გთავაზობთ 22 ივლისის სატრანსფერო სიახლეებს:

მიკელ არტეტამ "არსენალს" "ვულვზის" ნახევარმცველის, რუბენ ნევესის გადაბირება სთხოვა. დიდი ალბათობით, პორტუგალიელი ფეხბურთელი "მეთოფეებს" შეუერთდება.

"ინტერს" შეტევის გაძლიერება სურს. იტალიური სპორტული ჟურნალების თანახმად, "ნერაძური" "ლაციოს" ფორვარდის, ფელიპე კაისედოს გადაბირებით არის დაიტერესებული. ეკვადორელ ფეხბურთელს მილანური გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელთან, სიმონე ინძაგისთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. შეგახსენებთ, სიმონე სკუდეტოს მოქმედი ჩემპიონების ჩაბარებამდე სწორედ რომაული გუნდის თავკაცი გახლდათ.

"ლიონი" მზადაა "აიაქსის" მეკარის, ანდრე ონანას სანაცვლოდ 3 მილიონი ევრო გადაიხადოს. შეგახსენებთ, კამერუნელ მეკარეს 2021 წელს დოპინგის აღმოჩენის გამო თამაში ეკრძალება. როგორც ცნობილია, ნიდერლანდურ მხარეს ახალგაზრდა კიპერის სანაცვლოდ 10 მილიონის მიღება სურს.

BBC-ის ცნობით, "მანჩესტერ სიტი" მზადაა ნუნო მენდესის სანაცვლოდ "სპორტინგს" 50 მილიონი ევრო გადაუხადოს. პეპ გვარდიოლას 19 წლის მცველის დამატება სურს, პორტუგალიურმა მხარემ კი საბოლოო სატრანსფერო ღირებულება უნდა დაასახელოს.

"ვესტ ჰემიდან" იჯარის წესით დაბრუნებული ჯესი ლინგარდი შესაძლოა "ევერტონში" გადავიდეს. the Sun-ის მიხედვით, "კანფეტების" ახალ მთავარ მწვრთნელს, რაფა ბენიტესს, "მანჩესტერ იუნაიტედის" გამთამაშებლის საკუთარი გუნდის რიგებში ხილვა სურს.

Sky Sports-ის ცნობით, "არსენალს" "ლივერპულის" კაპიტნის, ჯორდან ჰენდერსონის ყიდვა სურს. ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 31 წლის ნახევარმცველმა მერსისაიდულ კლუბთან კონტრაქტის პირობები ვერ შეათანხმა. აქედან გამომდინარე, სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

"მილანს" შეტევის გაძლიერება 21 წლის ბრაზილიელ ტეტეთი სურს. ფეხბურთელი ამჟამად დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელი გახლავთ. სავარაუდოდ, "როსონერი" ახალგაზრდა შემტევს სამუ კასტილეხოს შემცვლელად მოიაზრებს.

პსჟ პოლ პოგბას ირგვლივ არსებულ სიტუაციას გულისყურით აკვირდება. Daily Mirror-ის მიხედვით, პარიზელებმა 57-მილიონევროიანი შეთავაზება უკვე გააკეთეს, თუმცა "მანჩესტერ იუნაიტედი" ამ თანხას არ თანხმდება.

"ბარსელონა" მირალემ პიანიჩის გასხვისებას არ ჩქარობს. როგორც მოსალოდნელია, ფეხბურთელი, სავარაუდოდ, "იუვენტუსში" დაბრუნდება, "ბიანკონერის" რიგებში დაბრუნება კი იმას ნიშნავს, რომ იტალიელები ნახევარდაცვის ხაზს განაახლებენ. სხვა ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

Tuttosport-ის ცნობით, "ინტერი" პსჟ-ის განაპირა მცველის, ლეივინ კურზავას გადაბირებას შეეცდება. ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ფრანგი ფეხბურთელი პარიზელების სამომავლო გეგმებში არ შედის.

მადრიდის "რეალი" ლუკა იოვიჩთან დაკავშირებულ შემოთავაზებებს განიხილავს. სერბი ფორვარდის გადაბირებით "მონაკოა" დაინტერესებული. თვითონ ფეხბურთელსაც კლუბის შეცვლა სურს.

"ბარსელონას" მეორე მეკარე ნეტოს მომდევნო სეზონში მეტი სათამაშო დრო სჭირდება. ამრიგად, შესაძლოა კიპერმა პრემიერლიგას მიაშუროს, სადაც მისით "არსენალი" და "ტოტენჰემი" ინტერესდებიან.

ლეონ გორეცკას მიუნხენის "ბაიერნთან" კონტრაქტი 2022 წელს ეწურება. Bild-ის ცნობით, ფეხბურთელი გუნდს, სავარაუდოდ, მომდევნო წელს თავისუფალი სტატუსით დატოვებს, მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობას კი სჯერა, რომ გერმანელი ვარსკვლავის ხელში ჩაგდებას უსასყიდლოდ მოახერხებენ. შეგახსენებთ, "რეკორდმაისტერის" რიგებიდან დავიდ ალაბა თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატეს. ლეონის გადაბირებით "მანჩესტერ იუნაიტედიცაა" დაინტერესებული.

კირან ტრიპიერის მადრიდის "ატლეტიკოდან" შესაძლო წასვლის გამო "როხი ბლანკოს" ხელმძღვანელობა პოტენციური შემცვლელის ძიებაშია. როგორც Corriere dello Sport-ი წერს, დიეგო სიმეონეს "ნაპოლის" მარჯვენა მცველის, ჯოვანი დი ლორენცოს საკუთარ კლუბში ხილვა სურს. ეს ყველაფერი ჯერჯერობით ჭორის დონეზეა. სხვა დამადასტურებული ინფორმაცია ამ მომენტისთვის არ გავრცელებულა.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

ალვარესი "ბარსელონაში"? არგენტინელს ლევანდოვსკის შემცვლელად განიხილავენ
AS: 2024 წლის ზაფხულში "რეალი" ალფონსო დევისის შესაძენად ყველაფერს გააკეთებს
"ბარსელონა" და "რეალი" სანეს დამატებით დაინტერესდნენ - ფეხბურთელი გადაწყვეტილებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარამდე მიიღებს
"ბარსელონას" ვარსკვლავი შეიძლება თურქულ გუნდში გადაბარგდეს
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXII ტური] იონსენის "პოკერი", ანუ როცა მოდუნება წამითაც არ შეიძლება...
"რეალი" თავდამსხმელს იჯარით "ლიონში" გაუშვებს
"ფულჰემმა" შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლოს
უკვე ვარიანტი აქვს - დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრებიდან შესაძლოა, საუდის არაბეთში წავიდეს
U21 | საბერძნეთი V საქართველო - პირველი ვარჯიში ათენში
16-წლამდელებმა ნოემბრის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს
ლევანდოვსკიმ შეიძლება კარიერა დაასრულოს
ნაკრები ესპანეთთან და ბულგარეთთან მატჩებისთვის სრული შემადგენლობით ემზადება
18 წ. | ჩეხეთისთვის 26 შეირჩა
"ატალანტას" რაფაელე პალადინო გაწვრთნის
ოფიციალურად: დუდა სანაძე კარიერას ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
დე ლა ფუენტეს იამალის ნაცვლად თბილისში 28 წლის თავდამსხმელი მოჰყავს
"მილანი" მოდრიჩთან კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს
ოფიციალურად: იამალი საქართველოსთან მატჩს გამოტოვებს
მახაჩევის საუკეთესო ხუთეული: ილია მე-5, მერაბი P4P-ს მიღმა, ისლამი 1-ლი
"ბარსელონამ" მწვრთნელი გაათავისუფლა - პასკუალის დაბრუნება?
“ა” ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის რეგისტრაცია დაიწყო
"ჩვენ ერთად თამაშიც შეგვიძლია" - ეკიტიკემ ისაკის შესახებ ისაუბრა
"პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ტრანსფერია" - უეინ რუნიმ "სანდერლენდის" ფეხბურთელი გამოარჩია