პოპულარულმა გამოცემა 101 Great Goals-მა ევრო 2020-ის სიმბოლური ნაკრები დააკომპლექტა. მათ 4-2-3-1 ტაქტიკური სქემა გამოიყენეს.

ჯანლუიჯი დონარუმა (იტალია) - 22 წლის მეკარე ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. პსჟ-ის კიპერს ჯგუფურ ეტაპზე "მშრალი" შეხვედრები ჰქონდა, ნახევარფინალსა და ფინალში კი, თერთმეტმეტრიანების სერიაში ძალიან დამაჯერებელი იყო, რითაც ჩემპიონობაში თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

იოაკიმ მელე (დანია) - "ატალანტას" მცველი მთელი ჩემპიონატის განმავლობაში კარგად გამოიყურებოდა. დანიელთა შეტევების ძირითადი ნაწილი მარცხენა ფრთიდან, სწორედ მისი ჩართვებით ხორციელდებოდა. მელემ რუსეთისა და უელსის ნაკრებების კარი აიღო და ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა.

ჯორჯო კიელინი (იტალია) - "იუვენტუსის" 36 წლის ვეტერანი მცველი მთელი ჩემპიონატის განმავლობაში დამაჯერებელი იყო და თავის საქმეს მშვენივრად ასრულებდა. ამავდროულად, კიელინი დიდი მოტივატორი და ლიდერული თვისებებით დაჯილდოებული მოთამაშეა, რამაც "სკუადრა აძურას" საჩემპიონო გზა გაუადვილა.

ჰარი მაგუაერი (ინგლისი) - ინგლისის ნაკრები დაცვაში მთელი ტურნირის განმავლობაში დამაჯერებელი იყო და პირველი გოლი მხოლოდ ნახევარფინალში გაუშვა. ამის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი 28 წლის მცველის კარგი თამაში იყო. "წითელი ეშმაკების" უკანახაზელმა უკრაინის ნაკრებს გოლიც გაუტანა.

ლუკ შოუ (ინგლისი) - "მანჩესტერის" კიდევ ერთ მცველს მშვენიერი ევროპის ჩემპიონატი ჰქონდა, რომელიც ფინალურ მატჩში გოლითაც დააგვირგვინა. შოუ დაცვით ფაზაშიც გამოირჩეოდა და შეტევებშიც ნაყოფიერად ერთვებოდა. მის ანგარიშზე სამი საგოლე გადაცემაა.

გრანიტ ჯაკა (შვეიცარია) - შვეიცარიის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი ნაკლებად სტაბილურად დაიწყო, თუმცა მერვედფინალში უდიდესი სენსაცია გამოაცხო და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები დაამარცხა. იოლად შესამჩნევი იყო, რომ "არსენალის" 28 წლის ნახევარმცველი გუნდის ლიდერი და შეუცვლელი მოთამაშეა. ესპანეთის ნაკრებთან მეოთხედფინალური მატჩი ნახევარმცველმა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა და ეს მის გუნდზე უარყოფითად აისახა.

პოლ პოგბა (საფრანგეთი) - საფრანგეთის ნაკრების ადრიანი გამოვარდნის მიუხედავად, პოგბას მშვენიერი მატჩები ჰქონდა და შვეიცარიასთან შეხვედრაში ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო გოლიც გაიტანა - შორიდან ულამაზესი დარტყმა შემოგვთავაზა. "მანჩესტერელმა" პორტუგალიის წინააღმდეგ ქარიმ ბენზემას გაატანინა. აღსანიშნავია, რომ ბევრი სამუშაოს მიუხედავად, პოგბამ ევრო 2020 გაფრთხილების გარეშე დაასრულა.

რაჰიმ სტერლინგი (ინგლისი) - ევრო 2020-ზე "მანჩესტერ სიტის" შემტევის გარეშე ინგლისის ნაკრების წარმოდგენა შეუძლებელი იქნებოდა - ჯგუფურ ეტაპზე "სამი ლომის" მიერ გატანილი ორივე გოლი მის ანგარიშზე იყო. რაჰიმმა ერთი ზუსტი დარტყმა გერმანიასთან პლეი-ოფის პირველ სტადიაზეც შეძლო, ამის შემდეგ კი ბომბარდირობის ფუნქცია ჰარი კეინს გადააბარა.

ფედერიკო კიეზა (იტალია) - "იუვენტუსის" 23 წლის ფორვარდი გადამწყვეტ მომენტებში საკუთარი ნაკრების გადამრჩენელად იქცა. კიეზამ სულ ორი გოლი გაიტანა, თუმცა ორივე ძალიან მაღალი კლასისა და მნიშვნელოვან დროს - ჯერ ავსტრიის ნაკრებთან დამატებით დროში და შემდეგ ესპანეთთან ძალიან დაძაბულ ნახევარფინალში.

კასპერ დოლბერგი (დანია) - "ნიცას" 23 წლის ფორვარდს ევრო 2020-ის საწყის ორ შეხვედრაში საერთოდ არ უასპარეზია, მაგრამ როცა შანსი მიეცა, ბრწყინვალედ გამოიყენა, უელსის ნაკრებთან დუბლი შეასრულა, ჩეხებთან მეოთხედფინალში კი მელეს პასით გოლი უმნიშვნელოვანეს დროს გაიტანა და ნახევარფინალში გასვლის ბედი გადაწყვიტა.

კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია) - პორტუგალიელი ვარსკვლავი ისევ ყველა რეკორდს ამხობს და კარიერის დასრულებაზე არც კი ფიქრობს.

რონალდოს მიშელ პლატინის რეკორდის გაუმჯობესებამდე ერთი გოლი აკლდა, მას კი ევრო 2020-ზე 5 შედეგიანი დარტყმა ჰქონდა (საგოლე პასიც მიითვალა) და ამ ტურნირზე მეტოქის კარში 15 გოლი დაუგროვდა. 36 წლის ფეხბურთელმა ევროპის ჩემპიონატზე ასევე სარეკორდო 25-ე მატჩი გამართა და ყველაზე მეტ, 5 ტურნირზე მიიღო მონაწილეობა.

Master
დოლბერგი აშკარად ზედმეტია აქ.მის მაგიერ რომელიმე ესპანელი უნდა იყოს.ერთი კაციც არაა მათგან,არადა ნახევარფინალისტია.კეინი,ინსინიე და ლუკაკუც იმსახურებენ სიმბოლურს.
შაკო
პატრიკ შიკი უნდა იყოს ამ სიაში
რუსეთის ევრო 2032-ის თანამასპინძლობა სურს - იტალიაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია
პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას შეეცდება
ქართული ფეხბურთის საწადელი და თავის ახლებურად გაცნობა - რა უნდა ვისწავლოთ ესპანელთა ტრიუმფისგან? - ევროს შეჯამება...
ამჯერად აშშ-ში - ხამესის თავგადასავალი MLS-ში გაგრძელდება
დაბრუნებას განიხილავენ - "მანჩესტერ იუნაიტედს" სკოტ მაკტომინეის კვლავ თავის რიგებში ხილვა სურს
წიტაიშვილი "მეცში" გამოარჩიეს - ქართველს კარგი კარიერული პერიოდი უდგას
ტერ შტეგენი გუნდს გამოიცვლის, თუმცა კატალონიაში დარჩება
[VIDEO] "არსენალმა" "ასტონ ვილა" დაშალა - ემერი "ემირეითსზე" შეაჩერეს...
სერხიო რამოსი შეიძლება საფრანგეთში დაბრუნდეს
სასაჩუქრე ნაკრებები მამაკაცისთვის - PSP-ში საახალწლო ფასდაკლება გელოდებათ
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა
ერთ ნაბიჯში "სიტისთან" - დღეს სემენიო "ბორნმუთში" სავარაუდოდ, ბოლო მატჩს ჩაატარებს
"ეს ძალიან რთული დრო იყო, ერთი გუნდი არ ვიყავით" - ვიტინიამ პსჟ-ში მძიმე პერიოდი გაიხსენა
"რომამ" მარტივად მოიგო და მე-4 ადგილზე გადავიდა
[VIDEO] ულამაზესი კადრები - ასე აღნიშნეს პსჟ-ის ფანებმა წარმატებული 2025 წელი
[VIDEO] იოკიჩის მძიმე ტრავმა? "დენვერი" "მაიამისთან" დამარცხდა, სერბმა კი მოედანი ნაადრევად დატოვა
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" კვლავ იმარჯვა და უკვე პლეი-ოფის ზონაშია
საქართველოს ნაკრებმა სეზონის ბოლო მატჩში საუდის არაბეთთან ფრედ ითამაშა
[VIDEO] მატჩისას მეკარე იძულებული გახდა ჩაი დაელია
სპერციანი სერია A-ში - "ინტერში" სომხური დუეტი იქნება?
7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი
საქმე სერიოზულადაა. წიტაიშვილს რიგი დაუდგა - ბუნდესლიგის კლუბი წინადადებას ამზადებს
ევროპის ჩემპიონატი მაინც 12 ქალაქში გაიმართება
ევრო 2020-ზე საუკეთესოები დაასახელეს - პირველად 1992 წლის შემდეგ...
საგიჟეთი მხოლოდ ახლა იწყება - მერვედფინალების წყვილები ცნობილია
ევრო 2020-ზე გასვლის შემთხვევაში საქართველოს ნაკრები რუსეთში არ ითამაშებს
"ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავდა... დიდი მადლობა..." - კრისტიან ერიკსენი
პედრი, კიეზა, ფილიპსი - ვინ გააძვირა "ევრო 2020"-მა?!