საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომელმაც ფორმულა 1-ის კალენდარში უნდა დააბრუნოს ფრანგული ეტაპი
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ფრანსუა ფიიონმა სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომელმაც ფორმულა 1-ის კალენდარში უნდა დააბრუნოს ფრანგული ეტაპი. ამ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი გახლავთ "ლოტუს-რენოს" შეფი ერიკ ბუიე.

ფრანგული მხარე რბოლისთვის ახალი ტრასის აშენებას არ აპირებს. მათი ჩანაფიქრით, ფორმულა 1-ის ეტაპს ჟერარ ნევეს სახელობის ავტოდრომი უმასპინძლებს, რომელზეც 1971-90 წლებში 14 გრანპრი გაიმართა.

"ოფიციალურად შემიძლია დავადასტურო, რომ შევქმენი სპეციალური ჯგუფი, რომელიც რეალობად აქცევს საფრანგეთის გრანპრის დაბრუნების პროცესს", - ამბობს ფრანსუა ფიიონი.

როგორც ვარაუდობენ, საფრანგეთის გრანპრის კალენდარში 2013 წლისთვის დააბრუნებენ, თუმცა ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენაც სწრაფად შეძლებს ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას ფრანგული მხარე.

ფორმულა 1-ის რბოლის გამართვა მხოლოდ საფრანგეთს არ სურს. რიგში ჩადგა ჰონგ კონგი. ქალაქის ხელმძღვანელობამ ოცნების ასრულებისკენ პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა - ორი დღის წინ ჰონგ კონგის ქუჩებში "რედ ბულის" სადემონსტრაციო გამოსვლა ჩატარდა. მანქანის საჭესთან ესპანელი ხაიმე ალგერსუარი იჯდა. სწორედ ქუჩის რბოლის ორგანიზება აქვთ დაგეგმილი ჰონგ კონგში.

"ეს პირველი ნაბიჯია ოცნების ასრულებისკენ, - ამბობს ჰონგ კონგის საავტომობილო ასოციაციის პრეზიდენტი უესლი ვანი. - დიდი ბედნიერება იქნება თუ ერთად კალენდარში მოხვდება სინგაპურის, მალაიზიის, ჩინეთისა და ჰონგ კონგის ეტაპები".

გარდა ამისა, ფორმულა 1-ის ეტაპის ორგანიზებაზე ზრუნვა დაიწყეს არგენტინასა და მექსიკაში.

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა