გთავაზობთ 31 ივლისის სატრანსფერო სიახლეებს:

L'Equipe-ს ცნობით, ანდრე ონანა "ლიონს" უახლოვდება, მისი სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 8 მილიონ ევროს უდრის. ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგული კლუბი მეკარეს სულ მალე გაიფორმებს.

ოფიციალურად ბენ უაითი "არსენალის" ფეხბურთია, "მეთოფეებისთვის" ცენტრალური მცველი რიგით მე-3 ტრანსფერი გახლავთ, ლონდონელებს "ბრაიტონის" ექს უკანა ხაზელის დამატება 59 მილიონი ევრო დაუჯდათ.

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იულეს კუნდეს ტრანსფერის გამო ლონდონის "ჩელსიმ" შესაძლოა კურტ ზუმა "სევილიაში" გაუშვას, თუმცა "არისტოკრატების" ამჟამინდელს მცველს თამაში პრემიერ ლიგაში სურს.

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს შვეიცარიელ ნახევარმცველს გრანიტ ჯაკას კარიერის გაგრძელებას "არსენალიდან" "რომაში" უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა როგორც აღმოჩნდა, "მეთოფეების" მთავარ მწვრთნელს, მიკელ არტეტას ნახევარმცველის იტალიაში გასხვისება აღარ სურს და გეგმაში მისი შენარჩუნება აქვს.

"ევერტონის" მთავარი მწვრთნელის, რაფა ბენიტესის გეგმებში ხამეს როდრიგესი აღარ შედის, როგორც Liverpool Echo ირწმუნება, კოლუმბიელ ფეხბურთელს ინგლისში დარჩენა სურს, თუმცა მისი მომავალი ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა.

რომელუ ლუკაკუ შესაძლოა სათამაშოდ ლონდონის "ჩელსიში" დაბრუნდეს, თავის მხრივ, კი "ინტერმა" ბელგიელი ფორვარდის შემცვლელის ძიება დაიწყო, როგორც ცნობილია "ნერაძურის" ხელმძღვანელობამ თვალი "ატალანტას" შემტევს, დუვან ზაპატას დაადგა, მისი სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 50 მილიონ ევროს შეადგენს.

"იუვენტუსის" ბოსებს კარგად ესმით, რომ "ბარსელონას" ფული სჭირდება, რათა სახელფასო ჭერი შეკრას და 4 ტრანსფერი ოფიციალურად გაიფორმოს, ასევე შეძლოს და ლიონელ მესისთვის კონტრაქტით გათვალისწინებული გადასახადი გადაიხადოს, ამრიგად, ტურინელები კატალონიურ კლუბში მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდებიან და მირალემ პიანიჩის სატრანსფერო ღირებულებას დიდ ყურადღებას აქცევენ.

მიუნხენის "ბაიერნს" "ბარსელონას" 2 ფეხბურთელის, სერჟინიო დესტისა და სერხი რობერტოს გადაყვანა სურს, როგორც გერმანული პრესა წერს, "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელობას ორივე სპორტსმენთან სურს გარიგება.

"არსენალის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი შესაძლოა დიდ ფეხბურთში დაბრუნდეს, Daily Mirror-ის ცნობით, დიდი ალბათობა იმისა, რომ ფრანგი სპეციალისტი სათავეში შვეიცარიის ნაკრებს ჩაუდგეს.

"არსენალს" მადრიდის "რეალის" ნახევარმცველის, მარტინ ოდეგორის ყიდვა სურს, the Sun-ის თქმით, "მეთოფეები" ნორვეგიელის სანაცვლოდ მზად არიან 50 მილიონი ევრო გადაიხადონ, ჯერ-ჯერობით უცნობია ესპანური კლუბის ხელმძღვანელობის პოზიცია, ამ ყველაფერს დრო გაარკვევს.

ისკოს კარგად ესმის, რომ მომდევნო სეზონში ის მეორე ხარისხოვანი ფეხბურთელი იქნება, ABC-ის მიხედვით, ფეხბურთელი დიდი ალბათობით გუნდს დატოვებს, მისი სამსახურით "არსენალი" და "მილანია" დაინტერესებული.

მადრიდის "ატლეტიკოს" მარჯვენა მცველი კიერან ტრიპიერი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე დალოდებას გეგმავს, რათა მისი სურვილი, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" ითამაშოს, ასრულდეს. Daily Telegraph-ის თქმით, ინგლისელი მცველის საბაზრო ღირებულება 35 მილიონი ევრო გახლავთ.

"არსენალს" "ინტერის" ერთ-ერთი ლიდერის, ლაუტარო მარტინესის ყიდვა სურს, Daily Mail-ის ცნობით, არგენტინელ ფეხბურთელს ესპანეთის ლიგაში სურს თამაში, ისიც იმ შემთხვევაში თუ "ნერაძურის" ის აღარ დასჭირდება.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

ალვარესი "ბარსელონაში"? არგენტინელს ლევანდოვსკის შემცვლელად განიხილავენ
AS: 2024 წლის ზაფხულში "რეალი" ალფონსო დევისის შესაძენად ყველაფერს გააკეთებს
"ბარსელონა" და "რეალი" სანეს დამატებით დაინტერესდნენ - ფეხბურთელი გადაწყვეტილებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარამდე მიიღებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა