"კრასნოდარის" ქართველმა კაპიტანმა რუსეთის პრემიერლიგის ბოლო ტურში "ტერეკთან" მარცხზე კომენტარი გააკეთა
რუსეთის პრემიერლიგის მე-15 ტურში ალექსანდრე ამისულაშვილის "კრასნოდარი" "ტერეკთან" შინ 0:2 დამარცხდა. მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მცველმა კომენტარი გააკეთა, სადაც მეტოქის კარგ თამაშსა და ცუდ მსაჯობაზე ისაუბრა:

- "ტერეკი" კარგი გუნდია, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ამ თამაშში რამით ჩვენზე მაღლა იდგა. ჩვენ ტოლ-სწორად ვთამაშობდით. "ტერეკს" სერიოზული მომენტები არ ჰქონია და ორივე გოლი სტანდარტული მდგომარეობიდან გაგვიტანა.

მიუხედავად ამისა, მეტოქემ მაინც კარგად ითამაშა: გატანილი გოლის შემდეგ უკან დაიხია და თამაში კონტრშეტევებზე ააგო.

- წინა ტუში დერბის შემდეგ "კრასნოდარი" თითქოს გამოფიტული ჩანდა...

- შესაძლოა. მოსაგებად კი ვიყავით განწყობილნი, მაგრამ თამაში რთული გამოდგა, მით უმეტეს, ასეთი მსაჯობით...

- მარცხში მსაჯებს ადანაშაულებთ?

- არ ვამტკიცებ, რომ სწორედ მსაჯობის გამო დავმარცხდით, მაგრამ ისე როგორც სერგეი ლაპოჩკინმა იმსაჯა, არ შეიძლება. ის ახალგაზრდა არბიტრია და შესაძლოა, ამდენი შეცდომა გამოუცდელობის ბრალიც იყოს. ასეა თუ ისე, თავისთავად ფაქტი გულდასაწყვეტია.

მომზადებულია soccer.ru-ს მიხედვით

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა