უიმბლდონი 2011: სერენა უილიამსმა ორგანიზატორები იმის გამო გააკრიტიკა, რომ მას და ვენუსს მუდმივად მეორე კორტზე უშვებენ სათამაშოდ
გუშინ უიმბლდონზე მეორე წრე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მატჩები რამდენჯერმე წვიმის გამო შეწყდა, ამიტომაც კაცებს შორის სამი და ქალებში ოთხი მატჩი მეორე დღისთვის გადაიდო - მათ შორის კაროლინ ვოზნიაცკისა და მარია შარაპოვას შეხვედრები.

დღის ყველაზე დრამატულ მატჩად, რა თქმა უნდა, როლან გაროსის ჩემპიონის ნა ლისა და გერმანელი ვეტერანის საბინ ლისიცკის დაპირისპირება უნდა მოვნათლოთ.

ჩინელ ჩოგბურთელს წელს "დიდი სლემის" ტურნირებზე 15-დან 14 მატჩი ჰქონდა მოგებული - ერთადერთხელ დამარცხდა ავსტრალიის ღიას ფინალში ბელგიელ კიმ კლაისტერსთან და მოიგო საფრანგეთის ღია პირველობა. თავისი პლიუსები ლისიცკისაც ჰქონდა. ბალახის კორტებზე ბოლო 13 მატჩიდან 12-ჯერ გამარჯვებულმა დატოვა კორტი. 2009 წელს მან უიმბლდონზე მეოთხედფინალში ითამაშა, ორი კვირის წინ კი ბირმინგემის ტურნირის მოგება მოახერხა. შარშან მან ხუთი თვე გამოტოვა მარცხენა მუხლის ტრავმის გამო და კლასიფიკაციაში პირველი ორასეულის მიღმა აღმოჩნდა.

ასე რომ, ნა ლის მესამე განთესვის ნომრის მიუხედავად, რთული იყო რომელიმე ჩოგბურთელისთვის წინასწარ უპირატესობის მინიჭება. პროგნოზი გამართლდა და მაყურებელმა ძალიან დაძაბული მატჩი იხილა, სადაც მთავარი მოვლენები მესამე სეტში განვითარდა.

გადამწყვეტ პარტიაში ნა ლი 4:2-სა და 5:3-ს იგებდა, ორჯერ აწვდიდა მატჩზე (5:4-ზე და 6:5-ზე), მაგრამ ორივეჯერ მეტოქემ მას ბრეიკით უპასუხა. მეცხრე გეიმში ლისიცკის მოწოდებისას, 15:40-ზე ნა ლიმ ორმაგი მატჩბოლი მიიღო. საბინმა ორივე საფრთხე კარგი მოწოდების წყალობით მოიგერია, ხოლო, როცა მორიგი ბრეიკით ანგარიში გაათანაბრა (6:6), ინიციატივა მთლიანად მის მხარეს გადავიდა. ნა ლის მსგავსად, მანაც ორი მატჩბოლი ვერ გამოიყენა, მაგრამ მესამე ცდაზე ლიმ ფორჰენდის შესრულებისას ბურთი აუტში გაუშვა და ლისიცკიმ მესამე წრის საგზური მოიპოვა.

სერენა უილიამსმა მეორე მატჩი მოიგო ამ უიმბლდონზე. მას მეორე კორტზე მოუწია თამაში რუმინელი სიმონა ჰალეპის წინააღმდეგ. მეორე კორტს "ჩემპიონების სასაფლაოს" უწოდებენ, რადგან აქ ხშირია სენსაციები. სხვათა შორის, წინა დღეს სწორედ ამ კორტზე ითამაშა ვენუს უილიამსმაც და დიდი გაჭირვებით შეძლო მოგება. უფროსი დის მსგავსად, გუშინ ასევე სამი სეტის თამაში მოუწია სერენასაც.

მოქმედმა ჩემპიონმა მხოლოდ პირველი პარტიის წაგების შემდეგ იპოვნა საკუთარი თამაში. ერთი პირობა ჰალეპი უმკლავდებოდა გააქტიურებულ მეტოქეს, მაგრამ 4:2-დან მოყოლებული, მომდევნო ცხრა გეიმიდან რვა ამერიკელმა მოიგო და გადაწყვიტა კიდეც მატჩის ბედი. მას შემდეგ, რაც სერენა წინა კვირას ისტბურნის ტურნირზე დაუბრუნდა პროფესიულ ტურს, ეს მისი ზედიზედ მეოთხე სამსეტიანი მატჩი იყო.

საინტერესოა, რომ შეხვედრის შემდეგ უმცროსმა უილიამსმა გააკრიტიკა ორგანიზატორები იმის გამო, რომ მას და ვენუსს მუდმივად მეორე კორტზე უშვებენ სათამაშოდ: "მათ მოსწონთ ჩვენი მეორე კორტზე დაყენება. ჯერჯერობით ამის მიზეზს ვერ ვხვდები. იმედია, ოდესღაც ამოვხსნი ამ საიდუმლოს".

მამაკაცებს შორისაც გაიმართა ერთი ცენტრალური შეხვედრა - მსოფლიოს მეხუთე ჩოგანი რობინ სიოდერლინგი უიმბლდონის 2002 წლის ჩემპიონ ლეიტონ ჰიუიტს ხვდებოდა. ავსტრალიელმა კარგად დაიწყო და საწყისი ორი სეტი მოიგო. პირველ სეტში ბრეიკი არ ყოფილა და ყველაფერი ტაი-ბრეიკზე გადაწყდა, მეორეში კი ჰიუიტმა მერვე გეიმში აიღო მეტოქის მოწოდება და სეტი ამის ხარჯზე მოიგო.

მაგრამ სკანდინავიელი არ დანებდა, თანაც ავსტრალიელი დაიღალა. საინტერესოა, რომ მომდევნო ორ სეტში სიოდერლინგმა ბოლო გეიმებში გააკეთა ბრეიკები. მეხუთე სეტში ჰიუტისთვის ყველაფერი კარგად დაიწყო - მან მატჩში მეორე ბრეიკი გაახერხა და 2:1 დაწინაურდა, მაგრამ რობინმა მოულოდნელად ძალიან იოლად დაიბრუნა დაკარგული მოწოდება - 2:2.

მეათე გეიმში შვედმა სამმაგი ბრეიკ-პოინტი მიიღო, რომელიც მატჩბოლს უდრიდა. ამის შემდეგ მატჩის მოგება ტექნიკის საქმე იყო და სიოდერლინგმა შანსი ხელიდან არ გაუშვა. თამაში სამი საათი და 50 წუთი გაგრძელდა. რობინმა 28 ეისი ჩააწოდა, ჰიუიტმა - 15. შვედს 74 "ვინერსი" ჰქონდა, ავსტრალიელს - 44. ერთადერთი, რაშიც ლეიტონმა მეტოქეს აჯობა, ნაკლები უნებლიე შეცდომა იყო (19-39).

პრობლემა არ ჰქონია მსოფლიოს მეორე ჩოგანს ნოვაკ ჯოკოვიჩს. სერბს წინააღმდეგობა ვერ გაუწია სამხრეთაფრიკელმა კევინ ანდერსონმა. მართალია, ამ უკანასკნელმა ერთხელ შეძლო მეტოქის მოწოდების აღება, მაგრამ ნოვაკის ანგარიშზე ხუთი ბრეიკი იყო და ამის ხარჯზე სერბმა საათსა და 54 წუთში 6:3, 6:4, 6:2 გაიმარჯვა.

მდევრის როლში აღმოჩნდა ხუან მარტინ დელ პოტრო ბელგიელი ოლივიე როხუსის წინააღმდეგ. პირველი სეტი ფავორიტმა ტაი-ბრეიკზე (7:9) წააგო, მაგრამ მომდევნო სამ სეტში 30 წლის როხუსმა მიღებაზე მხოლოდ შვიდი ქულა აიღო. არგენტინელი შეუდარებელი იყო საკუთარი მოწოდებისას - 30 ეისი შეასრულა და პირველი მოწოდების სიზუსტემ 70 პროცენტს გადააჭარბა. არგენტინელი პირველად კარიერაში უიმბლდონის მესამე წრეში გავიდა.

დღის ბოლოს ტურნირის ერთ-ერთმა ფავორტიმა როჯერ ფედერერმა ფრანგი ადრიან მანარინო გაანადგურა და მესამე რაუნდში დავიდ ნალბანდიანზე გავიდა.

კაცები

II წრე

ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 24)-ოლივიე როხუსი (ბელ) 6:7, 6:1, 6:0, 6:4; კაროლ ბეკი (სლოვაკ)-გილერმო გარსია ლოპესი (ესპ, 26) 7:6, 6:4, 3:6, 6:4; ფერნანდო გონსალესი (ჩილ)-რიკ დე ვოესტი (ს. აფრ) 6:4, 6:4; ჟო ვილფრიდ ცონგა (საფ, 12)-გრიგორ დიმიტროვი (ბულ) 6:7, 6:4, 6:4, 7:6; ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 16)-ჯონ ისნერი (აშშ) 7:6, 7:6, 6:7, 6:3; მიხაილ იუჟნი (რუს, 18)-სომდევ დევარმანი (ინდ) 6:2, 6:4, 6:4; დავიდ ნალბანდიანი (არგ, 28)-ანდრეას ჰაიდერ-მაურერი (ავსტრია) 6:3, 3:6, 6:4, 6:4; როჯერ ფედერერი (შვეიც, 3)-ადრიან მანარინო (საფ) 6:2, 6:3, 6:2; რობინ სიოდერლინგი (შვედ, 5)-ლეიტონ ჰიუიტი (ავსტრა) 6:7, 3:6, 7:5, 6:4, 6:4; ქსავიე მალისე (ბელ)-ფლორიან მაიერი (გერ, 20) 1:6, 6:3, 6:2, 6:2; იუნ-ჰსუნ ლუ (ტაივ)-ვიქტორ ტროიცკი (სერ, 13) 7:6, 6:4, 6:4; მიკაელ ლოდრა (საფ, 19)-რიკარდო მელო (ბრა) 6:2, 4:6, 6:2, 6:3; მარკოს ბაღდატისი (კვიპ, 32)-ანდრეას სეპი (იტა) 6:4, 7:6, 7:5; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2)-კევინ ანდერსონი (ს. აფრ) 6:3, 6:4, 6:2.

ქალები

II წრე

იარმილა გაიდოშოვა (ავსტრა, 27)-ანდრეა ჰლავაჩკოვა (ჩეხ) 7:6, 6:3; დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 24)-პოლონა ჰერცოგი (სლოვენ) 6:1, 6:2; იულია გორგესი (გერ, 16)-მატილდ იოჰანსონი (საფ) 7:6, 6:2; მელინდა ჩინკი (უნგ)-ანასტასია იაკიმოვა (ბლრ) 7:5, 6:3; კლარა ზაკოპალოვა (ჩეხ)-ლუსი საფაროვა (ჩეხ, 31) 6:0, 6:7, 6:4; საბინ ლისიცკი (გერ)-ნა ლი (ჩინ, 3) 3:6, 6:4, 8:6; მისაკი დოი (იაპ)-ჟიე ჟენგი (ჩინ) 6:3, 6:1; ანა ივანოვიჩი (სერ, 18)-ელენი დანილიდუ (საბ) 6:3, 6:0; პეტრა ჩეტკოვსკა (ჩეხ)-აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 13) 3:6, 7:6, 6:4; ფლავია პენეტა (იტა, 21)-ევგენია როდინა (რუს) 6:4, 6:2; მარია კირილენკო (რუს, 26)-ტამარინე ტანასუგარნი (ტაილ) 7:5, 7:5; სერენა უილიამსი (აშშ, 7)-სიმონა ჰალეპი (რუმ) 3:6, 6:2, 6:1; ფრანჩესკა სკიავონე (იტა, 6)-ბარბორა ზახვალოვა (ჩეხ) 7:5, 6:3; ტამირა პაჩეკი (ავსტრია)-კრისტინა მაკჰეილი (აშშ) 6:4, 6:1; ნადია პეტროვა (რუს)-ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს, 14) 6:3, 6:3; კატერინა ბონდარენკო (უკრ)-სარა ერანი (იტა) 6:4, 5:7, 6:2; იანინა ვიკმაიერი (ბელ, 19)-ანა ტატიშვილი (საქ) 3:6, 6:4, 6:2; სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 12)-ალექსანდრა დულგერუ (რუმ) 6:0, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[PHOTO] პირველი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც მკერდი გაიდიდა - ფრანგმა გოგონამ მიზეზი ახსნა
სენსაციებით დატვირთული დღე შანხაიში - ტურნირს რამდენიმე ვარსკვლავი ერთიანად გამოეთიშა
ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა
ფუტსალი | საქართველო 2:2 ყირგიზეთი
პსჟ პაჩოს კონტრაქტს გაუგრძელებს
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა
აბუაშვილის და წიტაიშვილის "მეცმა" მორიგი მარცხი განიცადა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში?
[VIDEO] გამორჩეული დაპირისპირება მოულოდნელი გმირით - მამარდაშვილის "ლივერპული" სახლში "მანჩესტერ იუნაიტედთან" დამარცხდა
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კიტეიშვილის გამარჯვების გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმმა" 4:3 მოიგო
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე
"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი
"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა
"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?
[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა
[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე