“აიაქსის” ფანკლუბის საიტზე სტატია გამოქვეყნდა, რომელიც 1966 წლის “აიაქსი”-“ლივერპულის” მატჩს ეხება

სტატია, რომელსაც ქვემოთ წაიკითხავთ, “აიაქსის” ფანკლუბის საიტზე ნაწილ-ნაწილ გამოქვეყნდა, ჩვენც დავიცავთ რიგითობას და მას რამდენიმე ნაწილად შემოგთავაზებთ.

“აიაქსი” ერთი თვის წინ ჰოლანდიის ჩემპიონი ოცდამეათედ გახდა. ამას გარდა, გუნდმა არაერთი სერიოზული მატჩი ჩაატარა ევროპის ლიგაზეც. თუმცა ამსტერდამულ გრანდს რა ხანია მართლა ისტორიული მატჩი აღარ ჰქონია. სტატიის ავტორი ერთ-ერთი ასეთი დაპირისპირების მონაწილეს შეხვდა. ვეტერანმა გულშემატკივარმა და “აიაქსის” მემკვიდრეობის გადარჩენის ერთ-ერთმა მოთავემ, ამჟამად კლუბის არქივარიუსმა ჰენრი შუმანმა დეტალებზე დაუზარლად ილაპარაკა. სტატია 1966 წლის “აიაქსი”-“ლივერპულის” მატჩს ეხება.

ჩვენი გმირი 6 წლის განმავლობაში თამაშს არ ტოვებდა ჰოლანდიის სტადიონებზე - თავის საყვარელ ფეხბურთელებს ყველგან ამხნევებდა, მაგრამ გახდა თუ არა 20-ის, გადაწყვტიტა, რომ ამიერიდან ევროპაშიც უნდა ემოგზაურა გუნდთან ერთად. რა თქმა უნდა, მან ინგლისში წასვლაც გადაწყვიტა, სადაც მათ “ლივერპული” ელოდათ: “მოგზაურობას ორგანიზება “აიაქსის” ადმინისტრაციამ გაუწია. ჩვენ ინგლისში ფეხბურთელებთან ერთად გავფრინდით. მთელი სალონი ფანებით იყო სავსე. რამდენიმე დღე ლონდონში გავჩერდით და მხოლოდ ამის შემდეგ ჩავედით ლივერპულში, “ბითლზის” ქალაქში. “ლივერპულის” თავკაცმა ბილ შენკლიმ თამაშამდე დაიტრაბახა, ნახავთ, ამსტერდამელებს 6:0 ან 7:0-ს მოვუგებთო (ამსტერდამში მასპინძლებს 5:1 ჰქონდათ მოგებული. რედ). ასეთი განცხადებები სერიოზულად გვაფიქრებდა. ჩვენ, ფანები ზედა იარუსზე მოგვათავსეს. ასეთი სიმაღლიდან ფეხბურთის ყურება განუმეორებელი შეგრძნებაა. “აიაქსი” მოედანზე შეუდარებელი იყო. კრუიფმა ორი გოლი გაიტანა, თამაში კი 2:2 დასრულდა, რისი წყალობითაც ევროპის თასის მეოთხედფინალში გავედით. ეს ფენომენური მიღწევა გახლდათ”.

ცოტა ხანში “აიაქსს” მორიგი გასვლა ელოდა - ამსტერდამელები პრაღას ეწვივნენ, რათა იქ “დუკლას” შებმოდნენ (შინ 1:1 ითამაშეს). ამ მოგზაურობასაც შუმანი იხსენებს: “პრაღელებთან დაპირისპირება ძალიან ძნელი იყო. იქ გუნდთან ერთად გამგზავრება 125 გულდენი დაჯდა. ამ თანხის მოგროვებაში მშობლები დამეხმარნენ. მშვიდი პრაღა “აიაქსის” ხმაურიანმა ფანებმა “თავდაყირა დააყენეს”. ის თამაში წავაგეთ (1:2. რედ) ძირითადად ფრიტს სუტკაუს ავტოგოლის წყალობით. რინუს მიხელსმა ამის გამო ფეხბურთელი გუნდიდან გაუშვა. ის სეზონი ჰოლადიაში გუნდმა ფანტასტიკურად ჩაატარა, 122 გოლი გაიტანა, გახდა ჩემპიონი და თასიც მოიპოვა”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
"თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ, კონფერენს ლიგაზე გასვლითაც ბედნიერები უნდა ვიყოთ" - სობოსლაი საკუთარი გუნდის თამაშით აღშფოთებულია
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო