დასასრულს უახლოვდება კარენ ასრიანის მე-4 მემორიალი, რომელშიც ექვსი ქართველი დიდოსტატი და საერთაშორისო ოსტატი მონაწილეობს
ჯერმუკში (სომხეთი) დასასრულს უახლოვდება მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირი - კარენ ასრიანის მე-4 მემორიალი, რომელშიც ექვსი ქართველი დიდოსტატი და საერთაშორისო ოსტატი მონაწილეობს.

გუშინ მე-8 ტურში ლიდერთა ჯგუფში მყოფმა კონსტანტინე შანავამ შავი ფიგურებით აშოტ ნადანიანს (სომხეთი) სძლია. ხუთქულიანთაგან რუსმა მაქსიმ ტუროვმა 16 წლის თანამემამულე დანიილ დუბოვი დაამარცხა, რობერტ ჰოვანესიანმა ჰრაირ სიმონიანს (ორივე-სომხეთი) მოუგო. დაზავდნენ ჰოუია იდანი (ირანი)-მიხეილ ულიბინი (რუსეთი). ასევე მშვიდობიანად დაშორდნენ ერთმანეთს ერთპიროვნული ლიდერი ტიგრან კოტანჯიანი (სომხეთი) და ევგენი გლეიზეროვი (რუსეთი), რითაც მასპინძელმა 6,5 ქულა მოაგროვა და მეწინავეობა შეინარჩუნა. ლიდერს ნახევარ-ნახევარი ქულით შანავა, ტუროვი და ჰოვანესიანი ჩამორჩებიან.

შანავას გარდა, ქართველ მოჭადრაკეთა დანარჩენი პარტიები ასე დამთავრდა: ელშან მორადიაბადი (ირანი)-შოთა აზალაძე 0,5:0,5, დავით მაღალაშვილი-ირინა ტუროვა (რუსეთი) 1:0, ბაჩანა მორჩიაშვილი-დინარა სადუაკასოვა (ყაზახეთი) 0:1, ნინო ბაციაშვილი-ხაჩატურ ერანიანი (სომხეთი) 1:0, რაანა ჰაკიმოიკარდი (ირანი)-სოფიო გვეტაძე 0:1.

რვა ტურის შემდეგ: კოტანჯიანი-6,5, შანავა, ტუროვი, ჰოვანესიანი-6-6... მაღალაშვილი-5,5, აზალაძე-5, ბაციაშვილი-4,5, მორჩიაშვილი-4, გვეტაძე-3,5 ქულა.

დღეს ბოლო ტურში ითამაშებენ: ტუროვი-კოტანჯიანი, შანავა-ჰოვანესიანი, გლეიზეროვი-ჩიბუხჩიანი, ულიბინი-მაღალაშვილი, პეტროსიანი-იდანი, ბაბუჯიანი-მორადიაბადი... სადუაკასოვა-აზალაძე, კურსოვა-ბაციაშვილი, ბარსეგიანი-მორჩიაშვილი, გვეტაძე-კოვსარინია.

ასე რომ, ბოლო ტური პრიზიორებს გამოავლენს როგორც ვაჟებში, ისე ქალებში. მანდილოსნებში 5 ქულით 16 წლის ყაზახი ფიდეს ოსტატი დინარა სადუაკასოვა ლიდერობს. ნახევარ-ნახევარი ქულით ნაკლები აქვთ ირინა ტუროვას, მარია კურსოვასა და ნინო ბაციაშვილს. ასე რომ, ქართველ დიდოსტატებს საპრიზო ადგილებზე გასვლის რეალური შანსი აქვთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა