პირველ პროფესიულ ქართულ ფრანჩაიზს, "შავ ლომს", რომელიც სექტემბრიდან რაგბი ევროპის სუპერთასში ჩაებმება, ლევან მაისაშვილის გამოჯანმრთელებამდე მისი ასისტენტი, "უმცროსი ბორჯღალოსნების" თავკაცი ილია მაისურაძე გაწვრთნის.

რადგან "შავი ლომი" "ბორჯღალოსნების" საბაზისო გუნდია, რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით, მისი სამწვრთნელო შტაბი ნაკრების სტაფის წევრებით დაკომპლექტდა.

მაისურაძეს ლადო კილასონია დაეხმარება; მოთამაშეთა ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე ირაკლი ჭყონია და დავით ნემსაძე იზრუნებენ; ჯი-პი-ეს სისტემაზე ნიკა პინაიშვილი იმუშავებს; ფიზიო აბესალომ აბრამიშვილი და ედ ბარი იქნებიან; რეაბილიტოლოგი - უილიამ ლუისი; ვიდეოანალიზი - დავით რამიშვილი; ხოლო მენეჯერები - ვასილ აბაშიძე და ლექსო იორდანიშვილი.

"თავიდანვე მოვიაზრებდით, რომ ეროვნული გუნდის მენეჯმენტს გადაებარებინა "შავი ლომი", რაც ლოგიკური და ბუნებრივია. სწორედ ფრანჩაიზში უნდა მოხდეს ნაკრების სათამაშო სტილის დახვეწა. არის სხვა ფაქტორებიც. ფრანჩაიზი ფორსირებულ რეჟიმში ჩამოყალიბდა და მომავალში არ გამოვრიცხავთ, რომ გუნდში სხვა ქართველი მწვრთნელებიც ვიხილოთ. ეს, ერთი მხრივ, მათ განვითარებაში დაეხმარება, ხოლო მეორე მხრივ, ისინი გუნდში საკუთარ გამოცდილებას მიიტანენ. იმედია, მალე გამოჯანმრთელდება და დაგვიბრუნდება ლევან მაისაშვილი და სამომავლოდ გუნდს სწორედ ის ჩაიბარებს“ – განაცხადა რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ბაჩო ხურციძემ, რომელმაც ასევე დაადასტურა, რომ როგორც "შავი ლომისთვის", ასევე "ბორჯღალოსნებისთვის", ერთ-ერთ მაღალკვალიფიციურ უცხოელ მწვრთნელთან მიმდინარეობს მოლაპარაკება:

"მოლაპარაკებას რამდენიმე მაღალი დონის უცხოელ სპეციალისტთან ვაწარმოებთ. შეთანხმება თითქმის მიღწეულია. გავდივართ კონსულტაციებს როგორც ამ მწვრთნელებთან, ასევე მსოფლიო რაგბისთან და მხოლოდ მათი დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება. ის დაემატება როგორც ფრანჩაიზს, ასევე ეროვნულ გუნდს“.

რაგბი ევროპის სუპერთასი სტარტს 18 სექტემბერს აიღებს და ჯგუფური ეტაპის მატჩების განრიგი უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება. გუნდმა მზადება დაიწყო და დღეში 3-3 ვარჯიში ჩატარდება:

"მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილია და სანამ ის საქმიანობას დაუბრუნდება, ჩვენი ვალია მას გუნდი საჭირო კონდიციებში დავახვედროთ. სტაფმა მომზადება რამდენიმე კვირის წინ დავიწყეთ, დღეს გვქონდა გუნდის კრება, მოთამაშეებს გავაცანით მიზნები და შევუდგებით 3-კვირიან მზადებას პირველი მატჩებისთვის“.

"შავი ლომის" მიზანია, რომ ეროვნული გუნდისთვის სიღრმეები შევქმნათ, მოთამაშეებმა სათამაშო პრაქტიკა მიიღონ, თუმცა, პარალელურად, ვიბრძოლებთ ამ ახლად შექმნილი ტურნირის მოსაგებად“.

ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 18-19 და 25-26 სექტემბერს, 23-24 და 30-31 ოქტომბერს და 4-5 და 11-12 დეკემბერს გაიმართება. "შავი ლომი" აღმოსავლეთ კონფერენციაში "ენისეისთან" (რუსეთი), "ლოკომოტივი პენზასთან" (რუსეთი) და "თელავივ ჰითთან" (ისრაელი) ითამაშებს. დასავლეთ კონფერენციაში "ბრიუსელს დევილზი" (ბელგია), "დელტა" (ნიდერლანდები), "ლუსიტანოს XV" (პორტუგალია) და "იბერიანზი" (ესპანეთი) მოხვდნენ.

თითოეული კონფერენციის ორ-ორი მოწინავე ნახევარფინალში გადის, ფინალური შეხვედრა კი მაისშია დაგეგმილი.

წყარო: Georgian Rugby

ჰაჰა
შავი ლომი? ეტყობა ლუდს არეკლამებენ.
გლახუნა
,,თეთრი ლომი,, მაინც დაგვერქვა ბიჭებო- ბოლო-ბოლო კავკასიური რასა თეთრია-და განსაკუთრებული-მთელ ევროპა -აზიაში ასეა ცნობილი...მაგრამ მაინც კარგია- ამ კუდამოძუებულ მგელზე დაფანატებას მგონი მოვრჩებით. მგელს, როცა მარტოა- თუ მასზე ძლიერი შეეფეთა კუდამოძუებული გარბის ტყეში - თავისუფლების მოყვარე არააა...ერთად-ბ ე ვ რ ი - კი არიან დიდ გულზე... ლომები უნდა იყოთ,ლ ო მ ე ბ ი !!!
"ბორჯღალოსნები" | სამხრეთული ტურნესთვის 34 შეირჩა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასისთვის 40 მოთამაშე შეირჩა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ჩელენჯ თასი | "შავი ლომის" მეტოქეები - "ტულონი", "ჰარლიქვინსი", "ედინბურგი", "ოსფრიზი" და "ვანი"
ქართველი დელეგატი რიგაში - მერაბ რატიშვილი ისრაელისა და გერმანიის მატჩს მოემსახურება
7-კაცა ჰამბურგში გაემგზავრა
იამალმა ალვარესს "ბარსელონაში" გადასვლა ურჩია და მის ტრანსფერს მიესალმება
ნიდერლანდების ნაკრებს "ლივერპულიდან" დათხოვნილ სლოტს ჩააბარებენ
მუნდიალიდან გავარდნის შემდეგ: კუმანი გადადგა, თურქეთმა მონტელა არ გაუშვა
[VIDEO] კინიონესის და ხიმენესის ეფექტური გოლებით - მექსიკა მერვედფინალშია
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
[VIDEO] საფრანგეთმა შვედეთი გააბითურა - ვინ შეაჩერებს დეშამის გუნდს?
ოფიციალურად - რამუში პსჟ-დან "მილანში" გადავიდა
[VIDEO] ჰოლანის გოლით ნორვეგიამ კოტ-დ'ივუარს სძლია და 1/8-ფინალში ბრაზილიას შეხვდება
ისტორია დაიწერა - მარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონის ძირითად ბადეში პირველი მატჩი მოიგო!
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
პსჟ ბარკოლას 116 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის
7-ქალა მოლდოვიდან ბრინჯაოთი ბრუნდება
"ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი" - საბა ხარებაშვილი თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ლუკას კიდევ 1 წლით ვნახავთ? - მოდრიჩი შესაძლოა, "მილანში" დარჩეს
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
"მოგებიდან დიდ მარცხამდე ერთი ნაბიჯია" - რა ითქვა "კლერმონთან" ნამატჩევს
ლევან მაისაშვილი – მაღალი მიღწევების დირექტორი
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ლევან მაისაშვილი: "შავმა ლომმა" ისტორია დაწერა
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები
ლევან მაისაშვილი: ეს დიდი დაფასებაა და ღირსეულად უნდა წარვდგეთ