მოსფლიოს 115-ე ჩოგანი, 21 წლის ქართველი ჩოგბურთელი მიიჩნევს, რომ გარკვეულწილად ამერიკელია

ანა ტატიშვილი, რომელიც დღეს უიმბლდონის ტურნირის მეორე წრეში იანინა ვიკმაიერთან სამ სეტში 3:6, 6:4, 6:2 დამარცხდა, 13 წლის იყო, როდესაც საქართველო დატოვა და საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა. ორშაბათს უიმლდონზე 21 წლის ჩოგბურთელმა თავისი პირველი დიდი სლემის მთავარი მატჩი მოიგო - ანასტასია პივოვაროვა სამ სეტში დაამარცხა, 3:6, 6:2, 6:3.

- როგორ მოხვდით ჩოგბურთში?

- ოთხი წლისა და 8 თვის ვიყავი. თავდაპირველად თამაში ჩემმა დამ - თამთამ დაიწყო, რომელიც ჩემზე ორი წლით უფროსია. შემდეგ სურვილი მეც გამოვთქვი. როდესაც 13 წლის ვიყავი, როდესაც ოჯახით საცხოვრებლად აშშ-ში გადავედი და იქ ევერტის აკადემიაში შევედი.

- ახლა სად და ვისთან ვარჯიშობთ?

- ეან მეიერი და მამა - დიმიტრი მავარჯიშებენ. მამაჩემი მუდმივად ჩემთან ერთად მგზავრობს, მაშინ როდესაც დედაჩემი შინ, ფლორიდაში რჩება. მართალია იქ აღარ ვსწავლობ, მაგრამ ისევ ევერტის აკადემიის კორტებზე ვვარჯიშობ.

- კრის ევერტთან თამაშის შესაძლებლობა თუ გქონდათ?

- რა თქმა უნდა! მას დიდი ხანია ვიცნობ და კარგი მეგობრები ვართ.

- თქვენს სათამაშო სტილს როგორ აღწერთ?

- თამაშის ძირითად ნაწილს უკანა ხაზში ვატარებ. მაინცდამაინც არ მხიბლავს ბურთის ჩაწოდება.

- ვინაა თქვენი კერპი ჩოგბურთში?

- შტეფი გრაფი.

- ასარჩევად რომ გქონდეთ საქმე, ვის მოწოდებას ისურვებდით?

- შტეფი გრაფის. თუ თანამედროვე მოთამაშეებზე ვსაუბრობთ, ფედერერის მოწოდებას ვისურვებდი. ისე, რა თქმა უნდა, უარს არც სერენა უილიამსის მოწოდებაზე ვიტყოდი.

- ბალახის კორტები როგორ მოგწონთ?

- ბალახი მართლაც მომწონს. წვიმის შემდეგ მასზე თამაში რთულია, მაგრამ თუ კარგი კორტია, მაინც ბალახი მირჩევნია.

- ვინ იყო თქვენი ყველაზე რთული ოპონენტი?

- გამორჩევა გამიჭირდება. უამრავი რთული მატჩი მქონია.

- რა არის თქვენი საუკეთესო საჩოგბურთო მოგონება?

- როდესაც საზღვარგარეთ, იტალიაში, ჩემი პირველი იუნიორთა ტურნირი მოვიგე. საოცარი იყო. და კიდევ, როდესაც ჩემი პირველი WTA-ს მატჩი მოვიგე კეი ბისკანის წინააღმდეგ. მახსენდება ღამის მატჩი სანია მირზასთან, აკადემიის ყველა ბავშვი მხარს მიჭერდა...

- რას იგონებ საქართველოს შესახებ, როდესაც იქ არ ხარ?

- აბსოლუტურად ყველაფერს - ნათესავებს და მშობლიური ქალაქის ქუჩებს.

- რა გსურს გააკეთო განსატვირთავად?

- მომწონს კინოში წასვლა, საყიდლებზე სიარული, ზღვის სანაპიროზე სეირნობა.

- გვითხარით თქვენი განათლების შესახებ.

- უმაღლესი სკოლა დავამთავრე. უმაღლესი განათლების მიღება ჩოგბურთის გამო ვერ შევძელი, მაგრამ ვაპირებ ონლაინ კურსები გავიარო. ტექნიკური საგნები არ მხიბლავს. უფრო ისტორია და უცხო ენები მაინტერესებს.

- რა ენებზე საუბრობთ?

- ვსაუბრობ ქართულად, ინგლისურად და რუსულად.

- თქვენი ცხოვრების დიდი ნაწილი ამერიკაში გაატარეთ. თავს ამერიკელად მიიჩნევთ?

- საქართველოში დავიბადე და ქართული სისხლი მაქვს. მაგრამ ცხოვრების დიდი ნაწილი ამერიკაში გავატარე. იქ თავისუფლება მომწონს. ცხოვრება უფრო მარტივია. თვენახევარია ევროპაში ვარ და ვფიქრობ, აქ უფრო რთულია. ამერიკაში ყველაფერი უფრო იოლი ჩანს.

- რა თვისებას ანიჭებთ უპირატესობას ადამიანებში?

- პატიოსნებას.

- ვინმესთან შეხვედრის საშუალება რომ გქონდეთ, წარსულიდან ან მომავლიდან ვის შეხვდებოდით?

- ახლახანს პარიზში ვიყავი, ყველა მუზეუმი მოვინახულე. ლუვრში "მონა ლიზა" ვნახე. ასე რომ, ლეონარდო და ვინჩისთან შეხვედრას ვისურვებდი.

- უდაბნოში ან კუნძულზე რომ მოხვდეთ და თან ერთი საგნის წაღების საშუალება გქონდეთ, რა იქნებოდა ის?

- რაიმე კარგი წიგნი, რომ მოწყენილობისგან არ მოვკვდე. უამრავ წიგნს ვკითხულობ. უკანასკნელი, რომელიც მართლაც ძალიან მომეწონა, "დორიან გრეის პორტრეტი" იყო.

- დასასვენებლად წასვლა მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში რომ შეგეძლოთ, სად წახვიდოდით?

- მსურს ირლანდიას ვეწვიო. იქ არასდროს ვყოფილვარ და აუცილებლად ვაპირებ მის დათვალიერებას.

- ჩოგბურთში რა მიზანი გაქვთ?

- ამჟამად WTA-ს რეიტინგში 115-ე ვარ, ამდენად უპირველეს ყოვლისა, უმაღლეს ასეულში მოვხვედრაზე ვოცნებობ.

- ჩოგბურთი რომ არა, რას გააკეთებდით?

- ამაზე აქამდე არასდროს მიფიქრია, რადგან ბავშვობიდან ჩოგბურთი მიყვარდა.

მომზადებულია wtatennis.com-ის მიხედვით

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა