ლა ლიგის პირველ ტურში „ვალენსიამ“ „ხეტაფე“ საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა, მასპინძელთა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა კი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. წამყვანი ესპანური სპორტული გამოცემები ქართველს ხოტბას ასხამენ.

As: „ვალენსიას“ ოთხ დებიუტანტს შორის „მესტალიაზე“ მამარდაშვილი ვიხილეთ, რომელიც მეორე გუნდში სათამაშოდ ჩამოვიდა, კარგად გაისარჯა და საკითხავია - ახლა მის გამო ელის თუ არა სილესენს კიდევ ერთი მწარე სეზონი“.

„მარკა“: „დაიხსომეთ მისი გვარი: მამარდაშვილი, „მესტალიას“ ახალი გმირი.

ქართველმა მეკარემ რამდენიმე სეივით „ვალენსიას“ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

ჩაიწერეთ მისი სახელი და სწრაფად ისწავლეთ მისი გვარის წარმოთქმა. ეს ბიჭი აქ დასარჩენად ჩამოვიდა, სილესენისა და დომენეკის არყოფნით ისარგებლა (მათ კლუბი წასვლაში ხელს არ შეუშლიდა) და გიგანტად გადაიქცა.

წინასასეზონო პერიოდში თავი წარმოაჩინა, მაგრამ სულ სხვაა „მესტლიაზე“ გმირობის ჩადენა, როდესაც 92-ე წუთზე შეუძლებელი შეძლო. მეკარე მწვავე განცდების გარეშე. არავითრი უცნაურობები. რამდენიმე რთული ბურთი გამოაძრო, გამოსვლაზე მუშტით მოიგერია ბურთი. ბოლოს, როდესაც „ხეტაფეს“ მწვრთნელი მიჩელი გოლს ზეიმობდა, სტადიონი მოხიბლა და „ააფეთქა“. სადებიუტო ოცნების შემდეგ მოედანზე დაეცა, თანაგუნდელები ულოცავდნენ. დაიმახსოვრეთ: მა-მარ-დაშ-ვი-ლი.

„მუნდო დეპორტივო“: „ხეტაფე“, რომელიც შეხვედრას ასევე კაცნაკლული ასრულებდა, წარმატებულ ქართველ მეკარე მამარდაშვილთან წაიბორძიკა. ხოსე ბორდალასმა სასტარტო შემადგენლობის დაყენებისას რამდენიმე სიურპრიზი შემოგვთავაზა. მათ შორის გახლდათ მამარდაშვილი. მან დუროს არ გაატანინა და 92-ე წუთზე მისი ნახტომი მატჩში გადამწყვეტი აღმოჩნდა“.

sport.es: „ქართველმა მეკარე მამარდაშვილმა „ვალენსიას“ „მესტალიაზე“ სამი ქულა მოუპოვა. ბორდალასის გუნდმა 12 ათასი მაყურებლის წინაშე გიჟურ მატჩში იმარჯვა. მეორე ტაიმში „ხეტაფემ“ მასპინძლები კარს მიაჯაჭვა და საუცხოო მამარდაშვილმა თავისი გუნდი ფინალური შტურმისას გადაარჩინა. შეხვედრა ტრიბუნების ოვაციებით დასრულდა“.

ვახო...
უდიდესი წარმატებები ქართველ სპაიდერმენს.
დათო
…წარმატებები მეგობარო!!! რა გულითაც წერ და როგორი გახარებულიც ხარ, ამასთან ერთად ამაყი, რომ ჩვენმა ბიჭმა გვასახელა, ასევე გაიხარე ცხოვრების ბოლომდე!!! ძალიან თბილი კომენტარია, მადლობა!!!
ჟორა გაბრიჭიძე
თუ ხედავთ სამომავლოდ, როგორი ბიჭები იკრიბებიან? კარგი მეკარე კი ნახევარი გუნდია. წარმატება ჩვენს ავაზას.
ვალენსია რუსთავი
ვალენსიაში ვარ. ახლო სოფელში. გუშინ ბოლომდე ვუყურე. სიხარულის ცრებლები მომდის. ფაბრიკაში მეკაიფებოდნენ ვალენსიის ფანები, თუ არ ივარგა ისევ უკან გავუშვებთო. ჯერ გარეთ არ გავსულვარ. როგორ მეამაყება გარეთ გასვლა და ორშაბათს ფაბრიკაში მისვლა. ვერ წარმოიდგენთ. ერთი სული მაქვს.გიო. შენ და შენისთანები ხართ საამაყო ქართველები დ ასაქართველოს ელჩები ქვეყნის გარეთ. ეხლა უკვე სულმოუთქმელად ველი ვალენსიის ყველა თამაშს. არ გაჩერდე გიო. შრომას არ მოუკლო. პირველი იქნები ყველგან. მადლობა
tngh
წარმატებები გიორგი მამარდაშვილს!!!
გიორგი კ
კიდე კაი ძმაო დინამოში, რო არ იყო ფიფიასთან თორემ ახლა ვალენსიაში კი არა ნალჩიკის სპატტაკში იქნებოდა.დდდ მაქსიმუმ გენტში.დ
გიორგი
უფრო სწორია გეთქვა რომ მამარდაშვილს ლორიას სახით კარგი შემცვლელი ყავს ))
ბაჩი
მუშ მამარდა= რა მადლიანი ლაზ მარგალ ნინაშა ❤️
ბაჩი
უეჭველი
ბაჩი
ღვთის ნებაა რათქმაუნდა.მამარდა= მადლიანს (რა მადლიანი) მეგრულ ენაზე.წარმატებები გიოს❤️
გიორგი
მართლა 'ფანტასტიკის' სფეროდანაა ქართველ ფეხბურთელზე სწორედ ესპანეთის პრესა ასე აღმატებულად რომ წერს. ძალიან მაგარია ქართველის პროფესიულ უნარებზე რომ ასეთ შეფასებებს მოისმენ მცოდნე ხალხისგან.
გიორგი კ
დინამოში ვერ გაქაჩა და იჯარით გაუშვა ფიფიამ!)))ჩამოდი ტყემლის ხიდან რომან!!)))
დათო
… ქართველი თამაშობს ,, ვალენსიაში”” , ძირითადში მეკარის პოზიციაზე!!! სასწაულია!!! ეს ღვთის ნებაა!!! უფალი და წმიდა გიორგი შეგეწიოს გიორგი!!!
რომა
მალე ესპანეთან გვიწევს თამაში იმედია მამარდა იქნება სასტავში და სხვა ჩვენს ფეხბურთელებსაც მიაქცევენ ყურადღებას იგივე კიტე მშვენივრად გაქაჩავს ხეტაფეს და მაგის მსგავს გუნდებში არც ისეთი ძვირი არაა რო ვერ შეძლონ ყიდვა.. კვარა ჩაკვეზე აღარაფერს ვამბობ. მაგდენი ლათინო ფეხბურთელი იმიტოა ლალიგაში რო იაფი უჯდებათ მათი შეძენა და ჩვენი ბაზარითაც უნდა დავაინტერესოთ გვყავს სათანადო მოთამაშეები
აჩი***
ისეთი სტაბილური იყო ფსიქოლოგიურად თითქოს რეალიდან გადმოვიდა პატარა გუნდში დაცვას იქეთ აფრთხილებდა, აი ემოციის საზღვარზე ითამაშა პროფესიონალურად, მაგარი ხარ ძმაო, ფეხზე ვიდექი ბოლო წუთები ისედ დღეში ვიყავი, ბარსელონაზე არ მინერვიულოა ამდენი:)))
N
დონორუმა? არა, მა-მარ-და-შვი-ლი!!!
პროფესტო
დაიხსომეთო თუ დაიმახსოვრეთო?
დათო
ლორიას კარგი შემცვლელი ჰყავს,ნაკრებს კი ახალი მეკარე ) ვულოცავ წარმატებულ დებიუტს.
912
ნაკრების #1
დიმო
თავდაჯერებული იყო და ისე თამაშობდა თითქოს დიდი ხანია ვაკენსიაშია! მაგარი ბიჭია!!!
T.q
რაღაც პონტში შენც მართალი ხარ.
T.q
შარში სილენსენი კი არა მამარდაშვილია მგონი :დ გუშინ უბრალოდ ზღაპარს ვუყურებდი. მიხარია გიორგის წაემატება და სულ წარმატებულად გაგრძელებულიყოს მისი ცხოვრება.
გიო
აუ რა შარშია სილესენი:D ამან თუ ესე გააგრძელა,აღარც გააკარებს სასტავს,და ლორიასაც იგივე ბედი ელის
ტოტტი
კიდევ კარგი ჯუღელი არაა ამის აგენტი თორე წაიყვანდა რუსეთში და დაალპობდა იქ .
ბესო შიოშვილი
სიტყვები არ მყოფნის! ვუყურე თამაშს თავიდან ბოლომდე და უდიდესი სიამოვნება მივიღე ქართველის ზღაპრული დებიუტით! გმადლობ, მამარდაშვილო! ასე ახდენოდეს ოცნება საქართველოს, როგორც გუშინ მე ამიხდა!
სახიჩარი
ოხ ეს ქება დიდებები დაიკიდა არ უსმინო გააგრძლე მშვიდად ვითომ არც არაფერ მომხდარა
გორა
კი მაგარი მატჩი ჩაატარა სამი ძნელი ბურთი აიღო განსაკუთრებით ბოლო ,თან თავდაჯერებული იყო .მაგარი ბიჭია ყველაფერი წინა აქვს.წარმატებები
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
ცხოვრება სავსეა დადებითი სიურპრიზებით! ესე გააგრძელე გიორგი! ქგგალე!
თრანსლეით ჯი
შვი-ლი
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
შესანიშნავი ამბავი. სპალეტი ალისონის გადაბირებას ცდილობს - მამარდაშვილი ბრაზილიელის შესაცვლელად მზადაა
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
სად ითამაშებს ხვიჩა - ცვლილებები წინა მატჩის ენდშპილის გათვალისწინებით
"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია
"ლივერპულმა" ალისონს კონტრაქტი გაუგრძელა - რას ნიშნავს ეს მამარდაშვილისთვის?
"ტოტენჰემთან" ალისონი ითამაშებს თუ მამარდაშვილი - სლოტმა კომენტარი გააკეთა