ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"სიონი" - სურვილი და საშუალება

"სიონი" - სურვილი და საშუალება

ინტერვიუ ბოლნისის "სიონის" პრეზიდენტ გია არევაძესთან
უმაღლესი ლიგის ერთ-ერთ ყველაზე "სტაჟიან" წევრად "სიონი" უნდა მივიჩნიოთ: 1995 წლიდან მოყოლებული ბოლნისელები უძლიერესთა შორის ასპარეზობენ. ამ დროის განმავლობაში იშვიათზე-იშვიათი იყო შემთხვევა, ქვემოქართლურ გუნდს უმაღლესი ლიგიდან გავარდნის საფრთხე რომ დამუქრებოდა.

უფრო პირიქით იყო, - საკუთარი "ხელწერის" მქონე გუნდი მუდამ საშუალო სიძლიერის კატეგორიას მიეკუთვნებოდა და საერთოდაც, ბოლნისიდან ქულ(ებ)ის წამოღება ამ 16 წლის განმავლობაში ყველას უჭირდა. თუმცა, ერთი პერიოდი ბოლნისელებს მართლაც საამაყოდ ჰქონდათ საქმე: 2006 წელს "სიონი" საქართველოს ჩემპიონი გახდა (სხვათა შორის, არც მანამდე და არც ამის მერე რაიონის გუნდს საქართველოს ჩემპიონატში არ გაუმარჯვია...)!

ამ წარმატებაში ფეხბურთელებთან და მთავარ მწვრთნელთან (კახა ცხადაძე) ერთად ლომის წილი მიუძღოდა კლუბის იმდროინდელ პრეზიდენტს გია არევაძეს, რომელიც ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, შარშან ზაფხულში ამავე პოსტზე დაბრუნდა "სიონში". სამწუხაროდ, ამჯერად "სიონმა" სენსაცია მეორედ ვერ მოახდინა; თუმცა, ევროტურნირებზე მოხვედრას ვინ ჩივის, გასულ სეზონში გუნდმა ძლივს შეინარჩუნა ადგილი უმაღლეს ლიგაში და რომ არა ჩემპიონატის ფინიშზე... რეგლამენტის შეცვლა, არავინ იცის რა და როგორ იქნებოდა. ყოველ შემთხვევაში, "ძველი რეგლამენტით" "სიონს" პლეი ოფში მოუწევდა თამაში გორის "დილასთან" და იმ ერთმატჩიან დაპირისპირებაში მართლაც ძნელი იქნებოდა პროგნოზის გაკეთება.

რა თქმა უნდა, გასულ სეზონში "სიონის" არასტაბილურ და, რაც მთავარია, არადამაჯერებელ ასპარეზობას უამრავი მიზეზი ჰქონდა: ობიექტურიც და სუბიექტურიც; ყოველ შემთხვევაში, შემადგენლობითაც და ფინანსებითაც "სიონი" უმაღლეს ლიგაში სამ-ოთხ გუნდს თუ ჩამორჩებოდა, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბოლნისელებმა ძლივს შეინარჩუნეს ადგილი უმაღლეს ლიგაში. სამწუხაროდ, მთლად დამაიმედებელი სიტუაცია არც ამჟამად არის - უმაღლესი ლიგის გუნდების უმრავლესობამ ახალი სეზონისათვის მზადებაც დაიწყო, ზოგი უცხოეთშია, ზოგიც ბაკურიანსა თუ საქართველოს შავიზღვისპირეთში გადის შეკრებას, აი, "სიონს" კი ჯერ ვარჯიშიც არ დაუწყია!

მართალია, ჩემპიონატის დაწყებამდე თვენახევარია დარჩენილი, მაგრამ ახალ სეზონს რომ გუნდი სათანადოდ მომზადებული და შესაბამისი კვალიფიკაციის ფეხბურთელებით უნდა შეხვდეს, ფაქტია. სწორედ ამ საკითხების გასარკვევად მივმართეთ "სიონის" პრეზიდენტს გია არევაძეს, რომელთანაც საუბარშიც სხვა თემებსაც შევეხეთ...

- "სიონის" გარდა უმაღლესი ლიგის ფაქტობრივად, ყველა გუნდი ახალი სეზონისათვის სერიოზულად ემზადება...

- ამ ეტაპზე რამდენიმე საკითხზე ვმუშაობთ; უპირველესი საზრუნავი ჩემი აზრით, სტაბილური დაფინანსება უნდა იყოს, - ანუ, იმის გარანტია უნდა გვქონდეს, რომ ეს დაფინანსება მთელი სეზონის განმავლობაში იქნება. არანაკლებ მნიშვნელოვანია საკადრო საკითხიც: ჯერჯერობთ ვერ გადაგვიწყვეტია, მხოლოდ ადგილობრივ ფეხბურთელებს დავეყრდნოთ თუ სხვა გუნდებიდან მოვიწვიოთ.

- "სხვა გუნდებში", ქართულს გულისხმობთ?

- არა, რატომ მხოლოდ ქართულს? არ დაგიმალავთ და უცხოეთიდანაც ვფიქრობთ ფეხბურთელების დამატებას. კიდევ ვიმეორებ, რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ და მალე ბევრ რამეს ნათელი მოეფინება.

- უფრო კონკრეტულად როდის შეგეძლებათ საუბარი?

- სავარაუდოდ, 30 ივნისს შევიკრიბებით და საკადროსთან ერთად, დაფინანსების საკითხზეც ვიმსჯელებთ. ყოველ შემთხვევაში, მაქსიმუმ 5 ივლისისათვის ბევრად უფრო კონკრეტულად ვისაუბრებ. არადა, არ დავმალავ: არის საკითხები, გადახედვას რომ მოითხოვს.

- კერძოდ?

- პირდაპირ გეტყვით: წინა სეზონში "სიონის" საბოლოო შედეგი მართლაც დამაფიქრებელია; ბოლოს და ბოლოს , უმაღლეს ლიგაში ადგილი როგორ შევინარჩუნეთ, თქვენც კარგად მოგეხსენებათ. ჰოდა, ასეთი "სიონი" საერთოდ, ვის სჭირდება? როცა ფეხბურთელი მხოლოდ იმის გამო თამაშობს, სახლში საჭმელი მივიტანოო, მასე არაფერი გამოვა. რა თქმა უნდა, არც უმაგისობაა, მაგრამ გასულ სეზონში "სიონს" რომ დაფინანსება ჰქონდა, თითზე ჩამოსათვლელ ქართულ გუნდებს თუ ჩამოვრჩებოდით.

- როგორ ფიქრობთ, სეზონის განმავლობაში ხშირმა სამწვრთნელო ცვლილებებმაც ხომ არ იმოქმედა გუნდის ასეთ უარყოფით შედეგზე?

- თავდაპირველად გიორგი ყიფიანი მუშაობდა და იმის მიუხედავად, რომ უმაღლეს ლიგაში სადებიუტო სეზონი ჰქონდა, "სიონმა" პირველი ეტაპი V ადგილზე დაასრულა. სამწუხაროდ, ამის შემდგომ კარიერის გაგრძელება უცხოეთში გადაწყვიტა და ჩვენც, ცოტა არ იყოს, ცაიტნოტურ სიტუაციაში აღმოვჩნდით და იძულებული ვიყავით გუნდის გაწვრთნა ადგილობრივ სპეციალისტისათვის, გიორგი ყიფშიძისათვის მიგვენდო.

სხვათა შორის, ამას წინათ თქვენს კოლეგებთან, ცოტა არ იყოს, მკვახედ მომიწია ყიფშიძის მუშაობის შეფასება... ახლა უკან კი არ ვიხევ, უბრალოდ, მართლაც განაწყენებული ვიყავი შედეგებით...

- თქვენი აზრით, მესამე წრეში "სიონის" ჩავარდნა მხოლოდ და მხოლოდ ყიფშიძის ბრალი იყო?

- ყველაფერში ყიფშიძეს ვერ დავადანაშაულებ, მაგრამ, იგივე ფეხბურთელები არ იყვნენ, წინამორბედის დროს V ადგილზე რომ იმყოფებდნენ? მერე, ხვიჩა ქასრაშვილი მოვიწვიეთ, სიტუაციაც ცოტა გამოსწორდა, მაგრამ, შემდეგ უარესი მოხდა, რასაც ვერაფრით წარმოვიდგენდი: გაყიდული თამაშები ახსენეს და სამიდან... ორში "სიონი" ფიგურირებდა!

- ეს რომ შეიტყვეთ, რა რეაქცია გქონდათ?

- ყველანი დათრგუნულები ვიყავით; ასეთ დროს, როგორ გინდა ფსიქოლოგიურად მოამზადო გუნდი... საერთოდ კი, მთლიანობაში გუნდმა რომ სეზონი ჩააგდო, ცალ-ცალკე ყველას ბრალი იყო: ხელმძღვანელებისაც, სამწვრთნელო შტაბისაც, ფეხბურთელებისაც...

- როცა ხუთი წლის წინ "სიონის" ხელმძღვანელად დაინიშნეთ, ამ გუნდს აბსოლუტურად განსხვავებული მიზნები ჰქონდა...

- გეთანხმებით, მიზნებიც განსხვავებული ჰქონდა და სხვა კვალიფიკაციის მწვრთნელიც გვყავდა, - კახა ცხადაძეს ვგულისხმობ. თუმცა, ნურც იმას დავივიწყებთ, რომ "სიონის" იმ ტრიუმფში არანაკლები როლი შეასრულა ხვიჩა ქასრაშვილმაც, რომელიც გუნდს I წრეში ხელმძღვანელობდა. სხვათა შორის, ხუთი წლის წინანდელი და ახლანდელი დაფინანსება რომ შევადაროთ, უმნიშვნელო ცვლილება იქნება...

- კლუბის ამჟამინდელი მფლობელობის საკითხი თუ გაირკვა?

- ამ ეტაპისათვის კლუბი ისევ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსზეა; ანუ, სახელმწიფოს გუნდია..

- კი, მაგრამ, "მადნეული"?

- "მადნეული" სპონსორია და, როგორც საუბრის დასაწყისში აღვნიშნე, სავარაუდოდ 30 ივნისს შევიკრიბებით და ბევრ რამეს გავარკვევთ.

- ამ ეტაპზე იმის თქმა თუ შეგიძლიათ, რომ ბოლნისელებს ახალ სეზონში უმაღლეს ლიგაში გუნდი უეჭველად ეყოლებათ?

- "სიონის" საჩემპიონო სეზონის დროს ბოლნისის გამგებელი ვიყავი და რასაც ვამბობდი, ჩემს ყველა დაპირებას ვასრულებდი; სამწუხაროდ, დღეს ვერავის ვერაფერს შევპირდები, თუმცა, რა დასამალია, რომ უდიდესი სურვილი მაქვს "სიონი" კვლავაც აღორძინდეს. ოღონდ, ის შემთხვევაა, ადამიანის სურვილი და საშუალება ერთმანეთს რომ უნდა ემთხვეოდეს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• gigi1984

ჯერ ერთი ყიფიანი მე როგოც ვიცი თავისი სურვილით არ წასულა,რატომ მიუყვანეთ ფეხბურთელები,რომელიც მას არ მოსცონდა?და მაგიტომ ცავიდა ის კაცი...მითხარით ფეხბურთელი რომელიც უფასოდ ითამაშებს.ეს აბსურდია!!!!!!!!ოჯახი რომ მშიერი ყავს და სამი თვე რომ ფულს არ მიცემ....... ეგეთი პრეზიდენტი და გუნდი...

• uzlevi

გუნდების რაოდენობა კიდევ 12-მდე გაზარდეს? ვერ გაიგებ ამ ქვეყანაში ვისი პალო ვის ღობეშია...

ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ბერნალს 382 დღე გაუცდა და "ბარსელონამ" კონტრაქტი გაუხანგრძლივა

კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან

"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია

"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო

მიქაუტაძის 73 წუთი - "ვილიარეალმა" "ატლეტიკი" დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა

დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ