ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ლა ლიგა მამარდაშვილის მიერ კარის მშრალად შენახული მატჩით გაიხსნა - "მესტალია" გიორგის ფეხზე წამოუდგა [VIDEO]

ლა ლიგა მამარდაშვილის მიერ კარის მშრალად შენახული მატჩით გაიხსნა - "მესტალია" გიორგის ფეხზე წამოუდგა [VIDEO]

ლა ლიგის პირველი ტურის პირველ მატჩში "ვალენსიამ" საკუთარ მოედანზე "ხეტაფე" 1:0 დაამარცხა, "ღამურების" გამარჯვებაში კი მნიშვნელოვანი წვლილი ქართველმა მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა შეიტანა.

მამარდაშვილის ისტორია რაღაც დაუჯერებელია, საქართველოს ეროვნული ლიგიდან „ვალენსიაში“ ერთსეზონიანი იჯარით გადასული მეკარე მეორე გუნდში უნდა გაეშვათ, მაგრამ ძირითადმა გოკლიპერმა სილესენმა და მისმა დუბლიორმა დომენეკმა ტრავმები მიიღეს, ქართველმა ამხანაგურ მატჩებში თავი წარმოაჩინა და მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა „ხეტაფესთან“ სასტარტოში დააყენა.

შეხვედრა კი უცნაურად დაიწყო: დებიუტშივე მასპინძელთა ნახევარმცველი გილამონი უხეშობისთვის პირდაპირი წითელი ბარათით გააძევეს, კაცნაკლულმა „ვალენსიამ“ შეუტია, ჩერიშევმა პენალტი მოიპოვა და სოლერმა ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ სტუმრებმა მეტოქის კარზე იერიშების მიტანა დაიწყეს და ქართველმა კიპერმა სუარესის შესრულებული საჯარიმო მოიგერია. საერთოდაც უნდა ითქვას, გიორგი დამაჯერებელი გახლდათ, მშვიდად თამაშობდა და დაცვასაც ხელმძღვანელობდა, რაც აბსოლუტურად უცხო ქვეყანაში, სრულიად სხვა განზომილებაში მოხვედრილი 20 წლის ბიჭისგან, რომელმაც ესპანური ხეირიანად არ იცის, მართლაც გასაკვირია. „ღამურები“ კი მიუხედავად რიცხობრივ უმცირესობაში ყოფნისა, მოწინააღმდეგეს არაფერს უთმობდნენ, ჩერიშევს ანგარიშის გაზრდა სორიამ (ესეც ქართველი არ გეგონოთ, კასტილიელია) არ დაანება და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა, ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, 55-ე წუთზე მამარდაშვილი კარგად გამოვიდა კარიდან, ლამაზ ნახტომში ბურთი საჯარიმოდან მუშტით გამოიტანა და ხიფათი განმუხტა. აქედან მოყოლებული „ხეტაფე“ ინიციატივას დაეუფლა, არამბარიმ სამი მომენტი ვერ გამოიყენა, შემდეგ მსაჯმა "ხეტაფეს" მცველი კაბაკო გააძევა, 84-ე წუთზე დუროს დარტყმული ბურთი მცველს მოხვდა, რიკოშეტირებული კარისკენ წავიდა და მამარდაშვილმა თავისი გუნდი კიდევ ერთხელ გადაარჩინა, ხოლო 93-ე წუთზე გიორგიმ საოცარი რეაქცია გამოავლინა და „ვალენსიას“ გამარჯვება მოუპოვა - ქართველ ლეგიონერს „მესტალია“ ფეხზე წამოუდგა.

გიორგიმ სპარინგების ჩათვლით "ვალენსიაში" ხუთი მატჩიდან ოთხში გოლი არ გაუშვა.

21 აგვისტოს, პრიმერას მეორე ტურში "ვალენსია" გასვლაზე "გრანადას" დაუპირისპირდება.

• დავით67

დაგლიჯა) ))

• niko

ეხლა არავინ არ გაიქცეს ესპანეთში კომენტარის ასაღებად,ან მშობლებს მიადგეს ერთი ორი სიტყვა გვითხარიო,თორემ სულ ჩაფლაბდება ყველაფერი.

• saba

უფრო მამარდაშვილის დამსახურება მგონია :))))

• ჯუღელი

წამო ზენიტში წაგიყვან ბიძიკო)))

• დათო

… ქართველი თამაშობს ,, ვალენსიაში”” , ძირითადში მეკარის პოზიციაზე!!! სასწაულია!!! ეს ღვთის ნებაა!!! უფალი და წმიდა გიორგი შეგეწიოს გიორგი!!!

• გიორგი 50

მესამედ საუკუნეზე მეტია, რაც ქართულ ფეხბურთში უკუნეთია, იქნებ, ახლა მაინც გამოვიღვიძოთ... ყველაფერს აქვს დასასრული...

• ფეხბურთი

ამ ეტაპზე ყველაზე ტიტულოვან კლუბში , სწორედ მამარდაშვილი თამაშობს და თანაც ძირითად შემადგენლობაში. უდიდესი სიხარული და წარმატებაა ჩვენი ქვეყნისათვის, ვუყურებდი გუშინ მის მატჩს და ბოლო წუთებზე უბრალოდ სასწაული ჩაიდინა ჩვენმა გმირმა და ყველა გაგვახარა მისმა თავდაჯერებულმა სეივებმა. ბრავო , ბრავო და ბევრი წარმატებები ჩვენს ლომს.

• miyvars. sa

არგინდათ აჟიოტაჟი თვალი არ ეცეს გეხვერწებით ზედემეტი კომენტარებისგან თავი შეიკავეთ შეეშვით და მშვიდად და წყნარად მიადევნეთ თვალი მის კარიერას...

• არჩი

ასეთი ეპიზოდები სიხარულით და სიამაყით გავსებს. წამატებები გიორგის, კვარაცხელიას,ჩაკვეტაძეს, მიქაუტაძეს, წიტაიშვილს, ჩაბრაძეს, აზაროვს, ქოჩორაშვილს, გაგნიძეს - როგორი თაობა მოდის! ასევე ნინუას, ლოჩოშვილს, დავითაშვილს და ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელს განვითარებას და წარმატებებს ვუსურვებ. ქართული ფეხბურთი გაიბრწყინებს, ისევე როგორც გაიბრწყინეს ძიუდოისტებმა და როგორი კაშკაშა ვარსკვლავი გვყავს ლაშა ტალახაძე. ვისაც საქართველო და ქართული ფეხბურტი არ უყვარს, იმის დედაც...

• დინამოელი

შეიძლება ეს ისე, ვერსიის დონეზე დაწერეთ, მაგრამ, ნეტავ თუ იცით რამდენად მართალი თქვით? მეტსაც გეტყვით, კონკრეტულად "კრილია სოვეტოვსაა" გადარჩენილი იმ საშინელების წყალობით, "აგენტად" რომ იცნობს ხალხი, ბევრად მეტი ხელფასით ვიდრე ვალენსიაში აქვს

• დათო

გადარჩენილია ჯუღელი რო არ ყავს აგენტად თორე ეხლა ვალენსიაში კი არა სადმე რუსეთის პირველი ლიგის გუნდში იქნებოდა,წარმატებები გიორგის

• ემიგრანტ-ს

ძალიან მაგარი თაობა გვეზრდება და სწორი მიდგომით საშვალოზე ძლიერი ნაკრები გვეყოლება 2-3 წელიწადში რომელიც გრანდების რისხვადაც შეიძლება მოგვევლინოს ეხლა კვარას ნირმალურ გუნდში გაყიდვა ჩაკვეს დაბრუნება მამარდაშვილის კიდევ სტაბილურობა და ევროპას მოუბრუნდება ქართველებისკენ იმედი და ნდობა რაც ჩვენს ნაკრებს კიდევ უფრო ძლიერს გახდის და სულაც კარგი ფედერაცია და მწვრთვნელის ხელში შეიძლება ევროპაც შეაზანზაროს ჩვენმა ნაკრებმა

• giorgi

მოკლედ ძალიან მაგარი კაცია ვუყურე ვალენსიას თამაშს პირველად მენდიეტა და ლოპესის შემდეგ თუ რეალს ან ბარსას არ ეთამაშებოდა ძალიან მაგარი და სანდო მეკარე გვყავს უკვე. აქ ერთი მინდა დავწერო ანუ ცუდი და მემგონი ერთი ლაიკი მექნება მარტო იმიტო რო ვიღაც ტიპი კარგ კომენტარებს და ჩვენს სიხარულს დისლაიკს უკეთებს ვინ ხარ ბიჭო ვინ რამ შეგაძულა ქართველები და საქართველო?

• გელა 8

ყოჩაღ გიო, ნიჭიც გაქვს და არც შრომისმოყვარეობას უჩივი, თავშიც არ უნდა აგივარდეს და ეგაა სულ შემდგარი კარიერა.მადლობა და წარმატებები შენ!!!!!!!!!!!

• გელა 8

მანამდე თამაშშიც აიღო მარცხენა დაბალ კუთხეში მაგარი გასროლილი.......იუთუ ბი ზე დევს

• რეზო

აი საქმე და აი კაცი! უხმაუროდ, ზედმეტი ბაქი-ბუქის გარეშე, ყოველგვარი ტრანზიტების გარეშე პირდაპირ ლა-ლიგაშია! თანაც სასტავში.ასე რომ...

• ჟორა გაბრიჭიძე

გილოცავ გიორგი ბრწყინვალე თამაშს და დებიუტს ძირითადში. იცოდე, ნიჭი წარმატების მხოლოდ ერთი პროცენტია, დანარჩენი შრომას მოაქვს.

• BOSS

ბრავო გიორგის! მე პოლონურ არხზე ვუყურე თამაშს და ჯიჯი მამარდაშვილიაო.გარეგნულად თუ დონარუმას გავს,სათამაშო კლასით ბუფონიაო.მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.წარმატებები ჯიორგის ვალენსიაშიც და იმედია საქართველოს ნაკრებშიც!

• kaxa

ყოჩაღ გიორგი!და გილოცავ ამ წარმატებას!ასევე ყველა ქართველ გულშემატკივარს! რომ ვუყურებდი ამ თამაშს თავი ზღაპარში მეგონა. ვალენსია ხომ ესპანეთის 4 საუკეთესო გუნდში შედის თავის ისტორიით,აწმყოთი და მომავლით,ესპანეთის გრანდია. ძალიან დიდ კლუბში მოხვდა 20 წლის ქართველი,თანაც რა დიდებულად ითამაშა. იმედია, ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწევს ამ კლუბთან ერთად!

• მატადორ777

თავდაჯერებულობამ მომხიბლა. გამოცდილი მეკარესავით იდგა. რეაქცია - სასწაული! დაცვის ორგანიზაცია, ლიდერობა - 35 წლის მეკარეებისთვისაც შესაშური. მოკლედ, ყველაფრისთვის მადლობა, მაგრამ ადიოს, ლორია!

• ჯუჯი

მართლაც კარგად ითამაშა, ურთულესი ბურთები მოიგერია.დაცვასაც თამამად ხელმძღვანელობდა. ბოლოს მაყურებელი ტაშით ფეხზე წამოუდგა.

• Mosexoneli

როცა მოსკოვის დინამოსთან მის თამაშს ვუყურე ეტყობოდ რომ ყველაფერი ქონდა მაგარი მეკარე დამდგარიყო. საოცარი რეაქცია იღბალი და სიმშვიდე.მაშინ მოსკოვში ჭკვიანმა ხლახმა ეგრევე ურჩია მოსკოვურ მდიდარ კლუბებს ეყიდათ ქართველი საბედნიეროდ არ მოუსმინეს ამ ხალხს

• ბექა

ესეთ გუნდში არასდროს უთამაშნია ქართველ მეკარეს ყოჩაღ, იმედია სირენსენს ამოაგდებს საბოლოოდ შემადგენლობიდან

• დათო

კიდევაც დაიზდებიან ... ამ გაუბედურებულ ქვეყანაში . ყოჩაღ ყოჩაღ

• მამუკა მუსელიანი

ძალიან გახარებული ვარ რა გუნდში რა ჩემპიონატში წარმატებული დებიუტი, სულ წარმატწბით გევლოს საქართველოს სასახელოდ

• Tete1234

Kidev ertxel gamochda Dinamos araswori midgoma fexburtelebze bolos dinamoshi rodis itamasha Sul ganatxovrebuli yavda. Arada Sul mekaris problema qonda kvasxvazem mapatos da bevrad jobia mamardashvili Mas.

• ტყეშელაანთ გიჟი

შენ გენაცვალე, გიორგი! ქართული სული, ქართული გენი უკვდავია!

• ა

ცოტას ნერვიულობდა, რაც ბუნებრივია დებიუტანტისთვის, მაგრამ ამის მიუხედავად დამაჯერებელი იყო, ყოჩაღ გიორგი!

• არჩილი

გაგიმარჯოს. ესაა მონდომება შრომა თავდადება სწრაფვა მაგალითი ყველასთვის

• Nukri

ვუყურე თამაშს და მართლაც მაგარი თავისუფალი და თავდაჯერებული იყო, კარგი სეივებიც გააკეთა, დროა ნაკრებში გამოიძახონ, ნაღდად საიმედო მეკარეა

• გეგი

ყოჩაღ გიო კარგი იყო! არავითარ შემთხვევაში არ მოდუნდე იცოდე,უფრო და უფრო მოუმატე ამის დიდი პოტენციალი გაქვს! წარმატებებიიი!!!

• American

თამაშს ვუყურე თავიდან ბოლომდე, ფეხზე ვიდექი და ვიცოდი შედევრს შეთავაზებდა მსოფლიოს, ასეც მოხდა!იამაყე და მიესალმე საქართველოვ,შენს წინაშეა მსოფლიო დონის მეკარე!!!! ნიუ იორკი შევძარი, საკუთარი ბიზნესი გავაჩერე და ამერიკელებს ფეხზე აღმდგარი ვაყურებინე მსოფლიო ვარსკვლავის დაბადება საკუთარი თვალით..მან ეს შეძლო, ამაყი ვარ ძმაო შენით გიო!!!

• ემირი

ბოლო დარტყმა მართლაც სასწაული გამოაძრო

• დევკალიონი

კარგი სტატიააა , მადლობა.

• ემიგრანტი

მარკას ასას და სხვა პრესის წარმომადგენლებს ველოდები ჩვენი ბიჭის შექებაში✌✌✌ გრანადასთანაც ძირითადში იქმება და კარგა ხანს მალე ტოპ კლუბასი ვიხილავთ დონარუმას კონკურენტი გახდება მომავალში ტოპ მეკარე გვეყოლება მე მჯერავს . ძალიან მაგარი თაობა გვეზრდება და დრო დგება იმის რომ ვითამაშოთ დიდ ტურნირებზე მომავალში ❤❤❤❤

• სერიოზული ფიქრები

სულ იმაზე მეფიქრება, რამდენად ძლიერია თბილისის დინამო, რომ ვერც მამარდაშვილი და ვერც კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებოდნენ

• მეგრელი

აღფრთოვანებული ვარ!!!!! დიდი მიღწევაა ნამდვილად, ყოჩაღ პატარა ბიჭი, მეკარეც გვყავს ნაკრებში ბევრი წელი!!!!!

• აჩი**

წარმატებები გიო, მეორე ტაიმი ფეხზე ვიდექი გოლი არ გაგეშვა თითქოს საქართველოს ნაკრები თამაშობდა, მთავარია კარგი ხარისხი შეინარჩუნო და გიგანტ მეკარეებს შეუერთდე, გოლს ყველა გაუშვებს, მთავარია შენ გვყავდე მაღალი დონის მეკარე და ისწავლო მეტი,

• irakli

შენ გენაცვალე ჩვენი გახარებისთვის

• giga

ძალიან კარგი სეივი იყო. მთელი თამაში მინდოდა რამე მსგავსი გაეკეთებინა და მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე სასწაული რეაქცია გამოავლინა. კარგი დებიუტი გამოუვიდა. კარიც მშრალად შეინახა

• baggio

წარმატებები ძალიან მაგარი ხარ

• დავითი

ვუყურე მატჩს და თავი კარგად წარმოაჩინა,ორჯერ აშკარა გოლს იხსნა საკუთარი გუნდი!

• Emre

ძალიან მაგარი ბიჭია

მბაპეს ჰეთ-თრიკი და ზარია შეცვლაზე - "რეალმა" "კაირატი" გაანადგურა

გადაწყვეტილება მიღებულია - ცნობილია, ითამაშებს თუ არა კვარაცხელია "ბარსელონას" წინააღმდეგ

Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს

ხავის "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწვრთნა სურს - ესპანელი "წითელი ეშმაკების" ჩაბარებაზე თანახმაა

შოკირებული იყო და შეხვედრა განაწყენებულმა დატოვა - ამორიმს "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ მოთხოვნა წაუყენა

ისრაელის ნაკრებსა და ქვეყნის კლუბებს საერთაშორისო შეჯიბრებიდან მოკვეთენ? - 48 სპორტსმენმა მოთხოვნას ხელი მოაწერა

Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს

არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს

პსჟ-ს მეკარე: ძნელია მოტივაციის შენარჩუნება

ბერნალს 382 დღე გაუცდა და "ბარსელონამ" კონტრაქტი გაუხანგრძლივა

კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან

"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში

"თუ სხვა რამის გამო გაბრაზდა, არასწორი ადამიანი აირჩია" - დე ბრუინსა და კონტეს შორის დაპირისპირება მწიფდება? [PHOTO]

"ყველას უნდა ვაჩვენოთ, ვინ ვართ" - "კაირატის" მეკარე "რეალთან" მატჩამდე

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი

"თუ "არსენალი" წელს ტიტულს ვერ მოიგებს, არტეტას გაათავისუფლებენ" - რობერ პირესი

ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა

[VIDEO] 55-ე წუთიდან კაცნაკლულმა "მილანმა" "ნაპოლის" მოუგო

პსჟ-სთან მატჩამდე "ბარსელონამ "სოსიედადი" დაამარცხა და გალიდერდა

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

ეს მატჩი ხვიჩას გარეშე ძალიან არ გვინდოდა - ენრიკესთვის განსაკუთრებული დაპირისპირება

"საუთჰემპტონთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] მამარდაშვილის დებიუტი, ისაკის პირველი გოლი და ეკიტიკეს უცნაური წითელი - "ლივერპულმა" "საუთჰემპტონი" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა

დღეს ორი მაგარი მატჩი ერთდროულად გვაქვს - მამარდაშვილი და მიქაუტაძე

[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა

სლოტი: მამარდაშვილმა კარგი მატჩი ჩაატარა - საუკეთესოდ ვერ ვითამაშეთ