ტორონტოს მასტერსის 1/8-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი 13 აგვისტოს, გამთენიისას, პოლონელ ჰუმბერტ ჰურკაცს დაუპირისპირდება.

შეხვედრა დღის ბოლო მატჩად ცენტრალურ კორტზე თბილისის დროით 04:30 საათზეა ჩანიშნული.

ბასილაშვილი დღევანდელ მეტოქეს არასდროს შეხვედრია, თუმცა ჰურკაცი ჩოგბურთის მოყვარულთათვის ძალზე ნაცნობი სპორტსმენია.

თავად განსაჯეთ - მან წელს უიმბლდონის ნახევარფინალს უწია, იქამდე კი მაიამის მასტერსის გამარჯვებულიც გახდა.

პოლონელს შესანიშნავი ჩაწოდება აქვს, რის შემდეგაც გათამაშებაში უპირატესობას ეუფლება და ცდილობს, სწრაფი და ძლიერი დარტყმებით ქულა მალევე მოიგოს.

ჰურკაცი კარგი მოთამაშეა ბადესთანაც. ის წყვილებში ტურნირებზე კანადელ ოჟე ალიასიმთან არის ხოლმე შეამხანაგებული და მინიმუმ 2-3 წრეს ყოველთვის გადის.

24 წლის პოლონელი ამჟამად მსოფლიოს მე-13 ნომერია, კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი კი 2021 წლის 12 ივლისს დააფიქსირა, როდესაც მე-11 გახლდათ.

ჩვენთვის კარგი ისიცაა, რომ ჰურკაცს ამ ტურნირზე არ უთამაშია და კორტთან ადაპტაცია, სათამაშო პრაქტიკა და ტონუსიც ნაკლებად ექნება.

მეორე წრეში მისმა მეტოქე კეი ნიშიკორიმ თამაშზე უარი განაცხადა და შედეგად, პოლონელიც მერვედფინალში უბრძოლველად გავიდა.

რაც შეეხება ბასილაშვილს, ქართველი კარიერის ერთ-ერთ საუკეთესო ფორმაშია. ნიკა კორტზე მეტოქეებს აცამტვერებს და მან მე-18 ნომერ დე მინორს მხოლოდ 2 გეიმი დაუთმო.

"ბასილას" ისტორიული შედეგის დაფიქსირების შანსი აქვს. ის არასდროს ყოფილა კარიერაში მასტერსის 1/4-ფინალში გასული და თუ დღეს გაიმარჯვა, საუკეთესო შედეგსაც დააფიქსირებს.

აქვე გეტყვით, რომ ნიკოლოზი ATP-ის LIVE რეიტინგში 2 საფეხურით უკვე დაწინაურდა და ამჟამად მსოფლიოს მე-40 ნომერი გახლავთ.

იმ შემთხვევაში, თუ ბასილაშვილი დღეს ჰურკაცს დაამარცხებს, დამატებით კიდევ 45 000$-ის მფლობელი გახდება.

მისი სავარაუდო მეტოქე 1/4-ფინალში კი რუსი დანილ მედვედევი იქნება, რომელიც დღეს ავსტრალიელ ჯეიმს დაკვორტს ეთამაშება და სავარაუდოდ, გაიმარჯვებს, რადგან გამოკვეთილი ფავორიტია.

ჟორა
წარმატებები ნიკას.მშრომელი ადამიანია.უნდა დაუფასდეს.საქმე მარტო ფულში არ არის.დიდი სიამოვნებაა როცა შრომა დაფასდება და ათეულში თუ მოხვდება.
წინ ნიკა
სულ ნუ გადარევთ მაგ ქალს
სოსო
ნიკას რა თქმა უნდა გამარჯვებას ვუსურვებ,მაგრამ ყოველდღიურად სხვის ჯიბეში ფულის თვლა,ცოტა ულამაზო ხომ არ არის?დაწერეთ, ერთ სტატიაში, ყოველ წრეში გასვლის შესაბამისი პრემიები და ყველაფერი გასაგები გახდება.
Ნიკა
ძალიან კარგი, ყველას გვახარია ნიკას წარმატება და ყველაფერს კარგს ვუსურვებ, მაგრამ რას იყურებით სხვის ჯიბეში და რას უთვლით ამ ფულს? ღმერთმა გაუმარჯოს ნეტავ მილიონები მოიგოს. რა ჩემი საქმეა ნიკას შემოსავალი და ხარჯები?
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ძალიან ბედნიერი ვარ, ურთულესი შეხვედრა გამოდგა..." - ჰურკაჩი ბასილაშვილთან დაპირისპირებას ეხმაურება
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის