უიმბლდონის ხუთგზის ჩემპიონ ვენუს უილიამსს ქალთა ტურის ყველაზე ხანდაზმულ მონაწილესთან გამარჯვებისთვის სამი სეტი დასჭირდა
უიმბლდონზე სამ დღეს გაიწელა პირველი წრის მატჩები. გუშინ, სწორედ ამ ეტაპის შეხვედრები სრულდებოდა და პარალელურად, ჩოგბურთელებმა მეორე რაუნდში დაიწყეს ურთიერთობის გარკვევა.

წვიმა ამჯერადაც ჩაერია საქმეში და მოთამაშეები დაახლოებით საათნახევრიანი დაგვიანებით გავიდნენ კორტზე. ეს არ ეხებოდათ მხოლოდ ცენტრალურ კორტზე მყოფ ვენუს უილიამსსა და კიმიკო დატეს. უიმბლდონის მთავარი სტადიონი მოძრავი სახურავით გადაიხურა და დღის პირველი მატჩი დროულად დაიწყო. სწორედ ამ შეხვედრაში განვითარდა ყველაზე დრამატულად მოვლენები.

უიმბლდონის ხუთგზის ჩემპიონი ვენუსი ქალთა ტურის ყველაზე ხანდაზმულ მონაწილეს ხვდებოდა. იაპონელმა კიმიკო დატემ პირველად უიმბლდონზე 1989 (!) წელს ითამაშა და ერთხელ (1996 წელს) ნახევარფინალამდე მიაღწია. რა თქმა უნდა, იმის ილუზია არავის ჰქონდა, რომ 40 წლის აზიელი წელს იგივე შედეგს აჩვენებდა, მაგრამ იმ ორი თამაშით, რომლის ჩატარებაც იაპონელმა მოასწრო, ბრიტანული პუბლიკის საყოველთაო სიმპატია დაიმსახურა.

ვენუსს სამი სეტის ჩატარება დასჭირდა საბოლოო გამარჯვების მისაღწევად. თამაში თითქმის სამ საათს გაგრძელდა და ამერიკული ბეწვზე გადაურჩა წაგებას. პირველი სეტში ის 1:5 ჩამორჩა, მაგრამ ძალების არანორმალური დაძაბვის ხარჯზე ზედიზედ ხუთი გეიმი მოიგო და წინ გავიდა. გზად მას სამი სეტბოლის მოგერიება მოუწია, 6:5-ზე თავად ჰქონდა ერთი დარტყმით პარტიის აღების შანსი. საბოლოოდ, დაინიშნა ტაი-ბრეიკი და იქაც ძალიან დრამატულად განვითარდა მოვლენები - დატე 6:2 გავიდა წინ და ვენუსმა ზედიზედ ოთხი სეტბოლი გადაარჩინა. 6:6-ზე იაპონელმა მაინც იძალა და ზედიზედ ორი ქულის აღებით სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

მეორე სეტში უილიამსს ერთხელ ჰქონდა კრიტიკული მომენტი, როცა 2:1-ზე საკუთარი გეიმის დროს ექვსი ბრეიკ პოინტის მოგერიება მოუწია. საბოლოოდ, ის პარტია ვენუსმა 6:3 მოიგო და დაინიშნა გადამწყვეტი სეტი.

მესამე პარტიაში მეტოქეებმა თავიდან ბრეიკები გაცვალეს, რის შემდეგაც ორივე დამაჯერებლად ინარჩუნებდა საკუთარ მოწოდებას, თუმცა ბრეიკის გაკეთების უფრო მეტი შანსი მაინც ვენუსს ჰქონდა. საბოლოოდ, ყველაფერი მე-14 გეიმში გადაწყდა, რომელშიც უილიამსმა გადამწყვეტი ბრეიკი გააკეთა და სეტი 8:6 მოიგო.

"პირველ სეტში კიმიკომ საოცარი ჩოგბურთი აჩვენა - მისი თითქმის ყველა დარტყმა ხაზზე ჯდებოდა. თითქოს შევძელი იმ პარტიის გადარჩენა, მაგრამ ტაი-ბრეიკზე არ გამიმართლა... რა თქმა უნდა, უკეთესია უფრო იოლად მატჩების მოგება, მაგრამ ამასთან, ძალიან საჭირო გამოცდილება მივიღე", - განაცხადა მატჩის შემდეგ ვენუს უილიამსმა.

გუშინ მაინც და მაინც განებივრებული არ ვყოფილვართ მოულოდნელი შედეგებით. ყველა ფავორიტმა დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია. მაგალითად, რაფაელ ნადალმა წელს მეორედ დაამარცხა სამ სეტში ამერიკელი რაიან სვიტინგი. ესპანელმა მხოლოდ შვიდი უნებლიე შეცდომა დაუშვა, თუმცა ერთხელ სტივინგმა შეძლო ბრეიკის გაკეთება, ოღონდ ამას მატჩის შედეგზე გავლენა არ მოუხდენია - 6:3, 6:2, 6:4.

აღსანიშნავია, რომ ნადალს 2007 წლის ფინალში როჯერ ფედერერთან დამარცხების შემდეგ უიმბლდონზე შეხვედრა არ წაუგია. ახლა მისი მოგებათა სერია 16 მატჩს აღწევს.

შემდეგ წრეში ნადალი ლუქსემბურგელ ჟილ მიულერს შეხვდება, არადა, მესამე რაუნდში მაყურებელი რაფაელისა და კანადელი ვუნდერკინდის, მილოშ რაონიჩის დუელს ელოდა. სამწუხაროდ, რაონიჩმა მხოლოდ ხუთი გეიმის თამაში შეძლო მიულერის წინააღმდეგ და შემდეგ ტრავმის გამო მიატოვა მატჩი.

არც ენდი მიურეის გასჭირვებია მეორე წრის მოგება. ბრიტანელის მეტოქე 25 წლის გერმანელი ტობიას კამკე იყო. მასპინძელს კარგად ეჭირა საკუთარი მოწოდება და ერთი ბრეიკი არ დაანება მეტოქეს, თავად კი ოთხჯერ აიღო გერმანელის მოწოდება - 6:3, 6:3, 7:5. თამაში საათსა და 52 წუთს გაგრძელდა.

მამაკაცთა ბადეში განთესილებს შორის რამდენიმე დანაკლისი მაინც იყო. მოულოდნელი გახლდათ ფერნანდო ვერდასკოს მარცხი ჰოლანდიელ რობინ ჰაასესთან მატჩში. თუმცა ესპანელი ბოლო დროს საშინელ ფორმაშია და, შესაძლოა, მისი წაგება ბევრისთვის მოულოდნელობა არ ყოფილა. ოთხსეტიან მატჩში ფერნანდომ ძალიან არასტაბილურად ითამაშა - მის ანგარიშზე 44 უნებლიე შეცდომა იყო, იმ დროს, როცა ჰაასეს ანალოგიური მაჩვენებელი მხოლოდ 13-ს უდრიდა.

ჰოლანდიელმა ოთხი ბრეიკი გააკეთა და ორჯერ წააგო საკუთარი მოწოდება. საბოლოოდ, ორსაათნახევრიან შეხვედრაში ასეთი ანგარიში დაფიქსირდა - 6:3, 6:4, 4:6, 6:2.

ვერ გავიდა მესამე წრეში სტანისლას ვავრინკაც. მოულოდნელად მას სამ სეტში მოუგო იტალიელმა სიმონე ბოლელიმ. ბრეიკების რაოდენობა აპენინელის მხარეს იყო - 4:3. მატჩში ორი ტაი-ბრეიკი გათამაშდა და შეიძლება ითქვას, რომ იმ დღეს ვავრინკას უბრალოდ არ გაუმართლა.

კიდევ ერთი განთესილი, რომელიც მეორე წრიდან გამოეთიშა ბრძოლას, არგენტინელი ხუან-იგნასიო ჩელაა. მას შანსი არ ჰქონია ამერიკელი ალექს ბოგომოლოვის წინააღმდეგ. მატჩის სურათს კარგად ახასიათებს ბოლო სეტის ანგარიში - არგენტინელმა მესამე პარტია "მშრალი" ანგარიშით დათმო.

კაცები

I წრე

გრიგორ დიმიტროვი (ბულ)-სედრიკ მარსელ შტებე (გერ) 7:5, 7:5, 7:6; დმიტრი ტურსუნოვი (რუს)-ერნესტ გულბისი (ლატ) 6:3, 3:6, 7:6, 7:6; კევინ ანდერსონი (ს. აფრ)-ილია მარჩენკო (უკრ) 6:7, 7:6, 6:4, 4:6, 6:1.

II წრე

რაფაელ ნადალი (ესპ, 1)-რაიან სვიტინგი (აშშ) 6:3, 6:2, 6:4; ჟილ მიულერი (ლუქ)-მილან რაონიჩი (კან, 31) 3:2 რაონიჩის უარი; ჟილ სიმონი (საფ, 15)-დუდი სელა (ისრ) 7:6, 6:4, 7:5; მარდი ფიში (აშშ, 10)-დენის ისტომინი (უზბ) 7:6, 6:4, 6:4; რობინ ჰაასე (ჰოლ)-ფერნანდო ვერდასკო (ესპ, 21) 6:3, 6:4, 4:6, 6:2; ალექს ბოგომოლოვი (აშშ)-ხუან იგნასიო ჩელა (არგ, 25) 6:0, 6:3, 6:4; ტომას ბერდიხი (ჩეხ, 6)-ჟულიან ბენეტო (საფ) 6:1, 6:4, 6:2; ენდი მიურეი (ბრიტ, 4)-ტობიას კამკე (გერ) 6:3, 6:3, 7:5; ივან ლუბიჩიჩი (ხორ)-სერგეი სტახოვსკი (უკრ) 6:4, 6:4, 6:2; რიშარ გასკე (საფ, 17)-იგორ კუნიცინი (რუს) 6:1, 6:4, 6:4; სიმონე ბოლელი (იტა)-სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 14) 7:6, 6:3, 7:6; გაელ მონფილსი (საფ, 9)-გრეგა ჟემლია (სლოვენ) 4:6, 6:3, 6:3, 7:6; ლუკაშ კუბოტი (პოლ)-ივო კარლოვიჩი (ხორ) 7:6, 6:3, 6:3; ფელისიანო ლოპესი (ესპ)-რაინერ შუტლერი (გერ) 7:6, 6:7, 6:2, 6:2; ენდი როდიკი (აშშ, 8)-ვიქტორ ჰანესკუ (რუმ) 6:4, 6:3, 6:4.

ქალები

I წრე

ანდრეა ჰლავაჩკოვა (ჩეხ)-ანასტასია როდიონოვა (ავსტრა) 6:1, 6:2; იარმილა გაიდოშოვა (ავსტრა, 27)-ალიონა ბონდარენკო (უკრ) 7:5, 6:3; დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 24)-მირიანა ლუჩიჩი (ხორ) 3:6, 6:3, 8:6; პოლონა ჰერცოგი (სლოვენ)-იოჰანა ლარსონი (შვედ) 6:7, 6:3, 6:3; მატილდ იოჰანსონი (საფ)-ჰიზერ უოტსონი (ბრიტ) 2:6, 6:4, 6:4; იულია გორგესი (გერ, 16)-ანაბელ მედინა გარიგესი (ესპ) 6:3, 6:0; ლაურა რობსონი (ბრიტ)-ანჟელიკ კერბერი (გერ) 4:6, 7:6, 6:3; საბინ ლისიცკი (გერ)-ანასტასია სევასტოვა (ლატ) 6:1, 6:1; ჟიე ჟენგი (ჩინ)-ჟუჟანა ონდრაშკოვა (ჩეხ) 7:5, 6:0; მისაკი დოი (იაპ)-ბეტანი მატეკი (აშშ, 30) 6:4, 5:7, 7:5; პეტრა ჩეტკოვსკა (ჩეხ)-კრისტინა ბაროისი (გერ) 6:2, 5:7, 6:2; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 13)-ოლგა გოვორცოვა (ბლრ) 6:0, 3:0 გოვორცოვას უარი; ევგენია როდინა (რუს)-შანელ სხეპერსი (ს. აფრ) 6:3, 7:5; ფლავია პენეტა (იტა, 21)-ირინა კამელია ბეგუ (რუმ) 7:6, 4:6, 6:2.

II წრე

ქსენია პერვაკი (რუს)-პოლინ პარმენტიე (საფ) 6:2, 1:6, 6:3; ანდრეა პეტკოვიჩი (გერ, 11)-სტეფანი დუბუა (კან) 6:3, 4:6, 6:3; დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ, 25)-მარინა ერაკოვიჩი (ზელ) 6:3, 6:1; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 4)-ივეტა ბენეშოვა (ჩეხ) 6:0, 6:3; პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 8)-ენ კეოტავონგი (ბრიტ) 6:2, 6:1; რობერტა ვინჩი (იტა, 29)-რებეკა მარინო (კან) 7:6, 6:2; მარია ხოსე მარტინეს სანჩესი (ესპ)-მონაკა ნიკულესკუ (რუმ) 6:3, 6:0; ვენუს უილიამსი (აშშ, 23)-კიმიკო დატე (იაპ) 6:7, 6:3, 8:6; ცვეტანა პირონკოვა (ბულ, 32)-პეტრა მარტიჩი (ხორ) 6:1, 6:4; ვერა ზვონარევა (რუს, 2)-ელენა ვესნინა (რუს) 6:1, 7:6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა
"რაც არ უნდა მოხდეს ტურინში, მე ამ მომენტით უკვე სასწაულად ბედნიერი ვარ" - იანიკ სინერმა წელს მე-8 ტიტული მოიგო
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს