გთავაზობთ 24 ივლისის სატრასნფერო სიახლეებს:

"ჰერტას", "ესპანიოლისა" და "გრანადას" ყოფილი ფეხბურთელი ჯონ კორდობა კარიერას "კრასნოდარში" განაგრძობს, კოლუმბიელმა ფეხბურთელმა რუსულ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა, სატრასნფერო ღირებულება 20 მილიონ ევროს შეადგენს.

ევრო 2020-ის შემდეგ გორან პანდევმა სანაკრებო კარიერა დაასრულა, თუმცა საკლუბო დონეზე ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებას ჯერ კიდევ არ აპირებს, "ნერაძურის" ყოფილი შემტევი "ჯენოაში" კიდევ 1 წლით დარჩება.

ჯერემი დოკუ ევროპირველობის შემდეგ მოთხოვნადი ფეხბურთელი გახდა, ბელგიელით "ლიონი", "ლივერპული" და "დორტმუნდია" დაინტერესებული.

კინგსლი კომანისა და მიუნხენის "ბაიერნის" მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "რეკორდმაისტერი" და ლონდონის "ჩელსი" ერთმანეთში კომანსა და ჰოდსონ ოდოის გაცვლიდნენ, თუმცა როგორც დღეს დაიწერა ფრანგმა ფეხბურთელმა მაისურის ნომერი შეიცვალა და აწი 29 ნომრიანის ნაცვლად 11-იანით იასპარეზებს.

"მანჩესტერ სიტიმ" გაბრიელ ჟესუსს ფასი დაადო. მას შემდეგ, რაც "ტოტენჰემი" ჰარი კეინის გუნდიდან გაშვებას დათანხმდა ბრაზილიელი ფეხბურთელი "ქალაქელების" ინტერსში აღარ შედის. Tuttosport-ის ცნობით, "სიტი" ფორვარდს 50-60 მილიონ ევროდ შეელევა, მისი სამსახურით "იუვენტუსია" დაინტერესებული. "ბიანკონერი" ფეხბურთელს სავარაუდოდ 2 წლიანი იჯარით წაიყვანს, დაინტერესების შემთხვევაში კი გამოსყიდვის უფლებით ისარგებლებს.

ფრანკ რიბერი 30 ივნისის შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდა, La Nazione-ს ცნობით, ფრანგი ლეგენდა მოლაპარაკებებს "სამპდორიასთან" აწარმოებს.

როგორც Daily Mirror-ის მიხედვით, პოლ პოგბამ "მანჩესტერ იუნაიტედისგან" შემოთავაზებულ კვირაში 350 000 ფუნტიან შემოთავაზებაზე უარი განაცხადა. ინგლისურ კლუბს სურს, რომ ფრანგ ვარსკვლავთან კიდევ რამდენიმე სეზონი ითანამშრომლოს, თუმცა თვითონ ფეხბურთელს როგორც ჩანს პსჟ-ში სურს გადაბარგება. სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

პიერლუიჯი გოლინი "ატალანტადან" იჯარის წესით "ტოტენჰემში" გადაბარგდება, ლონდონურ კლუბს მეკარის გამოსყიდვა შეეძლება. "სპურსი" ასევე ბერგამოელების მცველის, კრისტიან რომეროს ყიდვასაც შეეცდება, ლონდონურმა გუნდმა 40 მილიონიანი შეთავაზება უკვე გააკეთა.

Daily Mail-ის ცნობით, "მილანი" "ჩელსის" შემტევის, ჰაკიმ ზიეჩის იჯარის წესით გადაბირება შეეცდება, თუმცა როგორც ცნობილია მაროკოელი ფეხბურთელი ტომას ტუხელის გეგმებში შედის, ჯერ-ჯერობით უცნობია ჰაკიმის მომავალი, თუმცა "როსონერი" ზიეჩის გადასაყვანად ყველაფერს გააკეთებს.

"ტოტენჰემმა" მის ერთ-ერთ ლიდერთან, სონთან კონტრაქტი გაახანგძლივა, 29 წლის სამხრეთ კორეელი ლონდონურ კლუბში 2025 წლამდე დარჩება.

დიდი ალბათობით კრიშტიანო რონალდო ტურინულ კლუბში დარჩება, თუმცა იტალიური ჟურნალების თანახმად, თუ კილიან მბაპე წელს პსჟ-დან მადრიდის "რეალში" გადავა, ფრანგული კლუბი პორტუგალიელი ვარსკვლავის გადაბირებას შეეცდება. სატრასნფერო მითქმა-მოთქმაში სავარაუდოდ არგენტინელი მაურო იკარდიც ჩაერთვება.

"ჩელსი" გამოცდილი თავდამსხმელის ძიებაშია, ჩემპიონთა ლიგის მოქმედ ჩემპიონებს უკვე დიდი ხანია მიუნხენის "ბაიერნის" ფორვარდის, რობერტ ლევანდოვსკის "სტენფორდ ბრიჯზე" ხილვა სურს, "არისტოკრატები" ასევე ახალგაზრდა ნორვეგიელით, ერლინ ჰოლანის სამსახურით არიან დაინტერესებულნი.

ედენ აზარს მადრიდის "რეალში" 2 რთული სეზონი გამოუვიდა, როგორც Mirror წერს, ბელგიელი ფეხბურთელი კლუბის დატოვებას არ აპირებს და იმედი აქვს კარლო ანჩელოტიც იმავე აზრზე იქნება.

"იუვენტუსი" "სასუოლოსთან" მანუელ ლოკატელის თაობაზე მოლაპარაკებებს განაგრძობს, La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მხარეები თითქმის შეთანხმდნენ. "ბიანკონერის" ხელმძღვანელობას "აძურის" ნახევარმცევლის გადაყვანა 40 მილიონი ევრო დაუჯება.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

uuu
ეს ჰოლანი, რას გავს.
ალვარესი "ბარსელონაში"? არგენტინელს ლევანდოვსკის შემცვლელად განიხილავენ
AS: 2024 წლის ზაფხულში "რეალი" ალფონსო დევისის შესაძენად ყველაფერს გააკეთებს
"ბარსელონა" და "რეალი" სანეს დამატებით დაინტერესდნენ - ფეხბურთელი გადაწყვეტილებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარამდე მიიღებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა