რუსეთის პრემიერლიგის პირველ ტურში "რუბინმა" სახლში "სპარტაკს" 1:0 სძლია.

„რუბინს“ „სპარტაკი“ საკუთარ მოედანზე უკანასკნელ 7 შეხვედრაში არ ჰყავდა დამარცხებული და ნავსი გატეხა.

"პარიმატჩ პრემიერის" თასზე 0:4 განადგურების შემდეგ „რუბინს“ რევანშის აღება და სეზონის წარმატებულად დაწყება სურდა, მისმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ კი განაცხადა, რომ ბოლო ამხანაგურ შეხვედრებში წაგებები საგანგაშო გახლდათ. 45 105-იან "კაზან არენაზე" სტადიონის ტევადობის მხოლოდ 30%-ს დართეს თამაშზე დასწრების უფლება და ორი დღით ადრე ყველა ბილეთი გაიყიდა.

მატჩის დაწყების წინ რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კვარაცხელიას „მილანში“ გადასვლა გადაწყვეტილია. მას საზეიმოდ გადასცეს გასული სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზი, რომელიც ზედიზედ მეორედ მოიპოვა. ხვიჩა სასტარტოში იყო, პირველი ტაიმი კი დაძაბულ ბრძოლაში მიმდინარეობდა, უფრო სახიფათოდ სტუმრები უტევდნენ, გოლიც გაიტანეს, მაგრამ წესების დარღვევის გამო არ ჩაუთვალეს.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი მკვეთრად შეიცვალა. მივყვეთ თანმიმდევრობით:

ყაზანური გუნდი უპირატესობას დაეუფლა, მარცხენა მცველი სამოშნიკოვი ჩაერთო შეტევაში, 20 მეტრიდან დაარტყა და ჟიგოსგან რიკოშეტით ბურთი მოსკოველთა კარში აღმოჩნდა. შემდეგ სამოშნიკოვს დუბლის შესრულება მეკარე მაქსიმენკომ არ დაანება. დესპოტოვიჩს გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს. ჟიგოს შეცდომით შეეძლო ხვიჩას ესარგებლა, მაგრამ მიზანს ვერ უწია, ხოლო მერე მსაჯთან კამათისთვის ყვითელი ბარათი მიიღო.

„სპარტაკს“ ორი საპასუხო იერიშისას შეეძლო ანგარიშის გათანაბრება - ჯერ ბაკაევის დარტყმული დიუპინმა მოიგერია, შემდეგ კი სობოლევი არაზუსტად გაისარჯა.

83-ე წუთზე კვარაცხელია მაკაროვმა შეცვალა. "სპარტაკში" შეცვლაზე შესულმა მელქაძემ ორი შანსი ვერ გამოიყენა და "რუბინმა" გაიმარჯვა.

30 ივლისს, მეორე ტურში, „რუბინი“ ტულაში „არსენალს“ შეხვდება. შეგახსენებთ, ამ გუნდში ახლახან ყაზანური კლუბიდან ზურიკო დავითაშვილი გადავიდა.

სოსო
ხვიჩამ ვერ ითამაშა ძალიან კარგად.მაგრამ მის სტილში სამოშნიკოვმა მოიგო თამაში.გაფრთხილების მომენტში,მცველმა მკლავი დაუჭირა მკლავით,მსაჯმა კი,ხვიჩა დააჯარიმა და სწორედ ეს გააპროტესტა.მსაჯმა კი,გააფრთხილა.რასკაზოვმა ,ბოლო ორ თამაშში,მთლიანად ამოკეტა ხვიჩა.ვერც მოატყუა და ვერც სისწრაფეში აჯობა.აშკარად შორს არის ფორმიდან.
სოსო
ლევანს.ტელეგო 919.მატცჰ ტვ.(ეს მისამართი ინგლისური ასოებით უნდა ჩაიწეროს)მანდ მატჩ ტვ-ზე გადის ხოლმე ძირითადად.მატჩ პრემიერზე სულ რუსეთის ჩემპიონატის თამაშები გადის ხოლმე,მაგრამ ტელეგოზე,მხოლოდ გადაცემათა პროგრამას ვნახულობ,თვითონ გადაცემები კი,ჩვენი რეგიონისათვის დაბლოკილია და "სპორტ-ტვ.დებტვ.რუ/2020/221/მატცჰ-ფუტბოლ.1. ჰტმლ"-ზე(აქაც ყველაფერი ინგლისური ასოებით) ვუყურებ.სპორტული არხებია.

მომეჩვენა თუ ზედმეტად არ დარბის ხვიჩა, ფორმაში კი ნამდვილად არ არის ძალიან სამწუხაროდ. წარმატებები........
კ ო მ ბ ლ ე
მელქაძემ ორჯერ ააცილა ბურთს ფეხი, თუმცა რუბინმა გაიმარჯვა. ჰმ, ჟურნალისტო, არ აუცილებია, შესაშინებლად მოუქნია, შეაშინა და გაუმართლათ კიდეც, ხო მოიგეს? ყოჩაღ მელქაძეს.! ნამდვილი ავაზაა, ავაზა!
ლევან
სად უყურებთ ხოლმე თამაშს?
კახა ქ.
მე მგონი რუსულის ცოდნა რომ გააუმჯობესა ხვუმიჩას ამან დათვური სამსახური გაუწია.რატომღაც ასე მეჩვენება.არა მარტო მსაჯთან კამათი მაქვს მხედველობაში.არადა ყველა კომენტარში ვწერდი, რომ ინგლისურს მიაწექი ადაპტაციის და გუნდთან კომუნიკაციის ამბავში მსგრა დაგეხმარება მეთქი.ვაი და იქაც .......წარმატებები
ისიდორე
ვუყურე თამაშს და ცოტა არ იყოს მძიმედ გამოიყურებოდა ხვიჩა. ყვითელი დამსახურებულად უჩვენა მსაჯმა.მაგრად ითამაშა სამოშნიკოვმა როგორც დაცვაში ასევე შეტევებშიც მაგრად ერთვებოდა მეორე ბურთი მაგარი გააცუდა
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან