საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირების ერთობლივი გადაწყვეტილებით, ორივე ქვეყანაში COVID19-ით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო, აგვისტოში დაგეგმილი აფრიკელთა ორკვირიანი ტურნე გაუქმებულია.

უმცროსი „ბოკე“ საქართველოში 1 აგვისტოს უნდა ჩამოსულიყო და ჩვენს 18-წლამდელთა ნაკრებთან, რომელიც რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, სამი თამაში გაემართა. მხარეებს შორის დღეს გამართული მოლაპარაკებისას მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე ეს ტურნე აღარ გაიმართება.

„ჩვენთვის პრიორიტეტი მოთამაშეების ჯანმრთელობაა და სამწუხაროდ, ასეთი გადაწყვეტილების მიღება მოგვიწია. მიუხედავად იმისა, რომ მკაცრად ვიცავდით კოვიდ-რეგულაციებს და რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების კუთხით, ამ თამაშების გამართვა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო, მოთამაშეების ჯანმრთელობით ვერ გავრისკავდით. აქედან გამომდინარე, ჩვენ და სამხრეთ აფრიკელებმა ტურნეს გაუქმების გადაწყვეტილება ერთობლივად მივიღეთ“ – განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ბაჩო ხურციძემ.

„ორივე ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება და ტურნეს გაუქმების გადაწყვეტილება ერთობლივად მივიღეთ. ასეთ გადაწყვეტილებამდე მისვლა იოლი არ ყოფილა, თუმცა მოთამაშეთა ჯანმრთელობა პრიორიტეტულია. მადლობა ჩვენს მეგობრებს საქართველოდან, რომლებიც შექმნილ სიტუაციას სწორად აფასებენ“ – ამბობს სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის გენერალური დირექტორი ჟური რუ.

ქართველ 18-წლამდელებს სამხრეთ აფრიკელი თანატოლების წინააღმდეგ 7, 11 და 14 აგვისტოს უნდა ეთამაშათ. გუნდი ამა წლის ოქტომბერში, კალინინგრადში გასამართი 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება.

rugby.ge

18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...