ლეგენდარული მოთხილამურე, ოლიმპიადის რვაგზისა და მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონი ბიორნ დელი წელს ტრასაზე დაბრუნებას აპირებს
სენსაციური ინფორმაცია გავრცელდა ნორვეგიიდან - ლეგენდარული მოთხილამურე, ოლიმპიადის რვაგზისა და მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონი ბიორნ დელი წელს ტრასაზე დაბრუნებას აპირებს.

დელიმ სპეციალურ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა, რომ მალე დაიწყებს ვარჯიშებს ნორვეგიის ნაკრებთან ერთად და მონაწილეობას მიიღებს საკვალიფიკაციო გარბენებში ქვეყნის ეროვნულ გუნდში მოსახვედრად. გარდა ამისა, 44 წლის მოთხილამურეს სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელი საკუთარი კომპანია აქვს და სწორედ ის შემოსავს ნორვეგიის ნაკრების წევრებს.

"გუნდს ტანსაცმლით მოვამარაგებ. გარდა ამისა, მინდა სპორტული კუთხითაც დავეხმარო ნაკრებს - თანაგუნდელებს საკუთარი ტექნიკის საიდუმლობებს გავანდობ. თავიდან შევეცდები ვარჯიშებზე გავუთანაბრდე მათ და როცა ფორმაში შევალ, მაშინ ვიფიქრებ ნამდვილ შეჯირბებებში გამოსვლაზე", - ამბობს ლეგენდარული მორბენალი.

დელიმ კარიერა 2001 წელს ზურგთან დაკავშირებული პრობლემების გამო დაასრულა და მას შემდეგ არ უვარჯიშია.

მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი პეტერ ნორტუგი აღფრთოვანებით შეხვდა დელის ამ გადაწყვეტილებას.

"შესანიშნავი იქნება ბავშვობის კერპთან კონკურენცია. ტრასაზე თვით ბიორნ დელის გასწრების შანსი მექნება", - განაცხადა თანამედროვე სათხილამურო რბოლის ერთ-ერთმა ლიდერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა