ანკარაში მიმდინარე მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატში ნახევარფინალური ორთაბრძოლები ქართველებისთვის უიღბლო გამოდგა
თურქეთის დედაქალაქში დღეს დამთავრდება მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატი; ანკარის რინგზე გუშინ ნახევარფინალური ორთაბრძოლები გაიმართა. სამწუხაროდ, ქართველთათვის ისინი უიღბლო გამოდგა.

ჩვენებურთაგან პირველი გავიდა სარბიელზე ჯაბა ხოსიტაშვილი (75 კგ), რომელიც მასპინძელთა იმედს, 2007 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორსა და 2009 წლის ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების პირველობის ფინალისტ ადემ ქილიჩის შეხვდა.

ქომაგთა აქტიური მხარდაჭერით თურქმა ფინალში გასვლის შანსი ხელიდან არ გაუშვა. 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში ზაალ კვაჭატაძემ უელსელ ფრედ ევანსს მეორე და მესამე რაუნდებში თანაბარი ბრძოლა გაუმართა, პირველი სამწუთიანი მონაკვეთი კი ბრიტანელის მხარეს იყო და საბოლოოდ მან გაიმარჯვა კიდეც.

მძიმე წონაში მიხეილ ბახტიძე რუს მაგომედ ომაროვს დაუპირისპირდა. ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა, რომლისთვისაც ეს ასპარეზობა პირველი მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეჯიბრება იყო (იგი რუსეთის ბოლო ორი წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია), ჩვენებური მესამე წუთზე ნოკდაუნში ჩააგდო. მეორე სამწუთიანი მონაკვეთის დასაწყისშივე საქართველოს ნაკრების მწვრთნელებმა ბახტიძე რინგიდან მოხსნეს. გამარჯვება, ცხადია, ომაროვს დარჩა.

გუშინდელი მარცხის მიუხედავად, თურქეთში მოპოვებული ბრინჯაოს სამი მედალი ქართველი მოკრივეების აშკარა წარმატებაა და წინსვლის მაჩვენებელიც, რაც გვაიმედებს, რომ წლეულს ოქტომბერში სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელსაც ბაქო უმასპინძლებს, ჩვენი სპორტსმენები ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების საგზურებითაც გაგვახარებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა