თბილისის საერთაშორისო ტურნირში საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული გუნდები, ყაზახეთისა და ბელარუსის ნაკრებები იასპარეზებენ
საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკში", როგორც გაუწყეთ, დღეს იწყება თბილისის საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული გუნდები, ყაზახეთისა და ბელარუსის ნაკრებები იასპარეზებენ.

ამ შეჯიბრებასთან დაკავშირებით გუშინ სპორტის მინისტრის მოადგილემ გია გალდავამ, სეოკ-ის გენერალურმა მდივანმა, საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ბითაძემ და ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზვიად დავითიანმა პრესკონფერენცია გამართეს.

შეხვედრაზე ითქვა, რომ თბილისის ტურნირი ჩვენი ნაკრების მოსამზადებლად ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ასპარეზობის ბოლო მატჩისთვის, რომელიც ბრიტანელებთან 2 ივლისს მანჩესტერში გაიმართება, მნიშვნელოვანი ეტაპია. საგულისხმოა, რომ საქართველოს ეროვნული გუნდი იტალიის ბრეშაში მოთამაშე ფრანიჩევიჩით გაძლიერდა. წელიწადზე მეტი გავიდა, რაც მარინომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო და ნაკრებში თამაშის უფლებაც დართეს.

დღეს 18.30 საათზე "ოლიმპიკის" აუზში ბელარუსებს ასეთი შემადგენლობით დავუპირისპირდებით: ზურაბ ჭუმბურიძე, გალაქტიონ ლაითაძე, მარკო ელაჩა, იოვან პოპოვიჩი, მარკო კორდიჩი, გიორგი ხვედელიანი, რევაზ ჩომახიძე, მიხეილ ბაღათურია, ზურაბ რურუა (კაპიტანი), კონსტანტინე გეგელაშვილი, ტატო ნიკოლეიშვილი, მარინო ფრანიჩევიჩი, ივან სტრუიჩი.

ალექსანდრე ბითაძემ დამსწრეთ აუწყა, რომ მანჩესტერში ბრიტანელებთან მატჩის თუნდაც ხუთი ბურთის სხვაობით წაგების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ჯგუფში მეორე ადგილს დაიკავებს და შემოდგომით პლეი ოფში კონტინენტის პირველობის გადამწყვეტ ეტაპზე მოსახვედრად წყალბურთის რომელიმე გრანდს დაუპირისპირდება.

გია გალდავა: მისასალმებელია, რომ საქართველოს წყალბურთში საგრძნობი გამოცოცხლებაა და სპორტის ეს სახეობა სახელმწიფოს, ასევე, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თანადგომითა და დახმარებით უწინდელ ტრადიციებს ნელ-ნელა იბრუნებს. მართალია, თბილისის ტურნირი საქართველოს ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატისთვის სამზადისი უფროა. თუმცა გვჯერა, რომ ჩვენი ბიჭები, შარშანდელის მსგავსად, ყველაფერს გააკეთებენ მთავარი პრიზის მოსაპოვებლად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა