ნოვი სადის "ვოივოდინას" ქართველ შემტევ ნახევარმცველს ჰოლანდიისა და რუსეთის ვარიანტებს სთავაზობენ
თბილისის "დინამოს" ნოვი სადის "ვოივოდინას" შემტევი ნახევარმცველის, გიორგი მერებაშვილის დაბრუნება სურდა, მაგრამ შეთანხმება ვერ მოხერხდა. საქმე ისაა, რომ გიორგის სერბულზე უფრო ძლიერ ლიგაში გადასვლას სთავაზობენ - ლაპარაკია ჰოლანდიურ და რუსულ კლუბებზე. ის თბილისში ისვენებდა და სერბეთში გამგზავრებას მხოლოდ ერთ კვირაში გეგმავდა, მაგრამ კლუბიდან დაუკავშირდნენ და სასწრაფოდ ნოვი სადში ჩასვლა მოსთხოვეს.

გიორგის სერბეთში დავუკავშირდით და ჩვენთვის საინტერესო ამბებზე დავეკითხეთ. ცხადია, გვსურდა, გაგვეგო, სერიოზულად განიხილავდა თუ არა "დინამოში" დაბრუნებას იმ დროს, როდესაც მისით ევროპული კლუბების დაინტერესება გახდა ცნობილი?

"დიახ, "დინამოში" დაბრუნებაზე სერიოზულად ვფიქრობდი. ვიცოდი, რომ ჩემს დაბრუნებას საკმაო მნიშნელობას ანიჭებდნენ. იქიდან გამომდინარე, რომ "დინამო" ჩემი ოჯახია, კარგად მესმის - თუ ჩვენ საკუთარ ფეხბურთს თავად არ დავაფასებთ, სხვა საერთოდ არ დააფასებს. ასე რომ, ძალიან ახლოს ვიყავით შეთანხმებასთან, შესაძლებელი იყო, კვლავ "დინამოს" ფეხბურთელი გავმხდარიყავი, მაგრამ ბოლოს მაინც ვერ შევთანხმდით", - გვითხრა მერებაშვილმა.

24 წლის ფეხბურთელმა დაგვიდასტურა, რომ სავსებით შესაძლებელია, მალე "ვოივოდინა" დატოვოს:"სერბებიც დაინტერესებული არიან ჩემი გაყიდვით და მეც დიდი სურვილი მაქვს, სხვა კლუბში ვითამაშო. ცხადია, უფრო ძლიერ ლიგაში გადასვლაზე უარს არ ვიტყვი და ვნახოთ, აქედან რა გამოვა. ჯერჯერობით კი კლუბთან ერთად ევროპის ლიგისთვის ვემზადები".

როდესაც ქართველით დაინტერესებულ ჰოლანდიურ კლუბს ახსენებენ, ცხადია, ყველას მერაბ ჟორდანიას არნემის "ვიტესი" ახსენდება, მაგრამ მერებაშვილს მასთან მოლაპარაკება არ ჰქონია. დაინტერესებული კლუბების შესახებ კი არაფერს ამბობს - ჯერჯერობით, კონკრეტულად არაფრის თქმა არ შემიძლია, ყველაფერი მალე გადაწყდებაო.

გიორგი გახარებულია, "ვოივოდინას" გულშემატკივრებმა სეზონის საუკეთესო გოლად მის მიერ გატანილი ბურთი რომ აღიარეს.

"ვოივოდინას" ოფიციალურ ვებგვერდზე ჩატარებული გამოკითხვის მონაწილე 410 გულშემატკივრიდან ნახევარზე მეტმა, 210-მა მერებაშვილის მიერ "იავორის" კარში გატანილ გოლი გამოარჩია. ის მატჩი სეზონის დასაწყისში გაიმართა და "ვოივოდინას" გამარჯვებით დასრულდა - 2:0, მერებაშვილმა კი დუბლი შეასრულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა