21 წლის ქართველი ჩოგბურთელი ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს - უიმბლდონის პირველობას თავაწეული დაემშვიდობა
21 წლის ანა ტატიშვილმა (118) მსოფლიოს საჩოგბურთო ელიტის წარმომადგენელს დიდი ბრძოლა გაუმართა და მხოლოდ ორსაათიანი დაპირისპირების შემდეგ დათმო მატჩი. ტატიშვილი ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს - უიმბლდონის პირველობას თავაწეული დაემშვიდობა.

ანას მეტოქე მასზე თვეებით უფროსი, თუმცა რეიტინგში გაცილებით მაღლა მყოფი ბელგიელი იანინა ვიკმაიერი იყო. ვიკმაიერი მსოფლიოს მე-19 ჩოგანია და ლონდონშიც ამ ნომრით იყო განთესილი. მეორე წრის ეს დაპირისპირება ოთხშაბათს უნდა გამართულიყო, მაგრამ წვიმამ უიმბლდონის გრაფიკი ტრადიციულად არია და შეხვედრაც ხუთშაბათისთვის გადაიდო.

ასეთ დასაწყისს არავინ ელოდა, ქართველმა უბრალოდ ყველა კომპონენტში დაჩაგრა ფავიორიტი და პირველი სეტი 6:3 მოუგო! "დიდი სლემის" ტურნირზე პირველი მოგების შემდეგ, ტატიშვილს კარიერაში პირველად ამ დონის ტურნირებში განთესილი ჩოგბურთელის გამოგდების პერსპეტივა გაუჩნდა, მაგრამ ფავორიტმა იძალა. გადამწყვეტი მეორე სეტი გამოდგა, რომელშიც ბრძოლა თანაბარი იყო, მაგრამ მიზანს ბელგიელმა მიაღწია, მესამეში კი ვიკმაიერის უპირატესობას უკვე აშკარა ეთქმოდა - 6:3, 4:6, 2:6.

პირველი და ბოლო სეტები 32-32 წუთში დასრულდა, მეორე - 43-ში. ვიკმაიერმა 8 ეისი ჩააგდო, ტატიშვილმა - 1. ბელგიელმა 30 უნებლიე შეცდომა დაუშვა, ქართველმა - 21, ორმაგი შეცდომები ასე განაწილდა: ვიკმაიერი - 5, ტატიშვილი - 2. ვიკმაიერმა 34 "ვინერი" დაარტყა, ტატიშვილმა - 23.

ეს მატჩი რომ მოეგო, ტატიშვილი კარიერაში პირველად შეაღწევდა ასეულში, ახლა კი ის ალბათ კარიერის პიკს გაიმეორებს (104-ე ჩოგანი იყო).

რომის საერთაშორისო ტურნირის (25 ათასი დოლარი) მეოთხედფინალში გავიდა სოფიო შაფათავა (292). მან მე-7 ნომრად განთესილი არგენტინელი პაულა ორმაეჩეა (236) დაამარცხა - 2:6, 7:6 (5), 6:4. ახლა ქართველის მეტოქე ფრანგი კრისტინა მლადენოვიჩია (266). წყვილთა ბადეში სოფიო და რუსი მარინა შამაიკო (408) უკვე ნახევარფინალში გავიდნენ.

შვეიცარიულ ლენცერჰაიდეში (25 ათასი დოლარი) პირველივე წრეში დამარცხდა ეკა გორგოძე (552), ვისაც მასპინძელმა ამრა სადიკოვიჩმა (542) აჯობა - 3:6, 6:3, 7:5. იზმირში (10 ათასი) ძირითად ბადეში სამმა ურეიტინგო ქართველმა ითამაშა და სამივემ წააგო. "იღბლიანი დამარცხებულის" სტატუსით გასულმა თამარ ცხაკაიამ მასპინძელ იდილ ჰაჩირაფოგლუსთან დათმო - 3:6, 2:6, ნათია გეგიამ - მე-8 ნომრად განთესილ რუს ტატიანა კოტელნიკოვასთან - 4:6, 4:6, ხოლო ვიქტორია ჟორჟოლიანი "მშრალად" დამარცხდა ხორვატ ტეა ფაბერთან - 0:6, 0:6. ჩვენებურები წყვილებშიც გამოეთიშნენ ასპარეზობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა