საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები თბილისში შეიკრიბა და ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზში 3 კვირის განმავლობაში მოემზადება. ჩვენს ეროვნულ გუნდს უახლოესი ოფიციალური მატჩები ნოემბერში ელის, თუმცა ნაკრების ხელმძღვანელობისა და მწვრთნელთა შტაბის გადაწყვეტილებით, გენერალური შეკრება სეზონთშორის პერიოდში დაიგეგმა. ამის უპირველესი მიზეზი ეროვნული გუნდის წევრთა ფორმაში ყოფნა, მათი ერთმანეთთან კიდევ უფრო შეთამაშება და რა თქმა უნდა, ახალი კანდიდატების შერჩევაა.

ჯანმრთელობისა და სხვა რიგი მიზეზების გამო ეროვნულ გუნდში რამდენიმე კალათბურთელი, ძირითადად აშშ-ს გუნდებში მოთამაშეები ვერ ჩამოვიდნენ, თუმცა ნაკრების ძირითადი ბირთვი თბილისშია და ილიას ზუროსის ხელმძღვანელობით ემზადება. ვარჯიშების დაწყების წინ ნაკრების მოთამაშეებმა, მწვრთნელებმა და გუნდის ყველა წევრმა კოვიდ 19-ზე PCR ტესტები გაიკეთეს. ვერის ბაღის დარბაზში რეგულაციების სრული დაცვით ყველა პირობაა საიმისოდ შექმნილი, რომ ეროვნული ნაკრების კალათბურთელები უსაფრთხოდ მოემზადონ.

ილიას ზუროსი ასისტენტებთან – მილოშ გლიგორიევიჩთან, მანუჩარ მარკოიშვილთან, ანატოლი ბოისასთან და ფიზმომზადების მწვრთნელ ირაკლი შიოშვილთან ერთად ნაკრების წევრებს დღეში ორჯერადად ავარჯიშებს საიმისოდ, რომ სეზონის დასრულებისა და დასვენების შემდეგ თითოეულმა მათგანმა ფორმა აღიდგინოს. მწვრთნელთა შტაბს შემუშავებული აქვს სპეციალური გრაფიკი, რომლის მიხედვითაც კალათბურთელები ვარჯიშების ყველა საჭირო კურსს გაივლიან და ფიზიკურ-ტაქტიკურ მომზადებასთან ერთად მოთამაშეებს შორის ერთიანობის, გუნდურობის განცდა კიდევ უფრო განმტკიცდება.

შემადგენლობა:

გიორგი ცინცაძე ("თსუ"), გივი ბაქრაძე ("ოლიმპი"), ლუკა მაზიაშვილი (უგუნდოდ), ოთარ ფხაკაძე ("ქუთაისი"), ლუკა ბულაშვილი ("დინამო"), მერაბ ბოქოლიშვილი ("რუსთავი"), კახა ჯინჭარაძე ("ოლიმპი"), საბა ლობჯანიძე (უგუნდოდ), სანდრო სანაძე ("ტამისი", სერბეთი), ნიკა ჩეჩელაშვილი ("ცხუმ-აფხაზეთი"), დუდა სანაძე ("ბორაცი", სერბეთი), ნიკა გაფრინდაშვილი ("დინამო"), ნიკა მეცხვარიშვილი (ლუიზიანას უნივერსიტეტი, ნცაა, აშშ), მიხეილ ბერიშვილი (უგუნდოდ), გიორგი კორსანტია (უგუნდოდ), ალექსანდრე ფევაძე ("ცხუმ-აფხაზეთი"), ნიკა დარბაიძე ("დინამო"), თორნიკე შენგელია ("ცსკა", რუსეთი), ბექა ბექაური ('ბათუმი"), ილია ლონდარიძე ("ოლიმპი", გიორგი შერმადინი ("ტენერიფე", ესპანეთი), გიორგი ტურძილაძე ("ორში", საფრანგეთი), გიორგი თვალაბეიშვილი ("რუსთავი").

წყარო: საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
დუდა სანაძე კარიერას დუბაის "ალ ნასრში" გააგრძელებს
დუდა სანაძის 23 ქულა და პალმერის ბრძოლაში გამარჯვება | ლეგიონერთა ამბები
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ტრევიზოში ჩავიდა და დღეს პირველ ვარჯიშს გამართავს
შენგელიას 14 ქულა და იოლი გამარჯვება | კორსანტიას და სანაძის მოგებ-წაგება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას
გიორგი ცინცაძე აფრიკის ჩემპიონ გუნდში გადავიდა
ორივე გუნდიდან საუკეთესო იყო - "პალმერ მალიორკაში" დუდა სანაძის დებიუტი შედგა
[VIDEO] "ბარსელონა" დამარცხებულია — შენგელიას "დუბაი" ევროლიგის სათავეშია
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად
ოფიციალურად: დუდა სანაძე კარიერას ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
ოფიციალურად: თორნიკე შენგელია "დუბაის" კალათბურთელია
საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მოახლოებულ მატჩებს ტრავმირებულებით ხვდება
გიორგი ცინცაძის ბოლო სანაკრებო თამაში!
ცინცაძე თსუ-ს დუდუ დადიანის მემორიალის ფინალის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა
ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა
ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!
ევროლიგის პირველ ტურში შენგელიას "დუბაიმ" "რეალი" ქულით დაამარცხა
ქართული სპორტის სანაკრებო რეკორდსმენი - გიორგი ცინცაძე ევრობასკეტ 2022-ს უმიზნებს