტრაციის თხოვნა იყო. რადგან ბანერი არ გადმოგვაფენინეს, გავყვიროდით ამ ფრაზას და კლუბის ხელმძღვანელობის გაღიზიანება სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია. მარცხის შემდეგ დავინახეთ ფიფია და დოლიძე და სტადიონიდან გადავძახეთ. ხაზი უნდა გაესვას, ჩვენი რეპლიკები შეურაცხყოფას არ შეიცავდა. ამ ყველაფერზე მათი რეაქცია კი შოკისმომგვრელი და არაადეკვატური იყო.

ჩვენი მხრიდან იქ ვიდეოს გადასაღებად მომზადებული არავინ ყოფილა. უცნაურია, რომ სტადიონზე ბევრი კამერის მიუხედავად, ფაქტის დამადასტურებელი კადრები არ გავრცელებულა და ჩვენზე არასწორ ინფორმაციას აცხადებენ, თითქოს ვბილწსიტყვაობდით."

"მიმინო 1925"-ის წევრისგან დავინტერესდით, თუ როდის მერე მიიღო პროტესტმა ასეთი რადიკალური ფორმები:

"ეს ერთ დღეში დაწყებული პროტესტი არ არის, დაახლოებით 10 წელია გუნდი ანტირეკორდებს ამყარებს, არაერთო სამარცხვინო წაგება ვნახეთ. ბევრი დანაპირები იყო, მაგალითად, გუნდის გაძლიერებისა და სტაბილური შემადგენლობის არსებობის შესახებ, რაც არ შესრულდა. მათი ასეთი ქმედებების შედეგად ამ მდგომარეობამდე მივედით.

ბოლო წვეთი ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ ჩისკოს გაშვება და გუნდში კახა ჩხეტიანის დანიშვნა იყო, მასთან ერთად კი ქუთაისის "ტორპედოს" რამდენიმე ფეხბურთელის ტრანსფერი. ჩვენს გვერდზე პირველი საპროტესტო განცხადება სწორედ მაშინ გავრცელდა. ამას მოჰყვა "ტირანასთან" მარცხი, შემდეგ ფარერებზე განცდილი დიდი სირცხვილი... ჩისკოს გაშვებაზე რა მიზეზიც დასახელდა (პრო-ლიცენზიის არქონა), ამის მოგვარება მარტივად შეიძლებოდა. რამდენიმე თვეში მექანიზმი გამოიძებნა, ესპანელი სპეციალისტი დააბრუნეს და ისევ ჩემპიონები გავხდით."

ჩვენს რესპონდენტს ვკითხეთ, კონკრეტულად რაში ხედავენ ისინი პრობლემას, რაც უარყოფით შედეგებს იწვევს და გამოსავალი როგორ წარმოუდგენიათ.

"რომან ფიფიას მმართველობის პერიოდში, განსაკუთრებით, უკანასკნელი 6-7 წლის განმავლობაში, კატასტროფული შედეგებია. წარმოუდგენელია, გუნდს ამაზე უარესი მმართველი ჰყავდეს.

საუბარია ფუჭ დაპირებებსა და მენეჯმენტის მიმართულებით არასწორი ნაბიჯების გადადგმაში. "დინამომ" თავისი ფუნქცია უნდა დაიბრუნოს და ისევ ფლაგმანი გახდეს! უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია, კლუბი ერთპიროვნულად არ იმართებოდეს, არსებობდეს გადაწყვეტილებების მიღების ალტერნატიული მექანიზმები.

ის არგუმენტი, რომ ფეხბურთში ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული, ზედაპირული გვგონია - ჩვენზე მდიდარ კლუბსაც მოვუგეთ და უფრო მწირი შესაძლებლობების მქონესთან დავმარცხებულვართ.

ასე რომ, საჭიროა ცოდნა, კომპეტენცია, ვალდებულებების გადანაწილება, რაც მთავარია, საჯაროობა. არ გადადგმულა ნაბიჯები იმისკენ, "დინამო" თვითკმარი, ფინანსურად გამართული და ჯანსაღად ამბიციური კლუბი იყოს."

დავინტერესდით, რა შემთხვევაში შეიძლება პროტესტმა ფორმა შეიცვალოს ან სრულად შეწყდეს. "მიმინო 1925"-ის წევრის თქმით, ისინი გამორიცხავენ, რამდენიმე თვეში რომან ფიფიას განსაკუთრებული უნარები აღმოაჩნდეს და თუნდაც, უახლოეს ევროტურნირზე წარმატებას მიაღწიოს, ასე რომ, ისინი "დინამოს" ინტერესებიდან გამომდინარე, აქტიურობას განაგრძობენ.

ვაი თქვენს პატრონს
თამასა გაასწორეთ, თამასა )))
სვანსკი
მარტო ფიფია !!! რამდენიც გინდა იმდენია მოსაძრობი,რომელიც არ ასრულებს ჯეროვნად თავის მოვალეობს,ყველას პასუხი აქვს მოსათხოვი ფედერაციიდან დაწყებული,ხომ ჩანს ნათლად ,რომ არათუ დინამო საერთოდ საქართველოში არ ვითარდება ფეხბურთი
გადასარევი გიორგი
დინამოს განვითარებასა და ქართული ფეხბურთის განვითარებას შორის ტოლობის ნიშანია. დინამო არის ქართული ფეხბურთის ფლაგმანი და ფიფია სანამ დინამოში იქნება შანსი არაა არაფრის
დათო
და შედეგი რა მერე? მანამდე ერთ ეტაპს მაინც გავდიოდით. ფეხბურთელებს ამზადებს სხვა გუნდებისთვის? ბოდიშით, მაგრამ სულ არ მაინტერესებს როგორც დინამოს გულშემატკივარს და არც უნდა მაინტერესებდეს. იმით ამართლებთ თითქოს კლუბი ნაკრებს უნდა უზრდის ფეხბურთელებს და ასეთები?... სულ არ უნდა იყოს ეგ კლუბის დანიშნულება და პირველი რიგის საზრუნავი
ბექა
ბევრი ბიზნესმენი იცით ვინც ქართულ ფეხბურთში ფულს ჩადებს?
rezi
ფიფია უნდა წავიდეეს
100%
აბა, ,,დინამო,,? ეს არის ,,ფიფანო,,!
კახა ქ.
დაჯდნენ სტუდიაში ფიფია და მისი გუნდი და მოწინააღმდეგები და ვბახოთ რა და როგორ. ერთი რა გააკეთა გუნდისთვის ამ ბოლო დროს,რათა ევროპული ბარიერი გადაელახა.ვინ მოიყვანეს ერთი ისეთი ლეგიონერი,რომელმაც ხალხის სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა თავის თამაშით.საერთოდ ვინ განაგებს ლეგიონერების ჩამოყვანას გუნდში საინტერესო იქნება მისი ხედვა და აზრი,რა კრიტერიუმებით არჩევს ფეხბურთელებს და ა.შ.
ისიდორე
დინამომ თავისი სიძლიერე უნდა დაიბრუნოს რასაც მთელი საქართველო ამდენი წლებია ელოდება.ფიფიამ კი ჩვენი უდიდესი გუნდი ჭაობში ჩააგდო სანამ მთლიანად არ განადგურებულა ქმედითი ნაბიჯების გადასადგმელი სასწორი მოთხოვნაც არის ფიფია უნდა წავიდეს
ზორბეგი
კლაკსვიკი 1-6.....
beqa
მოაცილეთ ეს კორუმპირებული ფიფია!!!! სიტყვის თავისუფლების დაშლა არავის შეუძლია
უნდა წავიდეს
დინამო ფიფიას გარეშე!
Gio
Dinamo pipias gareshe
ლევანი
ფიფიამ თქვა, რომ მოდიოდა 5 წელი დამჭირდება და ისეთ გუნდს ავაშენებ ყველა, რომ იამაყებთო. თუ ვერ შევძელი ვაღიარებ მარცხს და გავყიდი ისეთ ადამიანზე ვინც უკეთ მიხედავსო. ზუსტად ასე თქვა, სიტყვა სიტყვით. ვამაყობთ კი არა, სულ უპატრონო, რომ იყო დინამო, ხელფასებს ვერ გასცემდნენ და მაშინ არ დავცემულვართ სირცხვილის ამ დონეზე. ფსკერზე ვიყავით, ახლა კი ფსკერს ქვემოთაა ეს ყველაფერი
ზურა
ვიღაც დგას თუ არა რა მნიშვნელობა აქვს? კარგად უძღვება საქმეს ,,პატივცემული'' ფიფია ან მისი მენეჯერები? რა აზრი აქვს ასეთი ინვესტორის მოსვლას თუ დინამოს არ მოხმარდა? საქართველოს ნაკრებს ვუზრდი ფეხბურთელებსო და მერე სარფიანად ვყიდიო. კლუბის დანიშნულება ვიღაცისთვის ფეხბურთელის გაზრდა არ არის და ეროვნული თემებით ნუ სპეკულირებენ, არსად არ ხდება ასე. კლუბმა უნდა მიხედოს საკუთარ თავს რისთვისაც გულშემატკივრობს ხალხი. საკლუბო ფეხბურთია დღეს მთავარი, სანაკრებო კი არა. რაგბი არ არის ეს...
ნიკო
დოლიძე და ფიფია გამოდით ვიცით რომ თქვენ ხართ
ალეკო
ვარ აბსოლუტურად ნეიტრალური და ასე მგონია, ამ ჯგუფის უკან ვიღაც კონკრეტული პირი დგას, ესენი კი მხოლოდ შეკვეთას ასრულებენ. საერთოდ ასე ხდება ყველგან: რაღაც ჯგუფის გაერთიანებას სჭირდება ორგანიზატორი და რაც მთავარია - დამფინანსებელი, რათა "მეისრეები" უფრო მოტივირებულები გახდნენ. გავიმეორებ, ნაკლებად მაინტერესებს ფიფიას პერსონა.
ზურა
მართალია აბა რა, რაც გუნდში მოვიდა ხან ბარსელონას მოდელი უნდა დავნერგოო, ხან გამოცდილებიო, ხან ახალგაზრდებიო... ნახევარი სეზონი არ ინარჩუნებს გუნდს, ქართული კლუბებიც კი ართმევენ საუკეთესოებს (აზაროვის მაგალითი ავიღოთ). აკადემია ავაშენეო. მერე დინამოს არ ადგება ეგ აკადემია არაფერში და ჩვენ რა ვქნათ გულშემატკივარმა. ფარერები ხომ საერთოდ პიკი იყო
1
არ უნდა დანებდეთ, მთელი ქვეყანა თქვენსავით ფიქრობს განურჩევლად ვინ რომელი ქალაქიდანაა. დინამო იყო და იქნება ევროპაში ქართული ფეხბურთის ნიშნულის მაჩვენებელი. დღევანდელობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, მენეჯმენტი და საკადრო პოლიტიკა არის უკიდურესად იმბეცილური. დანაშაულია დინამო ასეთ დღეში რომ ჩააგდეს ამ "ადამიანებმა"
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
ბენზემამ გამორიცხა - კარიმი ფეხბურთელის რანგში მშობლიურ გუნდში არ დაბრუნდება
"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა
"არ ვცდილობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ვიყოთ" - ბრუნომ ახსნა, რატომ არ წავიდა საუდის არაბეთში
"თუ გააბედნიერებს, წავიდეს" - ფაბრეგასს "ჩელსისკენ" გზა ეხსნება
სკანდალის დასასრული - UEFA-მ პრესტიანი 6 მატჩით დასაჯა
მბაპე ტრავმირებულია - "რეალს" მორიგი პრობლემა აქვს
დაბრუნება "რეალში" თუ კვლავ "ბენფიკაში" მუშაობა - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსი შეუჩერებელია - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონს" მესამე მატჩიც მოუგო
[VIDEO] მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" შენგელიას "ბარსელონას" სძლია და პლეი ოფში გავიდა
[VIDEO] "რეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან 90+4-ე წუთზე გაუშვა
0:3-დან - "ლანსმა" "ბრესტთან" თითქმის წაგებულ მატჩში ქულა მოიპოვა
"ნაპოლიმ" "კრემონეზე" გაანადგურა
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა
მატჩის დღე - პსჟ "ბაიერნამდე" ლიდერობის გასამყარებლად!
მიეცემა თუ არა ხვიჩა კვარაცხელიას ძმას "დინამოს" ძირითად გუნდში თამაშის შანსი - ქეცბაიამ ამ თემაზე ისაუბრა
Geo Team: ქეცბაია თბილისის "დინამოს" მწვრთნელი გახდება
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
კვიპროსული პრესა მსჯელობს - ქეცბაია "დინამოში" დანიშვნის შემდეგ, "ანორთოსისისგან" კომპენსაციას ვეღარ მიიღებს?
"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?
თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს
ოფიციალურად: თემურ ქეცბაია თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელია
"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა
არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა