ევროპის ლიგის მონაწილემ და საქართველოს თასის მფლობელმა "გაგრამ" გუშინ, 22 ივნისს მუხრანში ორი საკონტროლო მატჩი გამართა
ევროპის ლიგის მონაწილემ და საქართველოს თასის მფლობელმა "გაგრამ" გუშინ, 22 ივნისს მუხრანში ორი საკონტროლო მატჩი გამართა და ორივე რევაზ ძოძუაშვილის უგუნდოთა ნაკრებთან, რომელიც ორიოდე დღის წინ 2:0 დაამარცხა. A

პირველ შეხვედრაში გიორგი ჯოხაძის მიერ მე-51 წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით ანატოლი პისკოვეცის გაწვრთნილებმა გაიმარჯვეს - 1:0.

"გაგრა": მაღრაძე, ჩხეტიანი, ტყეშელაშვილი, აქუბარდია, ჯიშკარიანი, ჯოხაძე, ჯანაშია, ხუბუა, ხოჯაშვილი, ციცხვაია, გაბედავა.

შეცვლაზე შევიდნენ: ჯერემაია, გოგოხია.

"გაგრამ" მეორე დაპირისპირებაშიც გაიმარჯვა 4:1. გოლები გაიტანეს გრძელიძემ (2), გაბენიამ და ხუციძემ.

"გაგრა": ბეგაშვილი, გაბუნია, ყურულაშვილი, კალანდაძე, ხუციძე, გედენიძე, ჭკუასელი, მოსიაშვილი, კობერიძე, ორდინსკი, კვანტალიანი.

შეცვლაზე შევიდნენ: გრძელიძე, ყიფიანი.

"გაგრაში" ახალი ფეხბურთელები ვარჯიშობენ: ზუგდიდის "ბაიადან" - მაკარ აქუბარდია და გოგოხია, ფოთის "კოლხეთიდან" დათა სიჭინავა, საჩხერის "ჩიხურადან" მეკარე გიორგი ბეგაშვილი, 17 წლის აგრეთვე ნიგერიელი ჯონ ჯერემაია.

"გაგრას" საზოგადობასთან ურთიერთობისა და იურიდიული სამსახურის უფროსის მიხეილ აფხაზავას თქმით, ჯერემაია პისკოვეცს მოსწონს და, ალბათ, გუნდში ჩაირიცხება, აქუბარდიასა და გოგოხიას საკითხი მალე გადაწყდება, იანვარში ჩამოსული ნიგერიელი სულეიმან სადიქი კი მწვრთნელმა გაუშვა.

ჯერჯერობით ისვენებს საქართველოს თასის ფინალის გმირი, მეკარე კოკა სეფიაშვილი, მაგრამ გუნდს მალე შეუერთდება. მცირე ტრავმის გამო გუშინ დაასვენეს დავით გიგაური. საშიში არაფერია და ის დღეს ივარჯიშებს.

სპარინგ-მატჩებში არ მონაწილეობდა "გაგრას" ახალწვეულ გიორგი ჭედია, რომელიც კონტრაქტს დღეს, 23 ივნისს აფორმებს. გელა ხუბუა და გიორგი ბეგაშვილი კი გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ემზადებიან.

დაბოლოს: კენჭისყრის მიხედვით, ევროპის ლიგის მეორე ეტაპზე "გაგრას" ფამაგუსტას "ანორთოსისი" ჯერ ზესტაფონში უნდა მიეღო და შემდეგ გასვლაზე ლარნაკაში ეთამაშა. თუმცა ერთმანეთთან და უეფასთან შეთანხმებით, მეტოქეებმა ასე გადაწყვიტეს - 14 ივლისის მატჩს კვიპროსი უმასპინძლებს, 21 ივლისისას კი - საქართველო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა