წუხელ დანიაში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩები გაიმართა. ფინალში ესპანეთისა და შვეიცარიის ნაკრებები გავიდნენ
ესპანეთი-ბელარუსი 3:1 (1:1 დ.დ.)

ესპანეთი (4-1-4-1): დე ხეა - მონტოია, ბოტია, ა. დომინგესი (77. კრკიჩი), დიდაკ ვილა - ხ. მარტინესი - მატა, ტ. ალკანტარა, ანდერი (58. კაპელი), მუნიაინი (70. ხეფრენი) - ა. ლოპესი.

ბელარუსი (4-4-2): გუტორი - ვერეტილო, ფილიპენკო, პოლიტევიჩი, პოლიაკოვი - პერეპეჩკო (61. ბეგა), დრაგუნი, სივაკოვი, ნეხაიჩიკი - ვორონკოვი (69. ბუკატკინი), სკავიში (84. რეკიში).

გოლები: 0:1 ვორონკოვი (38), 1:1 ა. ლოპესი (89), 2:1 ა. ლოპესი (105), 3:1 ხეფრენი (113)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ადრიან ლოპესი (ესპანეთი)

შვეიცარია-ჩეხეთი 1:0 (0:0 დ.დ.)

შვეიცარია (4-1-4-1): ზომერი - კოხი, კლოზე, როსინი, ბერარდი - ლუშტენბერგერი - შაჩირი, ჰოხშტრასერი (71. აბრაში), ფრაი (78. გავრანოვიჩი), ემეგარა (111. კოსტანცო) - მეჰმედი.

ჩეხეთი (4-1-4-1): ვაცლიკი - ვაჩა, მაზუხი, სუხი, ჩელუსტკა - გეცოვი - დოჩკალი, მორავეკი (83. ხრამოსტა), მარეჩეკი, ჩერნი (112. კადლეცი) - კოზაკი (63. პეხარტი).

გოლი: 1:0 მეჰმედი (114)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: მეჰმედი (შვეიცარია)

წუხელ დანიაში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩები გაიმართა. ფინალში ესპანეთისა და შვეიცარიის ნაკრებები გავიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ესპანელები აშკარა ფავორიტები იყვნენ ბელარუსებთან მატჩში, ისინი სასწაულებრივ გადაურჩნენ მარცხს - 89-ე წუთამდე ლუის მილიას შეგირდები 0:1-ს აგებდნენ. ვიბორგში სლავები 38-ე წუთზე დაწინაურდნენ ანდრეი ვორონკოვის აკრობატულ ნახტომში შესრულებული დარტყმის შემდეგ. საპასუხო გოლის კომბინაცია ბარსელონელებმა დაიწყეს, ტიაგო ალკანტარამ ხეფრენ სუარესი მოძებნა, რომლის ჩამოწოდებულსაც "დეპორტივოს" ცენტრფორვარდმა ადრიან ლოპესმა მიუსწრო.

პირველ დამატებით ტაიმში ადრიანმა გამარჯვების გოლი თავით გაიტანა (ეს მისი მე-5 გოლია ჩემპიონატზე), შემდეგ კი თავი ხეფრენმა გამოიჩინა. მეორე ნახევარფინალშიც გაამრჯვებული დამატებითმა დრომ გამოავლინა. მეორე დამატებით ტაიმში ჩეხების კარში შვეიცარიელმა მეჰმედიმ გაიტანა გამარჯვების გოლი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა