"დალას მავერიქსის" დამრიგებლის რიკ კარლაილის ასისტენტი დუეინ კეისი მომავალი სეზონიდან ”ტორონტოს” ჩაუდგება სათავეში
დღეს "ტორონტო რეპტორზი" ახალ მთავარ მწვრთნელს წარადგენს. "დალას მავერიქსის" დამრიგებლის რიკ კარლაილის ასისტენტი დუეინ კეისი მომავალი სეზონიდან კანადურ კლუბს ჩაუდგება სათავეში. "ტორონტოში" ის ჯეი ტრაიანოს შეცვლის, რომელმაც გასულ სეზონში 82-დან 60 მატჩი წააგო.

54 წლის კეისის დამოუკიდებლად "მინესოტაში" უმუშავია და 2005 წლის ივნისიდან 2007 წლის იანვრამდე 49 მატჩი მოიგო და 59-ჯერ დამარცხდა. ის მერვე მწვრთნელია "ტოროტოს" ისტორიაში.

"ჩემი ამოცანაა - ინდივიდუალური დაცვის დალაგება და მკაცრი სათამაშო სისტემის შემოღება", - განაცხადა "რეპტორზის" ახალმა დამრიგებელმა. კეისი არ მალავს, რომ დიდ მნიშვნელობას მიანიჭებს დაცვაში თამაშს. მისი თქმით, "დალასმა" "მაიამისთან" ფინალური სერია სწორედ კარგი დაცვის წყალობით მოიგო. მან ერთი საიდუმლო გაანდო ჟურნალისტებს - ფინალური სერიის დროს "დალასი" დაცვის საიმედოობის ასამაღლებლად ჰოკეის მატჩებს უყურებდა.

"ვიგრძენით, რომ სერიის დასაწყისში ძალიან რბილად ვთამაშობდით "მაიამის" წინააღმდეგ. სწორედ ამის შემდეგ ვნახეთ ჰოკეის მატჩების კადრები. დიდი შთაბეჭდილება მივიღეთ ძალისმიერი ილეთებისგან - სწორედ ასეთი თამაში გვჭირდებოდა. "ტორონტოში" ვაპირებ დაცვაში ასეთი მანერით თამაშს, თავდასხმაში კი სრულად ვენდობი კალათბურთელებს და მათ სრულ თავისუფლებას მივანიჭებ", - ამბობს დუეინ კეისი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა