ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სომხურ გუნდებსაც ჩვენზე უკეთესი შედეგები აქვთ - კავკასიური ფეხბურთი ევროთასებზე

სომხურ გუნდებსაც ჩვენზე უკეთესი შედეგები აქვთ - კავკასიური ფეხბურთი ევროთასებზე

სამწუხაროდ, 2021 წლის ზაფხულშიც ის ვნახეთ, რაც უკანასკნელ წლებში უკვე ნანახი გვქონდა - ქართული კლუბების უმეტესობა ევროსეზონს საწყის ეტაპზევე დაემშვიდობა ("დინამო" სხვა ტურნირზე გადაერთო). როგორც წესი, იშვიათი გამონაკლისიც არსებობს (გასულ სეზონში ასეთი თბილისის "ლოკომოტივი" იყო) და ეს ბათუმის "დინამოა" - მიუხედავად იმისა, რომ მათ მიერ დამარცხებული მეტოქე (სან-მარინოს "ტრე პენე") ძალიან სუსტი იყო.

შეხვედრამდე მეტოქეები აღნიშნავენ, რომ საქართველოში გახურებული სეზონის გამო თითქოს ჩვენი კლუბები უპირატეს მდგომარეობაში არიან და გარკვეულ ასპექტებში ეს გამოჩნდა კიდეც, მაგრამ მხოლოდ ეს ფაქტორი საკმარისი რომ არაა, დავინახეთ.

ქართულ კლუბებს ბრძოლა ნამდვილად არ დაუკლიათ, ლამაზი გოლებიც ვნახეთ, მაგრამ არსებობს გარკვეული ზღვარი, რომლის იქით მხოლოდ მონდომებით ვერაფერს შეძლებ, საქმეში ფიზიკური გამძლეობა, საკადრო რესურსი, გამოცდილება და სტაბილურობა ერთვება.

უახლოეს ერთ კვირაში ჰაიფის "მაკაბისთან" და ბელარუსის "ბატესთან" უმნიშვნელოვანესი თამაშები გვაქვს. ახლა მთელი ყურადღებისა და წარმატებაზე ფიქრის ამ შეხვედრებზე გადატანა დაგვჭირდება.

უეფას საკლუბო რეიტინგი

უეფას საკლუბო რეიტინგში ახლა 52 ევროპულ ქვეყანას შორის 43-ე ადგილს ვიკავებთ და ორი კლუბით ამ პოზიციის გაუმჯობესება შეგვიძლია. აქ ბევრი ცვლილებაა და ჩვენს მეზობელ ქვეყნებსაც სერიოზული პროგრესი აქვთ.

აზერბაიჯანი, რომლის ჩემპიონმაც საქართველოს საუკეთესო გუნდს სძლია, უეფას განახლებულ საკლუბო რეიტინგში 26-ე ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ მათგან ევროსეზონში ჯერ მხოლოდ "ნეფთჩი" ჩაერთო, ქვეყნის უკანასკნელი წლების მუდმივი ჩემპიონი "ყარაბაღი" კი კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ისრაელის "აშდიდს" დაუპირისპირდება. "სუმგაითს" სერბულ "ჩუკარიჩკთან" აქვს სათამაშო - ასე რომ, ჩვენს მეზობლებს რეიტინგში წინსვლის მშვენიერი შანსი აქვთ.

აზერბაიჯანზე ერთი საფეხურით უკანაა ყაზახეთი, რომლის წარმომადგენელმა "ქაირათმა" იმ ჰაიფის "მაკაბის" მოუგო, რომელიც ახლა საქართველოს ჩემპიონს კონფერენს ლიგაში დაუპირისპირდება. ყაზახურ გუნდებს იოლი მეტოქეები არც ევროპის რანგით მესამე ტურნირზე ჰყავთ (სპლიტის "ჰაიდუკი" და ბერძნული "არისი") და "ქაირათიც" სერბულ "ცრვენა ზვეზდასთან" სათამაშოდ ემზადება, მაგრამ ამ ქვეყნის კლუბისგან სენსაციაც გვახსოვს - "ასტანამ" სახლში "მანჩესტერ იუნაიტედსაც" კი მოუგო.

განსაკუთრებული პროგრესი სომხურ კლუბებს აქვთ (39-ე ადგილი) - მათმა ორმა წარმომადგენელმა პირველივე წრეში სერიოზულ წარმატებას მიაღწია - ჩემპიონმა "ალაშკერტმა" უელსურ "ქონაჰს" სძლია (რაშიც დავით ხურციძის დუბლიც დაეხმარა) და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებენ. რა თქმა უნდა, ტირასპოლის "შერიფი" სერიოზული მეტოქეა, მაგრამ იმასაც შეგახსენებთ, რომ მეორე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდნის შემთხვევაში, კლუბები ევროპის ლიგაზე გადაინაცვლებენ.

"არარატმა" უნგრულ "ფეჰერვარს" სძლია, სადაც ბუდუ ზივზივაძე გამოდის და უშანსოდ არც პოლონურ "შლიოსკთან" უნდა იყოს. მართალია, "ნოემ" უშანსოდ წააგო, მაგრამ "ურარტუ" სლოვენიურ "მარიბორს" ბოლომდე ებრძოლა.

• :D

მაკაბის ხო გავცდებით :D ფარერებზე რომ ფიქრობთ უკვე :D :D

• თემური

ქართლი ფეხბურთი სერიოზულადაა დაავადებული. სხვა მრავალ პრობლემას ემატება პოლიტიკოსობისა და ფეხბურთის მენეჯერობის შეთავსება. ასეთი რამ მხოლოდ საქართველოს მსგავს ქვეყანაში შეიძლება მოხდეს. პარლამენტარობა უდიდესი პასუხისმგებლობაა და განსაკუთრებულ ცოდნასა და უნარების ქონას მოითხოვს. სპორტის მენეჯერობა, თანაც უმაღლეს დონეზე, კიდევ უფრო სპეციფიური საქმიანობაა. არა მგონია, რომ ჩვენი "შემთავსებლები" ან ასეთი მრავალმხრივ განვითარებული პერსონებია, რომ მათი ერთ-ერთი სფეროსგან ჩამოშორება საქმისათვის საზიანო იქნებოდა (პირიქითაა ეს) ან ისეთი ენერგიულები არიან, რომ წარმატებით ართმევენ თავს თითო-თითო კაცისათვისაც კი ძნელად შესასრულებელ მოვალეობებს სრულყოფილად (ესაც პირიქითაა ჩვენთან). ეს პრობლემის ერთი მხარეა, მაგრამ მნიშვნელოვანი, თუმცა სამწუხაროდ არაერთადერთი.

• dinamo makabi modis

ჟურნალისტები გულშემატკივარი უნდა დაუჯდეთ ფიფიას და უნდა ვკითხოთ ყველამ ერთთად რაუნდა რას გვერჩის!!! სოლიდარიბა კვასხვაძეს იმედია ბოლო იყო ეს შეცდომები!!!!!

• gurulo

ე.ი. ფინანსები ფეხბურთში არაფერს წყვიტავს და უვიცები ვართ? კარგი ბატონო მაშინ დაგვისახელე 10 მლ ნიანი ბიუჯეტის გუნდი რომელსაც ჩემპიონთა ლიგა, ან რომელიმე უეფას თასი აქვს მოგებული ან თუნდაც ნახევარ ფინალში აქვს ნათამაშები და დიდი ასოებით დავწერ რომ უვიცი დებილი ვარ...:))

• gurulo

რა გაანალიზება უნდა,თვალსაჩინოდ ჩანს,მიუხედავად იმისა მომწონს თუ არა კავაზაშვილი. მაინც უნდა ვთქვა კავაზაშვილმა თავის რუსეთს მიხედოს,ჩვენ რომ მაგათი ფინანსები და რესურსი გვქონდეს....

• 1

დღესდღეობით ქართულ ფეხბურთში უამრავი არაპროფესიონალია, ახლაობლობით უვიცობით და კორუფციის მიზნით მოხვედრილი, განსაკეთრებით კლუბების მენეჯმენტში. შესაბამისად გვაქვს სამოყვარულოზე ოდნევ უკეთესი უმაღლესი ლიგა. რაც ყოველ წელს დასტურდება ევროპის თასებზე (უიშვიათესი გამონათებების გარდა).

• goga

რა ფინანსური შესაძლებლობები, რა ზღაპრებს ყვებით? აყოლილი ხართ უვიცი მწვრთნელების წუწუნს, თბილისის "დინამომ" მეთევზე-მეცხვარეებთან არ წააგო? მაგალითისთვის ლუქსემბურგში ფეხბურთელები სხვა საქმიანობით ირჩენენ თავს, სამსახურის შემდეგ დადიან ვარჯიშზე. ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე რომ შეეჩვია თამაშს, იქაური "დუდელნჟი", ნახევრად პროფესიონალური კლუბია და მხოლოდ რამოდენიმე მოთამაშეს უხდის ხელფას. ფული იცოცხლე კარგია, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ძაღლის თავი სხვაგან მარხია, გახსოვთ ა. კავაზაშვილმა რომ თქვა, ქართული კლუბები ეზოს ფეხბურთის დონეზე არიანო, გვეწყინა მაგრამ ვინმემ გააანალიზა რა იგულისხმა ამ კაცმა და რატომ თქვა?

• დჭ

ა კიდე საუკეთესო კლუბიო

• haha

სათაური არის სწორი, მიზანმიმართული. საქმე იმაშია, რომ სომხებს დაახლოებით იგივე ფინასური საშუალებები აქვთ როგორც ჩვენ. აზერბაიჯანს და ყაზახეთს ბევრად მეტი. (თუმცა მომწონს მათი თვითკრიტიკული მიდგომა საქმეზე). აქედან დასკვნა, არ გვივარგა მენეჯერები და არ ვართ თვითკრიტიკულები. თვითკრიტიკა გამარჯვების დროსაც შეიძლება, ჩვენთან კი ან ვაქებთ, ვითომ ამით განწყობას ვქმნით, ან ვაგინებთ და ამას კრიტიკას ვეძახით. ავტორს "რესპექტი".

"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა

"ასე რთულია. გუნდში 9 ახალი ტვინი მყავს" - კონტემ "ნაპოლის" მარცხის მიზეზებზე ისაუბრა

"ასე არ შეიძლება" - "კაირათის" მწვრთნელი მეკარისთვის გადაცემული საჩუქრით უკმაყოფილოა

WU17 | ბოსნია და ჰერცეგოვინა 2:1 საქართველო

ყველაფერი ოზემპიკზე: გამოყენება, შედეგები და გვერდითი მოვლენები

პედრი თბილისში ვერ ჩამოვა

[VIDEO] წიტაიშვილის კარგი მატჩი და "მეცის" მოულოდნელი გამარჯვება "ლანსთან"

10:9 პენალტების სერიაში - კიტეიშვილის "შტურმი" მეოთხედფინალში გავიდა

"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

"კვარაცხელიას მარჯვენა ფლანგზე დაყენება ლუის ენრიკეს პრობლემური სიჯიუტეა" - ფრანგი ჟურნალისტი

"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს

უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა

დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს

"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს

უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე

"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე

[VIDEO] დიდი შერიგება და სიყვარული - ვინისიუსის და ვირჯინიას ამ კადრებს 10 მილიონზე მეტი მოწონება აქვს

უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" სეზონს მაგრად იწყებს - "უორიორსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა

შენგელიას 11 ქულა და "ბარსას" მე-4 გამარჯვება ევროლიგაზე

სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება

[VIDEO] "გინდა, ვიჩხუბოთ?!... გასახდელში გავიდეთ!" - იამალისა და ვინისიუსის კონფლიქტის დეტალები

დღეს "კვარა" თუ მბაიე? - 4 საგოლე პასით დაწყებულს მიქაუტაძე გააგრძელებს

[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა

თბილისის "დინამოს" ახალგაზრდულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ისევ გაიმარჯვა

"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ

ლეგენდების მატჩში თბილისის "დინამომ" "აიაქსი" 5:2 დაამარცხა

"უოტფორდმა" ჩიქოვანი "შარლერუაში" გაანათხოვრა

ლეგენდების მატჩი | დინამო V აიაქსი